უკრაინის საგარეო უწყება სააკაშვილის მხარდაჭერის მზაობას გამოთქვამს
13:13 02.10.2021 (განახლებულია: 15:09 02.10.2021)
© AFP 2024 / JOHN MACDOUGALLდმიტრი კულება
© AFP 2024 / JOHN MACDOUGALL
გამოწერა
უფრო ადრე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკმაყოფილება გამოთქვეს მიხეილ სააკაშვილის დაკავების გამო და ამაში „შურისძიების მოტივი“ დაინახეს.
თბილისი, 2 ოქტომბერი - Sputnik. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრი კულებამ განაცხადა, რომ საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, ამიტომ კიევისგან აუცილებელ მხარდაჭერას მიიღებს.
მიხეილ სააკაშვილი პარასკევს, საღამოს თბილისში დააკავეს. მან საზღვარი არალეგალურად გადმოკვეთა და საქართველოში უკრაინიდან ადგილობრივი არჩევნების წინ ჩამოვიდა, რომელიც დღეს, 2 ოქტომბერს იმართება. ექს-პრეზიდენტს სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული, აქედან ორ საქმეზე განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანეს, დანარჩენები კი სასამართლო წარმოებაშია.
„ეს ჩვენი მოქალაქეა, მას შესაბამის დახმარებას აღმოვუჩენთ. საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი მოვა ჩვენი მოწვევით და მასთან განვიხილავთ ამ საკითხს. გაჭირვების დროს უკრაინის ნებისმიერ მოქალაქეს დავიცავთ“, - განაცხადა კულებამ ტელეარხ Дом-ის ეთერში.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ სახელმწიფოს მეთაური ვლადიმირ ზელენსკი სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებულ ვითარებას პირადად აკონტროლებს, და კიევი საქართველოს მთავრობისგან ამ საკითხზე პასუხს ელოდება.
მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა, თუმცა არაერთხელ დადო უკან დაბრუნების პირობა. ექს-პრეზიდენტზე შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული. 2015 წელს მას ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა და უკვე ექვსი წელია ის უკრაინის მოქალაქეა.
სააკაშვილის მეგობარმა გოგონამ ზელენსკის მიმართა>>
ამჟამად უკრაინის მოქალაქე სააკაშვილს საქართველოში დაუსწრებლად განაჩენი გამოუტანეს ორ - სანდრო გირგვლიანის მკვლელობისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9.024.367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე და ამ საქმეებზე მიმდინარეობს განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ, რომ საქართველოს უკრაინაში ექსტრადიციის საკითხი არ განიხილება და ექს-პრეზიდენტს სასჯელის მოხდა საქართველოში მოუწევს.
თავად სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა და როგორც უკრაინის მოქალაქე, კონსულთან შეხვედრას ითხოვს.