https://sputnik-georgia.com/20211002/rogor-moxvda-saakashvili-saqartvelos-teritoriaze-260125881.html
როგორ მოხვდა მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ტერიტორიაზე - ვერსიები
როგორ მოხვდა მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ტერიტორიაზე - ვერსიები
Sputnik საქართველო
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოს ტერიტორიაზე „სასწაულებრივად“ გამოჩენის შესახებ სანამ ოფიციალური სტრუქტურების განცხადება არ მოგვისმენია, ნებისმიერ... 02.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-02T12:39+0400
2021-10-02T12:39+0400
2021-10-02T13:30+0400
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი
კრიმინალი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260128730_0:257:3089:1996_1920x0_80_0_0_ce67130f238b0417d3cf47644481b00a.jpg
„მიხეილ სააკაშვილს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი არ გადმოუკვეთავს“,- განაცხადა 1 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე შსს-ს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ.მოგვიანებით რაც ვიხილეთ, ამის საპირისპირო აღმოჩნდა.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ყველასთვის მოულოდნელად საგანგებოდ ჩანიშნულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სააკაშვილი თბილისში დააკავეს და ის რუსთვის მე-12 პენიტენციალურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებიდან 12 საათზე მეტი გავიდა მაგრამ, ამ დრომდე უცნობია, როგორ მოახერხა სააკაშვილმა საქართველოში შემოსვლა.„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ეკატერინე ხერხეულიძე გუშინ 1 ოქტომბერს აცხადებდა, რომ სააკაშვილი ჯერ კიდევ 4 დღის წინ იყო ქვეყანაში შემოსული.მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში გამოჩენამდე სამი დღით ადრე მიხეილ სააკაშვილი კიევში თავის თანამშრომლებს შეხვდა და აცნობა მათ საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილების შესახებ.ტელეკომპანია „ტვ პირველი“ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტისათვის მნიშვნელოვანი იყო სამშობლოში მაინცა და მაინც პირველ ოქტომბერს დაბრუნებულიყო. „ეს ის დღეა როცა 9 წლის წინ მან ძალაუფლება დაკარგა“, - ციტირებს წყაროს „ტვ პირველი“.რა გზით შეძლო სააკაშვილმა საქართველოში მოხვედრა ისე რომ სასაზღვრო კონტროლი არ გაიარა? სახელმწიფოსთვის საჰაერო კარიბჭეების კონტროლი შედარებით მარტივია და მით უმეტეს საქართველოს არ აქვს იმდენი აეროპორტი, რომ ისინი ვერ გაკონტროლდეს. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ საკუთრ „facebook” გვერდზე კიევი-თბილისის ავიაბილეთის ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც 2 ოქტომბრის თარიღი იყო მითითებული, რა თქმა უნდა ქვეყნის ეს კარიბჭე განსაკუთრებულად დაცული იქნებოდა და ფაქტობრივად წარმოუდგენელია რომ სააკაშვილს საჰაერო გზით მოეხერხებინა ქვეყანაში შემოსვლა.საზღვაო გზით სააკაშვილის ქვეყანაში შემოსვლის ვერსია, არც თუ ისე დამაჯერებელია. ზღვით შემოსვლის შესაძლებლობაზე საუბარი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ კონკრეტულ მხარეებს შორის გარიგება მოხდა. მაგალითად, ოდესის პორტში დაიტვირთა გემი და ერთ-ერთ კონტეინერში სააკაშვილი დაიმალა, ქართულ პორტში გემის შემოსვლის შემდეგ კი პორტი მან ისე დატოვა, რომ ვერავინ აღმოაჩინა, ეს ნამდვილად რთული წარმოსადგენია, თუმცა არა შეუძლებელი...ყველაზე დამაჯერებელი მაინც სახმელეთო საზღვრის კვეთის ვერსიაა.ექსპერტები ამბობენ, რომ ყველა წერტილში სახმელეთო საზღვრის გაკონტროლება რთულია, განსაკუთრებით, თუ პროცესში ადგილობრივები არიან ჩართული და საზღვრის გადმოკვეთის მსურველს ეხმარებიან.აქვე აღსანიშნავია, რომ საზღვრის კონტროლთან დაკავშირებული პრობლემები ძალიან ბევრ ქვეყანას აქვს. მათ შორის ისეთ ძლიერ სახელმწიფოებს კი როგორებიცაა მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატები, ან გერმანია, სადაც ყოველწლიურად უამრავი მიგრანტი უკანონოდ კვეთს საზღვარს.ვიდეოებში, რომლებიც სააკაშვილმა საკუთრ „facebook”-ის გვერდზე გუშინ დილით გამოაქვეყნა, ჩანს რომ ბათუმშია გადაღებული, თუმცა უცნობია უკანონოდ საზღვირს კვეთის შემდეგ ეს მისი პირველი ლოკაცია იყო, თუ ძალოვნებისთვის თავგზის ასაბნევად გათვლილი ნაბიჯი.უკონტროლო სახმელეთო საზღვრის წერტილები კი შეიძლება ნებისმიერი მეზობელი ქვეყნის საზღვართან იყოს - სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, ან თუნდაც რუსეთი.ჰიბრიდული ომების მკვლევარი, ექსპერტი დავით ძიძიშვილი აცხადებს, რომ ყველაზე ხშირად საზღვარს უკანონოდ საქართველო-თურქეთის და საქართველო-აზერბაიჯანის მონაკვეთებზე კვეთენ ხოლმე.მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაშიც ყველაზე რეალური სწორედ სახმელეთო საზღვრის კვეთაა, საკითხავია სად და რამდენი დღის წინ...იმედია სამართალდამცავები მალე ნათელს მოფენენ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში „სასწაულებრივად“ აღმოჩენის პერიპეტიებს, მანამდე კი გეტყვით, რომ 2020 წლის სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე სხვადასხვა ქვეყნის 92 მოქალაქე დააკავეს, აქედან 35 თურქეთის, 9 ინდოეთის, 4 ირანის, 4 პალესტინის, მაროკოს 1 და ალჟირის 1 მოქალაქე.რა თქმა უნდა რაიმეს მტკიცება რთულია და ეს მხოლოდ ვარაუდებია, თუმცა ოფიციალური სტრუქტურები დიდი ალბათობით მალე გასცემენ კითხვას პასუხს, თუ როგორ მოახერხა ძებნილმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს საზღვრის გადაკვეთა.მოამზადა დავით ქუთათელაძემ
https://sputnik-georgia.com/20211002/------260106902.html
https://sputnik-georgia.com/20211002/irakli-garibashvili-mixeil-saakashvilze-260123237.html
https://sputnik-georgia.com/20211002/saakasvilma-cixidanwerili-gamoagzavna-260117291.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260128730_586:236:3002:2048_1920x0_80_0_0_efbf603992280294ecc21e9419030056.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, მიხეილ სააკაშვილი , კრიმინალი საქართველოში
პოლიტიკა, მიხეილ სააკაშვილი , კრიმინალი საქართველოში
როგორ მოხვდა მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ტერიტორიაზე - ვერსიები
12:39 02.10.2021 (განახლებულია: 13:30 02.10.2021) ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოს ტერიტორიაზე „სასწაულებრივად“ გამოჩენის შესახებ სანამ ოფიციალური სტრუქტურების განცხადება არ მოგვისმენია, ნებისმიერ ვერსიას აქვს არსებობის უფლება...
„მიხეილ სააკაშვილს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი არ გადმოუკვეთავს“,- განაცხადა 1 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე შსს-ს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ.
მოგვიანებით რაც ვიხილეთ, ამის საპირისპირო აღმოჩნდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ყველასთვის მოულოდნელად საგანგებოდ ჩანიშნულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სააკაშვილი თბილისში დააკავეს და ის რუსთვის მე-12 პენიტენციალურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებიდან 12 საათზე მეტი გავიდა მაგრამ, ამ დრომდე უცნობია, როგორ მოახერხა სააკაშვილმა საქართველოში შემოსვლა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ეკატერინე ხერხეულიძე გუშინ 1 ოქტომბერს აცხადებდა, რომ სააკაშვილი ჯერ კიდევ 4 დღის წინ იყო ქვეყანაში შემოსული.
„დღეს არ არის პირველი დღე, როცა მიხეილ სააკაშვილი არის თბილისში. მეოთხე დღეა ის საქართველოშია - გუშინ იყო კანცელარიასთან ძალიან ახლოს“ ,- აცხადებდა ხერხეულიძე.
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში გამოჩენამდე სამი დღით ადრე მიხეილ სააკაშვილი კიევში თავის თანამშრომლებს შეხვდა და აცნობა მათ საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილების შესახებ.
ტელეკომპანია „ტვ პირველი“ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტისათვის მნიშვნელოვანი იყო სამშობლოში მაინცა და მაინც პირველ ოქტომბერს დაბრუნებულიყო. „ეს ის დღეა როცა 9 წლის წინ მან ძალაუფლება დაკარგა“, - ციტირებს წყაროს „ტვ პირველი“.
რა გზით შეძლო სააკაშვილმა საქართველოში მოხვედრა ისე რომ სასაზღვრო კონტროლი არ გაიარა?
სახელმწიფოსთვის საჰაერო კარიბჭეების კონტროლი შედარებით მარტივია და მით უმეტეს საქართველოს არ აქვს იმდენი აეროპორტი, რომ ისინი ვერ გაკონტროლდეს. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ საკუთრ „facebook” გვერდზე კიევი-თბილისის ავიაბილეთის ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც 2 ოქტომბრის თარიღი იყო მითითებული, რა თქმა უნდა ქვეყნის ეს კარიბჭე განსაკუთრებულად დაცული იქნებოდა და ფაქტობრივად წარმოუდგენელია რომ სააკაშვილს საჰაერო გზით მოეხერხებინა ქვეყანაში შემოსვლა.
საზღვაო გზით სააკაშვილის ქვეყანაში შემოსვლის ვერსია, არც თუ ისე დამაჯერებელია. ზღვით შემოსვლის შესაძლებლობაზე საუბარი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ კონკრეტულ მხარეებს შორის გარიგება მოხდა. მაგალითად, ოდესის პორტში დაიტვირთა გემი და ერთ-ერთ კონტეინერში სააკაშვილი დაიმალა, ქართულ პორტში გემის შემოსვლის შემდეგ კი პორტი მან ისე დატოვა, რომ ვერავინ აღმოაჩინა, ეს ნამდვილად რთული წარმოსადგენია, თუმცა არა შეუძლებელი...
ყველაზე დამაჯერებელი მაინც სახმელეთო საზღვრის კვეთის ვერსიაა.
ექსპერტები ამბობენ, რომ ყველა წერტილში სახმელეთო საზღვრის გაკონტროლება რთულია, განსაკუთრებით, თუ პროცესში ადგილობრივები არიან ჩართული და საზღვრის გადმოკვეთის მსურველს ეხმარებიან.
აქვე აღსანიშნავია, რომ საზღვრის კონტროლთან დაკავშირებული პრობლემები ძალიან ბევრ ქვეყანას აქვს. მათ შორის ისეთ ძლიერ სახელმწიფოებს კი როგორებიცაა მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატები, ან გერმანია, სადაც ყოველწლიურად უამრავი მიგრანტი უკანონოდ კვეთს საზღვარს.
ვიდეოებში, რომლებიც სააკაშვილმა საკუთრ „facebook”-ის გვერდზე გუშინ დილით გამოაქვეყნა, ჩანს რომ ბათუმშია გადაღებული, თუმცა უცნობია უკანონოდ საზღვირს კვეთის შემდეგ ეს მისი პირველი ლოკაცია იყო, თუ ძალოვნებისთვის თავგზის ასაბნევად გათვლილი ნაბიჯი.
უკონტროლო სახმელეთო საზღვრის წერტილები კი შეიძლება ნებისმიერი მეზობელი ქვეყნის საზღვართან იყოს - სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, ან თუნდაც რუსეთი.
ჰიბრიდული ომების მკვლევარი, ექსპერტი დავით ძიძიშვილი აცხადებს, რომ ყველაზე ხშირად საზღვარს უკანონოდ საქართველო-თურქეთის და საქართველო-აზერბაიჯანის მონაკვეთებზე კვეთენ ხოლმე.
მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაშიც ყველაზე რეალური სწორედ სახმელეთო საზღვრის კვეთაა, საკითხავია სად და რამდენი დღის წინ...
იმედია სამართალდამცავები მალე ნათელს მოფენენ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში „სასწაულებრივად“ აღმოჩენის პერიპეტიებს, მანამდე კი გეტყვით, რომ 2020 წლის სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე სხვადასხვა ქვეყნის 92 მოქალაქე დააკავეს, აქედან 35 თურქეთის, 9 ინდოეთის, 4 ირანის, 4 პალესტინის, მაროკოს 1 და ალჟირის 1 მოქალაქე.
რა თქმა უნდა რაიმეს მტკიცება რთულია და ეს მხოლოდ ვარაუდებია, თუმცა ოფიციალური სტრუქტურები დიდი ალბათობით მალე გასცემენ კითხვას პასუხს, თუ როგორ მოახერხა ძებნილმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს საზღვრის გადაკვეთა.
მოამზადა დავით ქუთათელაძემ