https://sputnik-georgia.com/20211002/saakasvilma-cixidanwerili-gamoagzavna-260117291.html
მიყვარხართ, თქვენი ერთგული მ. სააკაშვილი: ექს-პრეზიდენტმა ციხიდან წერილი გამოაგზავნა
მიყვარხართ, თქვენი ერთგული მ. სააკაშვილი: ექს-პრეზიდენტმა ციხიდან წერილი გამოაგზავნა
Sputnik საქართველო
საქართველოს მესამე პრეზიდენტი გავრცელებულ წერილში მის მხარდამჭერებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რომ იაქტიურონ და მივიდნენ თვითმმართველობის არჩევნებზე. 02.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-02T10:10+0400
2021-10-02T10:10+0400
2021-10-02T10:11+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/08/251964961_0:0:3015:1697_1920x0_80_0_0_f4975d292bd58ac01a6d568cf49c16d0.jpg
თბილისი, 2 ოქტომბერი - Sputnik. ჩემი თავისუფლება და რაც ათასჯერ უფრო მნიშვნელოვანია, საქართველოს თავისუფლება მთლიანად დამოკიდებულია უახლოეს დღეებში თქვენს აქტიურობასა და ბრძოლისუნარიანობაზე, წერია მიხეილ სააკაშვილის წერილში, რომელსაც „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ავრცელებს.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. სააკაშვილი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.მიხეილ სააკაშვილი თავის წერილში კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მან საქართველოში ჩამოსვლამდე იცოდა, რომ დააკავებდნენ. მიუხედავად ამისა, საქართველოს ექს-პრეზიდენტი მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს მოგონილსა და ყალბს უწოდებს.ყოფილი პრეზიდენტი მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს თვითმმართველობის არჩევნებზე მისვლისკენ და აქტიურობისკენ. „ამაზეა დამოკიდებული საერთაშორისო მხარდაჭერა. გთხოვთ, არ შედრკეთ და ბოლომდე ვირწმუნოთ, რომ ჩვენი გამარჯვება ჩვენსავე ხელშია. მიყვარხართ, თქვენი ერთგული მ. სააკაშვილი“, - აღნიშნულია წერილში.1 ოქტომბრის დილით, ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე ბათუმში ჩაწერილი ვიდეო-მიმართვა გაარცელა და განაცხადა, რომ სამშობლოში დაბრუნდა. ხელისუფლებაში მთელი დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ეს ფეიკ-ინფორმაცია იყო და ექს-პრეზიდენტს საქართველოს საზღვარი ოფიციალურად არ გადმოუკვეთია.სააკაშვილმა 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოში ჩამოსვლა 27 სექტემბერს დააანონსა, რის დასტურადაც „კიევი–თბილისის“ ავიარეისის ბილეთის ჯავშნის ფოტო გამოაქვეყნა. მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა, თუმცა არაერთხელ დადო უკან დაბრუნების პირობა. ექს-პრეზიდენტზე შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული. 2015 წელს მას ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა და უკვე ექვსი წელია ის უკრაინის მოქალაქეა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/08/251964961_125:0:2856:2048_1920x0_80_0_0_1b9a67f8c7c6e06aa2c039e78a0d57a0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა, ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში
მიყვარხართ, თქვენი ერთგული მ. სააკაშვილი: ექს-პრეზიდენტმა ციხიდან წერილი გამოაგზავნა
10:10 02.10.2021 (განახლებულია: 10:11 02.10.2021) საქართველოს მესამე პრეზიდენტი გავრცელებულ წერილში მის მხარდამჭერებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რომ იაქტიურონ და მივიდნენ თვითმმართველობის არჩევნებზე.
თბილისი, 2 ოქტომბერი - Sputnik. ჩემი თავისუფლება და რაც ათასჯერ უფრო მნიშვნელოვანია, საქართველოს თავისუფლება მთლიანად დამოკიდებულია უახლოეს დღეებში თქვენს აქტიურობასა და ბრძოლისუნარიანობაზე, წერია მიხეილ სააკაშვილის წერილში, რომელსაც „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ავრცელებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. სააკაშვილი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.
მიხეილ სააკაშვილი თავის წერილში კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მან საქართველოში ჩამოსვლამდე იცოდა, რომ დააკავებდნენ. მიუხედავად ამისა, საქართველოს ექს-პრეზიდენტი მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს მოგონილსა და ყალბს უწოდებს.
„ჩემო ძვირფასო თანამებრძოლებო და ჩემო სათაყვანებელო ქართულო საზოგადოება, როდესაც ყველაფერი მივატოვე კიევში და აქ ჩამოვედი, ვიცოდი, რომ დიდი ალბათობით დამაკავებდნენ სრულად მოგონილი ყალბი განაჩენებით, რომლებიც თავის დროზე, მათ შორის პუტინის დაკვეთით გამომიტანეს. მსოფლიოს არცერთი ქვეყანა, რუსეთის გარდა, ამ განაჩენებს არ აღიარებს, მაგრამ მე მაინც ჩამოვედი, რადგან მჯერა ჩემი ქვეყნისა და თითოეული თქვენგანის!“ - წერს სააკაშვილი.
ყოფილი პრეზიდენტი მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს თვითმმართველობის არჩევნებზე მისვლისკენ და აქტიურობისკენ. „ამაზეა დამოკიდებული საერთაშორისო მხარდაჭერა. გთხოვთ, არ შედრკეთ და ბოლომდე ვირწმუნოთ, რომ ჩვენი გამარჯვება ჩვენსავე ხელშია. მიყვარხართ, თქვენი ერთგული მ. სააკაშვილი“, - აღნიშნულია წერილში.
1 ოქტომბრის დილით, ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე ბათუმში ჩაწერილი ვიდეო-მიმართვა გაარცელა და განაცხადა, რომ სამშობლოში დაბრუნდა. ხელისუფლებაში მთელი დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ეს ფეიკ-ინფორმაცია იყო და ექს-პრეზიდენტს საქართველოს საზღვარი ოფიციალურად არ გადმოუკვეთია.
სააკაშვილმა 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოში ჩამოსვლა 27 სექტემბერს დააანონსა, რის დასტურადაც „კიევი–თბილისის“ ავიარეისის ბილეთის ჯავშნის ფოტო გამოაქვეყნა. მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა, თუმცა არაერთხელ დადო უკან დაბრუნების პირობა. ექს-პრეზიდენტზე შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული. 2015 წელს მას ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა და უკვე ექვსი წელია ის უკრაინის მოქალაქეა.