„უკრაინის ხელისუფლებას სააკაშვილის ექსტრადირების მორალური უფლება არ აქვს“ - მამუკა არეშიძე

© REUTERS / Valentyn Ogirenkoმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 02.10.2021
გამოწერა
ექსკლუზივი
მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს, უკრაინის კონსულთან შეხვედრას ითხოვდა.
თბილისი, 2 ოქტომბერი - Sputnik. უკრაინას არ აქვს მორალური უფლება სააკაშვილის დაკავების გამო პროტესტი გამოთქვას, განუცხადა ექსპერტმა, მამუკა არეშიძემ „Sputnik საქართველოს“.
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 02.10.2021
სააკაშვილი საქართველოში, შესაძლოა თურქეთიდან მოხვედრილიყო - ექსპერტი
არეშიძის განცხადებით, დანაშაულებს, რომლებზეც სააკაშვილს ქართული სასამართლოს მიერ უკვე მისჯილი აქვს 6 წლიანი პატიმრობა, მათ შორის ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე საქართველოს ტერიტორიაზე და საქართველოს მოქალაქეობის დროს აქვს ჩადენილი, შესაბამისად უკრაინის მხარეს მისი ექსტრადირების იურიდიული საფუძველიც არ აქვს.
„კანონის უზენაესობა უნდა იყოს ქვეყანაში, მიხეილ სააკაშვილს ჩადენილი აქვს ის დანაშაული, რომელსაც მას ედავებიან და მე შემიძლია გითხრათ სრული პასუხისმგებლობით, რომ ამ დანაშაულების ნაწილი ჩემ თვალწინ ხდებოდა“, - აცხადებს არეშიძე.
არეშიძე არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებაზე დასავლელი პარტნიორებისგან ზეწოლა განხორციელდეს, რის შედეგადაც ხელისფლებას გარკვეულ კომპრომისებზე წასვლა მოუწევს და შედეგად სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადირება მოხდეს, მისი აზრით ეს ხელისუფლების მხრიდან სისუსტის გამოვლინება იქნება.
„შეიძლება ხელისუფლებაზე განხორციელდეს არნახული ზეწოლა დასავლეთისაგან და ხელისუფლება რაღაც დათმობაზე წავიდეს, მოხდეს (სააკაშვილის) ექსტრადირება, მე ვთვლი, რომ ეს იქნება სამართლებრივად არასწორი ნაბიჯი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან“, - განაცხადა არეშიძემ.
მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლებამ თავს უფლება მისცა, რომ სააკაშვილი, რომელსაც საქართველოში ძებნილის სტატუსი ჰქონდა დაენიშნა ხელისუფლებასთან ძალიან ახლო სტრუქტურის ხელმძღვანელად, შესაბამისად უკრაინის ხელისუფლებას მორალური უფლება სააკაშვილის უკრაინაში გადაყვანა მოითხოვოს, არ აქვს.
მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მან საზღვარი არალეგალურად გადმოკვეთა და საქართველოში უკრაინიდან ადგილობრივი არჩევნების წინ ჩამოვიდა, რომელიც დღეს, 2 ოქტომბერს იმართება. ექს-პრეზიდენტს სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული, აქედან ორ საქმეზე განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანეს, დანარჩენები კი სასამართლო წარმოებაშია.
მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა, თუმცა არაერთხელ დადო უკან დაბრუნების პირობა. ექს-პრეზიდენტზე შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული. 2015 წელს მას ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა და უკვე ექვსი წელია ის უკრაინის მოქალაქეა.
ყველა ახალი ამბავი
0