https://sputnik-georgia.com/20211002/mixeil-saakashvil-260134765.html
სააკაშვილი საქართველოში, შესაძლოა თურქეთიდან მოხვედრილიყო - ექსპერტი
სააკაშვილი საქართველოში, შესაძლოა თურქეთიდან მოხვედრილიყო - ექსპერტი
Sputnik საქართველო
მას შემდეგ რაც მიხეილ სააკაშვილი დააკავეს, კითხვა - როგორ მოხვდა ექს-პრეზიდენტი საქართველოში კვლავ პასუხგაუცემელია 02.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-02T16:02+0400
2021-10-02T16:02+0400
2021-10-02T16:26+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260128279_0:317:3076:2047_1920x0_80_0_0_a7e7ecf2c3d710a5c418756cd04f0a10.jpg
თბილისი, 2 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არალეგალურად სავარაუდოდ თურქეთიდან შემოვიდა, აცხადებს „სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრი კონტროლის, საქართველოს ცენტრის“ თავმჯდომარე ბესიკ ალადაშვილი „Sputnik საქართველოსთან“.ექსპერტის ვარაუდით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან თურქეთის რომელიმე ქალაქში ჩაფრინდა და საქართველოში სახმელეთო გზით გადმოვიდა. მისი თქმით, საქართველო-თურქეთის სახმელეთო საზღვირის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის გამო არაერთი ადამიანია დაკავებული რაც იმაზე მიუთითებს, რომ საზღვრის პერიმეტრი სრულად ვერ კონტროლდება და დიდი ალბათობით ამის შესახებ ცნობილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის იყო.რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის საქართველოში, სომხეთის ან აზერბაიჯანის მხრიდან მოხვედრას, ექსპერტის განცხადებით, ეს ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ამ ქვეყნებში მიხეილ სააკაშვილს სახეზე ბევრი ადამიანი ცნობს და მეტია გახმაურების რისკიც.„თუმცა ეს ყველაფერი ჯერ-ჯერობით მხოლოდ ვარაუდია და იმედი მაქვს, რომ დროთა განმავლოაბში ყველაფერი გაირკვევა“, - აღნიშნა ალადაშვილმა.მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მან საზღვარი არალეგალურად გადმოკვეთა და საქართველოში უკრაინიდან ადგილობრივი არჩევნების წინ ჩამოვიდა, რომელიც დღეს, 2 ოქტომბერს იმართება. ექს-პრეზიდენტს სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული, აქედან ორ საქმეზე განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანეს, დანარჩენები კი სასამართლო წარმოებაშია.მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა, თუმცა არაერთხელ დადო უკან დაბრუნების პირობა. ექს-პრეზიდენტზე შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული. 2015 წელს მას ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა და უკვე ექვსი წელია ის უკრაინის მოქალაქეა.
https://sputnik-georgia.com/20211002/ukrainis-sagareo-uwyeba-saakasvilis-mxardaweris-mzaobas-gamotqvams-260129256.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260128279_147:335:2430:2047_1920x0_80_0_0_7a86447b820fa7d6e15e2e90d83b6b11.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მიხეილ სააკაშვილი ბესიკ ალადაშვილი
მიხეილ სააკაშვილი ბესიკ ალადაშვილი
სააკაშვილი საქართველოში, შესაძლოა თურქეთიდან მოხვედრილიყო - ექსპერტი
16:02 02.10.2021 (განახლებულია: 16:26 02.10.2021) ექსკლუზივი
მას შემდეგ რაც მიხეილ სააკაშვილი დააკავეს, კითხვა - როგორ მოხვდა ექს-პრეზიდენტი საქართველოში კვლავ პასუხგაუცემელია
თბილისი, 2 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არალეგალურად სავარაუდოდ თურქეთიდან შემოვიდა, აცხადებს „სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრი კონტროლის, საქართველოს ცენტრის“ თავმჯდომარე ბესიკ ალადაშვილი „Sputnik საქართველოსთან“.
„საქართველოში მოხვედრა სამი გზით არის შესაძლებელი - საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი ლეგალურად არ გადმოუკვეთია, ჩემი ვარაუდით, ის საქართველოში შესაძლოა თურქეთის მხრიდან მოხვედრილიყო“, - განაცხადა ბესიკ ალადაშვილმა.
ექსპერტის ვარაუდით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან თურქეთის რომელიმე ქალაქში ჩაფრინდა და საქართველოში სახმელეთო გზით გადმოვიდა. მისი თქმით, საქართველო-თურქეთის სახმელეთო საზღვირის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის გამო არაერთი ადამიანია დაკავებული რაც იმაზე მიუთითებს, რომ საზღვრის პერიმეტრი სრულად ვერ კონტროლდება და დიდი ალბათობით ამის შესახებ ცნობილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის იყო.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის საქართველოში, სომხეთის ან აზერბაიჯანის მხრიდან მოხვედრას, ექსპერტის განცხადებით, ეს ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ამ ქვეყნებში მიხეილ სააკაშვილს სახეზე ბევრი ადამიანი ცნობს და მეტია გახმაურების რისკიც.
„თუმცა ეს ყველაფერი ჯერ-ჯერობით მხოლოდ ვარაუდია და იმედი მაქვს, რომ დროთა განმავლოაბში ყველაფერი გაირკვევა“, - აღნიშნა ალადაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მან საზღვარი არალეგალურად გადმოკვეთა და საქართველოში უკრაინიდან ადგილობრივი არჩევნების წინ ჩამოვიდა, რომელიც დღეს, 2 ოქტომბერს იმართება. ექს-პრეზიდენტს სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული, აქედან ორ საქმეზე განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანეს, დანარჩენები კი სასამართლო წარმოებაშია.
მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა, თუმცა არაერთხელ დადო უკან დაბრუნების პირობა. ექს-პრეზიდენტზე შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული. 2015 წელს მას ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა და უკვე ექვსი წელია ის უკრაინის მოქალაქეა.