https://sputnik-georgia.com/20210922/namaxvanhesi-ar-iqneba-turqulma-kompania-kontraqti-gawyvita-259805423.html
„ნამახვანჰესი“ არ იქნება? – თურქულმა კომპანიამ საქართველოსთან კონტრაქტი გაწყვიტა
„ნამახვანჰესი“ არ იქნება? – თურქულმა კომპანიამ საქართველოსთან კონტრაქტი გაწყვიტა
Sputnik საქართველო
შეთანხმების გაწყვეტის მიზეზი კონტრაქტის პირობების დარღვევაა. 22.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-22T16:46+0400
2021-09-22T16:46+0400
2021-09-22T20:27+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველოს ენერგეტიკა
თურქეთი
ვნებათაღელვა „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/19/251831797_0:134:1280:854_1920x0_80_0_0_204b9c2a607ee011308327aa7ad12e6c.jpg
თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. თურქულმა კომპანია ENKA Renewables-მა საქართველოს მთავრობასთან „ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობის შესახებ კონტრაქტი გაწყვიტა, ნათქვამია ENKA İNSAAT-ის განცხადებაში.განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეთანხმების გაწყვეტის მიზეზი კონტრაქტის პირობების და გარემოებების დარღვევაა.პროექტის ღირებულება 800 მლნ დოლარს შეადგენდა.საზოგადოებრივი პროტესტი „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ იმერეთის რეგიონში ათ თვეზე მეტია გრძელდება. ჰესის მოწინააღმდეგეები ამტკიცებენ, პროექტი გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს რეგიონის ეკოლოგიას. ისინი კომპანია ENKA-სთან კონტრაქტის გაწყვეტას მოითხოვდნენ.საქართველოს მთავრობამ 2019 წელს „ნამახვანჰესის“ კასკადის მშენებლობის, ფლობისა და ექსპლუატაციის უფლება ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, მშენებელ კომპანიად თურქული ENKA მოიწვია. საინჟინრო ნაგებობის აგება ორი მუნიციპალიტეტის – ცაგერისა და წყალტუბოს ტერიტორიაზე იგეგმებოდა.„ნამახვანჰესის“ პროექტი ორი ჰესის კასკადისგან შედგება: ერთის ფართობი 1 კვ.კმ-ია, მეორის – 5,1 კვ.კმ. კასკადის მეშვეობით დარეგულირდება წყლის დონე, რათა ხეობაში თავიდან იქნეს აცილებული წყალდიდობა.პროექტი დასრულების შემდეგ საქართველოში ელექტროენერგიის წლიური წარმოების 15%-ით გაზრდას ითვალისწინებდა. წაიკითხეთ ასევე:
https://sputnik-georgia.com/20210611/Turnava-namaxvanhesze-vfiqrob-mivaRwevT-SeTanxmebas-251998514.html
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/19/251831797_96:95:1108:854_1920x0_80_0_0_fcc73aa1ea8a0f1a78170af515c0640d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველოს ენერგეტიკა, თურქეთი , ვნებათაღელვა „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველოს ენერგეტიკა, თურქეთი , ვნებათაღელვა „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით
„ნამახვანჰესი“ არ იქნება? – თურქულმა კომპანიამ საქართველოსთან კონტრაქტი გაწყვიტა
16:46 22.09.2021 (განახლებულია: 20:27 22.09.2021) შეთანხმების გაწყვეტის მიზეზი კონტრაქტის პირობების დარღვევაა.
თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. თურქულმა კომპანია ENKA Renewables-მა საქართველოს მთავრობასთან „ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობის შესახებ კონტრაქტი გაწყვიტა, ნათქვამია ENKA İNSAAT-ის განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეთანხმების გაწყვეტის მიზეზი კონტრაქტის პირობების და გარემოებების დარღვევაა.
„ENKA İNSAAT აცხადებს, რომ მისმა შვილობილმა კომპანია Enka Renewables-მა გადაწყვიტა გაწყვიტოს კონტრაქტი საქართველოს სახელმწიფოსთან ნამახვანის კაშხლის პროექტის შემუშავების, მშენებლობის, ფლობისა და ექსპლუატაციის თაობაზე, რაც უკავშირდება კონტრაქტის ხანგრძლივ დარღვევებს 2019 წლის 25 აპრილიდან და ფორსმაჟორულ სიტუაციებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
პროექტის ღირებულება 800 მლნ დოლარს შეადგენდა.
საზოგადოებრივი პროტესტი „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ იმერეთის რეგიონში ათ თვეზე მეტია გრძელდება. ჰესის მოწინააღმდეგეები ამტკიცებენ, პროექტი გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს რეგიონის ეკოლოგიას. ისინი კომპანია ENKA-სთან კონტრაქტის გაწყვეტას მოითხოვდნენ.
საქართველოს მთავრობამ 2019 წელს „ნამახვანჰესის“ კასკადის მშენებლობის, ფლობისა და ექსპლუატაციის უფლება ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, მშენებელ კომპანიად თურქული ENKA მოიწვია. საინჟინრო ნაგებობის აგება ორი მუნიციპალიტეტის – ცაგერისა და წყალტუბოს ტერიტორიაზე იგეგმებოდა.
„ნამახვანჰესის“ პროექტი ორი ჰესის კასკადისგან შედგება: ერთის ფართობი 1 კვ.კმ-ია, მეორის – 5,1 კვ.კმ. კასკადის მეშვეობით დარეგულირდება წყლის დონე, რათა ხეობაში თავიდან იქნეს აცილებული წყალდიდობა.
პროექტი დასრულების შემდეგ საქართველოში ელექტროენერგიის წლიური წარმოების 15%-ით გაზრდას ითვალისწინებდა.