https://sputnik-georgia.com/20210909/namaxvanhesis-mseneblobis-kontraqts-saertasoriso-iuridiuli-kompania-cms-seiswavlis-259480491.html
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის კონტრაქტს საერთაშორისო იურიდიული კომპანია CMS შეისწავლის
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის კონტრაქტს საერთაშორისო იურიდიული კომპანია CMS შეისწავლის
Sputnik საქართველო
კომპანიას მონაწილეობა აქვს მიღებული ენერგეტიკულ პროექტებში, რომლებიც მეზობელ ქვეყნებში – აზერბაიჯანსა და რუსეთში ხორციელდება. 09.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-09T22:16+0400
2021-09-09T22:16+0400
2021-09-09T23:22+0400
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ენერგეტიკა
ვნებათაღელვა „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1b/251586729_0:322:3067:2047_1920x0_80_0_0_5a4ac4fd3847c399034d75ca2a1a006f.jpg
თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik. საერთაშორისო იურიდიული კომპანია CMS Cameron McKenna Nabarro Olswang LLP „ნამახვანჰესის“ მშენებლობის, ფლობისა და ექსპლუატაციის შესახებ სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობას შეისწავლის. ამის შესახებ „პირველ არხს“ იუსტიციის სამინისტროში აცნობეს.გასულ და მიმდინარე წელს ქუთაისში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ გამართული მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციამ ჰესის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტები გამოაქვეყნა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის სამინისტროს კომპანია ENKA-სთან გაფორმებული კონტრაქტის შესწავლა დაავალა. თავის მხრივ, იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერი უცხოური იურიდიული კომპანიის შესარჩევად, რომელიც „ნამახვანჰესის“ მშენებლობის პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობას შეისწავლის.როგორც უწყებაში განმარტეს, ინტერესთა გამოხატვაში მონაწილე საერთაშორისო იურიდიულმა კომპანიებმა სრულად დააკმაყოფილეს შეთავაზების პირობების შესაბამისად წარდგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნები. არჩევანი გაკეთდა კომპანია CMS Cameron McKenna Nabarro Olswang LLP-ის სასარგებლოდ, რომელმაც მნიშვნელოვნად დაბალი ფასი შესთავაზა.კომპანია CMS Cameron McKenna Nabarro Olswang LLP – საერთაშორისო იურიდიული ფირმაა, რომელსაც ჰყავს 1100 პარტნიორი და 5 ათასამდე იურისტი. უშუალოდ ენერგეტიკული მიმართულებით იგი აერთიანებს 400-ზე მეტ გამოცდილ და კვალიფიციურ იურისტს. კომპანიას მონაწილეობა აქვს მიღებული ენერგეტიკულ პროექტებში, რომლებიც მეზობელ ქვეყნებში – აზერბაიჯანსა და რუსეთში ხორციელდება.„ამ ეტაპზე „ნამახვანჰესის“ კასკადის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ ხელშეკრულების შესწავლასთან დაკავშირებულ სამუშაოებს ასრულებს კომპანია CMS-ის ლონდონის ოფისის გუნდი, რომლებსაც მოცემულ სფეროში მდიდარი გამოცდილება აქვთ“, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა პროტესტი ცხრა თვეზე მეტია გრძელდება. ქუთაისში ჩატარებული რიგი მასშტაბური საპროტესტო აქციების შემდეგ „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები რეგიონებიდან 23 მაისს თბილისში შეიკრიბნენ. მათ მთავრობას ულტიმატუმი წაუყენეს, მოითხოვეს ეკონომიკის მინისტრის გადადგომა და ჰესის მშენებელ თურქულ კომპანია ENKA-სთან კონტრაქტის გაწყვეტა, წინააღმდეგ შემთხვევაში „ქალაქის პარალიზება“ დააანონსეს. მას შემდეგ, რაც მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, აქტივისტები რიონის ხეობაში დაბრუნდნენ, სადაც პროტესტი ამ დრომდე გრძელდება.მომიტინგეები მოითხოვენ მთავრობასა და კომპანია ENKA-ს შორის „ნამახვანჰესის“ მშენებლობის შესახებ შეთანხმების გაუქმებას, მთავრობის დადგენილების გაუქმებას ამ კომპანიისთვის მიწების ხანგრძლივი ვადით გადაცემის შესახებ, ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას გადადგომას, ასევე ქვეყნის ენერგოსექტორში მიმდინარე პროექტებზე დროებითი მორატორიუმის გამოცხადებას.მასობრივი საპროტესტო აქციების პასუხად მთავრობა იძულებული გახდა დათმობებზე წასულიყო და რიონზე ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის მშენებლობაზე 9-დან 12 თვემდე ვადით მორატორიუმი გამოაცხადა, ხოლო საკითხის გადაჭრის საკითხში საერთაშორისო შუამავლების ჩართვის პირობა დადო.საქართველოს მთავრობამ „ნამახვანჰესის" პროექტის შემუშავების, მშენებლობის, მფლობელობისა და მისი კასკადის ექსპლუატაციის უფლება 2019 წელს ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, მშენებარე კომპანიად თურქული Enka მოიწვია. საინჟინრო ნაგებობა ერთბაშად ორი მუნიციპალიტეტის – ცაგერისა და წყალტუბოს ტერიტორიებს დაიკავებს.„ნამახვანჰესის" კასკადი ორი ჰესისგან შედგება: ერთი კაშხლის ფართობია 1 კვადრატული კილომეტრი, მეორე კაშხლის ფართობი – 5,1 კვადრატული კილომეტრი. „ნამახვანჰესის" კასკადმა მდინარე რიონზე უნდა დააკავშიროს ორი ჰიდროელექტროსადგური – 333 მგვტ სიმძლავრის „ქვემო ნამახვანი" და 100 მგვტ სიმძლავრის „ზემო ნამახვანი". ამავე დროს, კაშხლისა და რაბის დახმარებით მოხდება წყლის დონის რეგულირება, რათა ხეობა არ დაიტბოროს.პროექტის განხორციელებამ საქართველოს ყოველწლიურად მოხმარებული ელექტროენერგიის 15% უნდა მოუტანოს. კასკადის მშენებლობაში 830 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.
https://sputnik-georgia.com/20210907/namaxvanhesis-proeqtze-mediacia-grzeldeba-259368500.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1b/251586729_232:276:2593:2047_1920x0_80_0_0_399482c8c6301f84da90ec81a6e7387d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ენერგეტიკა, ვნებათაღელვა „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით
ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ენერგეტიკა, ვნებათაღელვა „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის კონტრაქტს საერთაშორისო იურიდიული კომპანია CMS შეისწავლის
22:16 09.09.2021 (განახლებულია: 23:22 09.09.2021) კომპანიას მონაწილეობა აქვს მიღებული ენერგეტიკულ პროექტებში, რომლებიც მეზობელ ქვეყნებში – აზერბაიჯანსა და რუსეთში ხორციელდება.
თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik. საერთაშორისო იურიდიული კომპანია CMS Cameron McKenna Nabarro Olswang LLP „ნამახვანჰესის“ მშენებლობის, ფლობისა და ექსპლუატაციის შესახებ სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობას შეისწავლის. ამის შესახებ
„პირველ არხს“ იუსტიციის სამინისტროში აცნობეს.
გასულ და მიმდინარე წელს ქუთაისში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ გამართული მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციამ ჰესის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტები გამოაქვეყნა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის სამინისტროს კომპანია ENKA-სთან გაფორმებული კონტრაქტის შესწავლა დაავალა. თავის მხრივ, იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერი უცხოური იურიდიული კომპანიის შესარჩევად, რომელიც „ნამახვანჰესის“ მშენებლობის პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობას შეისწავლის.
როგორც უწყებაში განმარტეს, ინტერესთა გამოხატვაში მონაწილე საერთაშორისო იურიდიულმა კომპანიებმა სრულად დააკმაყოფილეს შეთავაზების პირობების შესაბამისად წარდგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნები. არჩევანი გაკეთდა კომპანია CMS Cameron McKenna Nabarro Olswang LLP-ის სასარგებლოდ, რომელმაც მნიშვნელოვნად დაბალი ფასი შესთავაზა.
„უნდა აღინიშნოს, რომ CMS დასახელებულია როგორც საუკეთესო კომპანია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში Projects & Energy მიმართულებით. კომპანია 30 წელზე მეტია კონსულტაციას უწევს როგორც ბიზნესის, ისე სამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ჩართულია სხვადასხვა სამართლებრივი საკითხების მოგვარებაში. იგი 2021 წელს დასახელებულ იქნა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წლის ფირმად (CEE Law Firm of the Year)“, – განაცხადეს იუსტიციის სამინისტროში.
კომპანია CMS Cameron McKenna Nabarro Olswang LLP – საერთაშორისო იურიდიული ფირმაა, რომელსაც ჰყავს 1100 პარტნიორი და 5 ათასამდე იურისტი. უშუალოდ ენერგეტიკული მიმართულებით იგი აერთიანებს 400-ზე მეტ გამოცდილ და კვალიფიციურ იურისტს. კომპანიას მონაწილეობა აქვს მიღებული ენერგეტიკულ პროექტებში, რომლებიც მეზობელ ქვეყნებში – აზერბაიჯანსა და რუსეთში ხორციელდება.
„ამ ეტაპზე „ნამახვანჰესის“ კასკადის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ ხელშეკრულების შესწავლასთან დაკავშირებულ სამუშაოებს ასრულებს კომპანია CMS-ის ლონდონის ოფისის გუნდი, რომლებსაც მოცემულ სფეროში მდიდარი გამოცდილება აქვთ“, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.
რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა პროტესტი ცხრა თვეზე მეტია გრძელდება. ქუთაისში ჩატარებული რიგი მასშტაბური საპროტესტო აქციების შემდეგ „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები რეგიონებიდან 23 მაისს თბილისში შეიკრიბნენ. მათ მთავრობას ულტიმატუმი წაუყენეს, მოითხოვეს ეკონომიკის მინისტრის გადადგომა და ჰესის მშენებელ თურქულ კომპანია ENKA-სთან კონტრაქტის გაწყვეტა, წინააღმდეგ შემთხვევაში „ქალაქის პარალიზება“ დააანონსეს. მას შემდეგ, რაც მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, აქტივისტები რიონის ხეობაში დაბრუნდნენ, სადაც პროტესტი ამ დრომდე გრძელდება.
მომიტინგეები მოითხოვენ მთავრობასა და კომპანია ENKA-ს შორის „ნამახვანჰესის“ მშენებლობის შესახებ შეთანხმების გაუქმებას, მთავრობის დადგენილების გაუქმებას ამ კომპანიისთვის მიწების ხანგრძლივი ვადით გადაცემის შესახებ, ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას გადადგომას, ასევე ქვეყნის ენერგოსექტორში მიმდინარე პროექტებზე დროებითი მორატორიუმის გამოცხადებას.
მასობრივი საპროტესტო აქციების პასუხად მთავრობა იძულებული გახდა დათმობებზე წასულიყო და რიონზე ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის მშენებლობაზე 9-დან 12 თვემდე ვადით მორატორიუმი გამოაცხადა, ხოლო საკითხის გადაჭრის საკითხში საერთაშორისო შუამავლების ჩართვის პირობა დადო.
საქართველოს მთავრობამ „ნამახვანჰესის" პროექტის შემუშავების, მშენებლობის, მფლობელობისა და მისი კასკადის ექსპლუატაციის უფლება 2019 წელს ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, მშენებარე კომპანიად თურქული Enka მოიწვია. საინჟინრო ნაგებობა ერთბაშად ორი მუნიციპალიტეტის – ცაგერისა და წყალტუბოს ტერიტორიებს დაიკავებს.
„ნამახვანჰესის" კასკადი ორი ჰესისგან შედგება: ერთი კაშხლის ფართობია 1 კვადრატული კილომეტრი, მეორე კაშხლის ფართობი – 5,1 კვადრატული კილომეტრი. „ნამახვანჰესის" კასკადმა მდინარე რიონზე უნდა დააკავშიროს ორი ჰიდროელექტროსადგური – 333 მგვტ სიმძლავრის „ქვემო ნამახვანი" და 100 მგვტ სიმძლავრის „ზემო ნამახვანი". ამავე დროს, კაშხლისა და რაბის დახმარებით მოხდება წყლის დონის რეგულირება, რათა ხეობა არ დაიტბოროს.
პროექტის განხორციელებამ საქართველოს ყოველწლიურად მოხმარებული ელექტროენერგიის 15% უნდა მოუტანოს. კასკადის მშენებლობაში 830 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.