https://sputnik-georgia.com/20210726/sportuli-mimoxilva-252419740.html
ოლიმპიადის მსაჯები ქართველების წინააღმდეგ და აჟიოტაჟი ხვიჩა კვარაცხელიას გარშემო
ოლიმპიადის მსაჯები ქართველების წინააღმდეგ და აჟიოტაჟი ხვიჩა კვარაცხელიას გარშემო
Sputnik საქართველო
პირველი ქართული მედალი ოლიმპიადაზე ვაჟა მარგველაშვილმა მოიპოვა. რაც შეეხება კვარაცხელიას, ის შესაძლოა მეორე ქართველი გახდეს, რომელიც დიდი მილანური ოჯახის წევრი... 26.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-26T08:54+0400
2021-07-26T08:54+0400
2021-07-26T17:40+0400
მიმოხილვები
ანალიტიკა
ავტორები
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/19/252417452_0:75:1440:889_1920x0_80_0_0_db5f8f2cf7de86ca429993a8eee410fb.jpg
ოლიმპიადა ქართველებისთვის 24 ივლისს ნიკოლოზ ბასილაშვილისა და ლუხუმ ჩხვიმიანის გამოსვლებით დაიწყო.ჩოგბურთიქართველმა ჩოგბურთელმა პირველი ოლიმპიური შეხვედრა ესპანელი მეტოქის კარბალეს ბაენას წინააღმდეგ გამართა და შეხვედრა ორ სეტში მარტივად მოიგო.ნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზი პირველ სეტში შესანიშნავადს გამოიყურებოდა. ქართველმა ბაენას ჩაწოდება ორჯერ მოიგო და სეტი გამარჯვებამდე მარტივად მიიყვანა (6:3). ქართველი ჩოგბურთელის უპირატესობა მეორე სეტშიც შესამჩნევი იყო. ბასილაშვილმა ესპანელს პირველივე მოწოდება წაართვა, 4:2-ზე ქართველმა მოწინააღმდეგეს გეიმი კიდევ ერთხელ გამოგლიჯა ხელიდან და საბოლოო ანგარიში 6:3, 6:2 დააფიქსირა.ნიკოლოზის მომდევნო მეტოქე იტალიელი ლორენცო სონეგო იქნება, რომელმაც იაპონელ ტარო დანიელთან სამ სეტში ურთულესი დაპირისპირება მოიგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა.ძიუდოპირველი ქართველი ძიუდოისტი, რომელიც იაპონიაში მიმდინარე ოლიმპიური თამაშების ტატამზე ვიხილეთ 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლუხუმ ჩხვიმიანი იყო. მესტიელმა ძიუდოისტმა წილისყრის შედეგად პირველ წრე გამოტივა, შესაბამისად ქართველი ძიუდოისტი ოლიმპიადაზე მეორე ეტაპიდან ჩაერთო, სადაც აზერბაიჯანელ კარამატ ჰუსეინოვს შეხვდა. ჩვენებურმა ჰუსეინოვთან სუფთა გამარჯვება, შებოჭვის ხარჯზე იზეიმა და ტურნირის ფავორიტ იაპონელ ტაკატოზე გავიდა.ტაკატოსთან დაპირისპირება მისთვის ძალიან ხანგრძლივი და რთული გამოდგა. დაპირისპირება დამატებით დროში გადავიდა, სადაც მსაჯებმა საეჭვო გადაწყვეტილება მიიღს და გამარჯვება ტაკატოს მიანიჭეს. აღსანიშნავია, რომ ჩხვიმიანს ორი გაფრთხილება ჰქონდა დაგროვებული და დამატებითი დროის მეოთხე წუთზე არბიტრმა ის კიდევ ერთხელ გააფრთხილა. შედეგად ლუხუმი რეპეშაჟში გადაერთო. ქართველ ძიუდოისტს მორიგი დაპირისპირება სამხრეთ კორეელ კიმ ვონთან მოუწია. ორთაბრძოლა მსგავსად წინა შემთხვევისა აქაც დამატებით დროში გადავიდა. საბოლოოდ აზიელმა ლუხუმის უყურადღებობით ისარგებლა და მატჩი იპონით დაასრულა.66 კილოგრამ წონით კატეგორიაში თავი კარგად წარმოაჩინა ვაჟა მარგველაშვილმა. ის პირველ წრეში ლუხუმის მსგავსად თავისუფალი იყო. მერვედფინალურ ეტაპზე კი ვაჟამ რუსი სპორტსმენი იაკუბ შამილოვი ვაზარით დაამარცხა, შემდეგ ისრაელის წარმომადგენელ ბარუხ შმაილოვთან იმარჯვა. რაც შეეხება ნახევარფინალს, ქართველმა ძუდოისტმა სამხრეთკორეელი ან ბაული დაამარცხა და პირველი ქართული მედალიც გაინაღდა.ფინალურ ეტაპზე ვაჟამ დაწყებული საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა. ქართველ ძიუდოისტს უძლიერეს ჰიფუმი აბესთან მოუწია დაპირისპირება. შეიძლება ითქვას, შეხვედრის დიდი ნაწილი მარგველაშვილის კარნახით წარიმართა, რადგან იაპონელი მეტოქე ერთადერთი მოპოვებული ვაზარის შენარჩუნებას ცდილობდა. აზიელმა სპორტსმენმა საბოლოოდ დასახულს მიაღწია და საკუთარ ქვეყანას ოლიმპიური ოქრო აჩუქა. აღსანიშნავია, რომ ოქროს მედლის მფლობელი გახდა ჰიფუმი აბეს და, უტა აბეც, რომელმაც გამარჯვება ფინალურ ეტაპზე ფრანგ ბუშართან მოიპოვა. სწორედ ბუშართან დაპირისპირების დროს გამოეთიშა კიდევ ერთი ქართველი ძიუდოისტი ასპარეზობას. ტატიანა ლევიცკა-შუკვანმა (52 კგ) პირველი მოგებული ორთაბრძოლის შემდეგ ფრანგთან შეხვედრაში ფეხი იტკინა და ტატამი დამხმარე პირების საშუალებით დატოვა.ხმლით ფარიკაობაქართველ ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძეს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ტრიუმფამდე ძალიან ცოტა დააკლდა. სანდრომ საწყის ეტაპზე ორი ეგვიპტელი სპორტსმენის - მოჰაბ სამერის და ზიად ელსისის დამარცხების შემდეგ მეოთხედფინალურ ეტაპზე მსოფლიოს პირველი მოფარიკავე სამხრეთ კორეელი სანგუკ ოჰიც დაამარცხა.სანდროს ყველაფერი ჰქონდა იმისთვის, რომ მინიმუმ ფინალში ეასპარეზა, თუმცა მანამდე უნგრელი არონ სილაგისა და მსაჯების ბარიერი უნდა გადაელახა. უნგრელმა სპორტსმენმა არბიტრების დახმარებით დიდი გაჭირვებით, მაგრამ მაინც შეძლო სანდროს დამარცხება. ყველაზე მეტად ბაზაძეზე ორთაბრძოლის მიწურულს მსაჯების მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ იმოქმედა. მაშინ, როდესაც ანგარიში 13:13 იყო, სანდრომ ქულა მოიპოვა და გამარჯვებამდე ერთი ნაბიჯი აკლდა, თუმცა მსაჯებმა ქულა უნგრელს მიანიჭეს. საბოლოოდ შეხვედრა უნგრელის სასარგებლოდ 15:13 დასრულდა და სანდრომ ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში გადაინაცვლა.„დაინახეს, რომ ერთი თავით მაღლა ვიდექი ყველაზე, ის ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი იყო და ვერაფერი მომიხერხა. მთავარი ქულა, რომელმაც ბრძოლა გარდატეხა, 13:13-ზე იყო, მსაჯმა ამ ეპიზოდს სასწაულად უაზრო გარჩევა მისცა“, – ასე გამოეხმაურა თავად სანდრო ბაზაძე სილაგისთან მარცხს.მისი თქმით, შეხვედრის შემდეგ უნგრელმა სპორტსმენმა სანდროსთან საუბარში თავადვე აღიარა, რომ მსაჯებმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს და ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის შანსი არ მისცეს. მოგვიანებით სანდრომ ოლიმპიურ კომიტეტს განუცხადა, რომ არბიტრების აღნიშნულ გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებს.უნდა აღინიშნოს, რომ მესამე ადგილისთვის გამართულ შეხვედრაში ქართველი ემოციურად საკმაოდ დაღლილი იყო და სამხრეთკორეელ კიმ ჯონ ხვანთან (Kim Jung-hwan) დამარცხდა.ლეგენდარული ნინო სალუქვაძის წარუმატებელი ოლიმპიადაქართველმა მსროლელმა ნინო სალუქვაძემ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, სამწუხაროდ, 10 მეტრიდან პნევმატური პისტოლეტით სროლაში კვალიფიკაცია ვერ გაიარა. საუკეთესო რვა მსროლელის გამოსავლენად საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდა, სადაც მსროლელებს ექვსი სერია ჰქონდათ 10-10 გასროლით, სადაც სალუქვაძემ ჯამში 567 ქულა დააგროვა და პირველ ადგილოსან ჩინელ სპორტსმენს 20 ქულით ჩამორჩა.მან კვალიფიკაციაში 53 სპორტსმენს შორის 31-ე ადგილი დაიკავა და ამ სახეობას გამოეთიშა. ლეგენდარული სპორტსმენი წარმატების მიღწევას კიდევ ერთხელ 29 ივლისს შეეცდება 25 მეტრიდან სპორტული პისტოლეტით სროლაში.ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით ასევე მონაწილეობა მიიღეს მოკრივემ ესკერხან მადიევმა და მოცურავე ირაკლი რევიშვილმა. რევიშვილი ასპარეზობას პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა – მან კვალიფიკაცია ვერ გაიარა. რაც შეეხება მადიევს, მან პირველი ბრძოლა აზერბაიჯანელ სპორტსმენთან მოიგო და წინსვლას აგრძელებს.„მილანმა“ კვარაცხელიასთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა? უცხოურ მედიაში საინტერესო ინფორმაცია გავრცელდაახალი ამბავი ნამდვილად არ არის, რომ ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს ხვიჩა კვარაცხელიას მსურველთა რიგი უდგას, თუმცა შესაძლოა ის ახლა რეალურ ტრანსფერთან ახლოს იყოს.როგორც Metaratings იუწყება, იტალიურმა გრანდმა 20 წლის ქართველ ფეხბურთელთან კონტრაქტი უკვე შეათანხმა. აღნიშნულს ქართულ და უცხოურ მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ისიც აქტიურად იწერება, რომ ტრანსფერში დიდი როლი შესაძლოა „მილანის“ ყოფილმა ფეხბურთელმა და ამჟამად თბილისის მერმა კახა კალაძემ ითამაშოს. სხვა დეტალებთან დაკავშირებით დაზუსტებული ინფორმაცია ამ დროისათვის არ ვრცელდება, თუმცა სავარაუდოა, რომ უახლოეს დღეებში ყველაფერი ნათელი გახდება.
https://sputnik-georgia.com/20210725/saqarTvelos-nakrebis-meore-dRe-tokios-olimpiadaze-Sedegebi-252418972.html
https://sputnik-georgia.com/20210725/qarTvel-Ziudoists-oqromde-cota-daaklda-margvelaSvili-vercxlis-prizioria-252417546.html
https://sputnik-georgia.com/20210725/tatiana-levicka-Sukvanma-olimliada-travmis-gamo-naadrevad-daasrula-252417434.html
https://sputnik-georgia.com/20210725/ar-vici-ra-Tqva-yvelafers-kadruloben-bazaZe-msajebis-gadawyvetilebas-gaasaCivrebs-252417048.html
https://sputnik-georgia.com/20210725/nino-saluqvaZe-olimpiadas-gamoeTiSa-252416973.html
https://sputnik-georgia.com/20210724/saqarTvelos-olimpiur-nakrebs-tokioSi-koronavirusis-gamo-mocurave-mariam-imnaZe-gamoeTiSa-252415848.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
ერეკლე ხიტალიშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0b/249999089_0:0:1365:1365_100x100_80_0_0_a98cd6bfe3fad9c6dc2d395689a4af26.jpg
ერეკლე ხიტალიშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0b/249999089_0:0:1365:1365_100x100_80_0_0_a98cd6bfe3fad9c6dc2d395689a4af26.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/19/252417452_0:29:1440:935_1920x0_80_0_0_8dba05335422b966228391c360c4cc98.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ერეკლე ხიტალიშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0b/249999089_0:0:1365:1365_100x100_80_0_0_a98cd6bfe3fad9c6dc2d395689a4af26.jpg
მიმოხილვები, ანალიტიკა, ავტორები, სპორტი
მიმოხილვები, ანალიტიკა, ავტორები, სპორტი
ოლიმპიადის მსაჯები ქართველების წინააღმდეგ და აჟიოტაჟი ხვიჩა კვარაცხელიას გარშემო
08:54 26.07.2021 (განახლებულია: 17:40 26.07.2021) პირველი ქართული მედალი ოლიმპიადაზე ვაჟა მარგველაშვილმა მოიპოვა. რაც შეეხება კვარაცხელიას, ის შესაძლოა მეორე ქართველი გახდეს, რომელიც დიდი მილანური ოჯახის წევრი გახდება.
ოლიმპიადა ქართველებისთვის 24 ივლისს ნიკოლოზ ბასილაშვილისა და ლუხუმ ჩხვიმიანის გამოსვლებით დაიწყო.
ქართველმა ჩოგბურთელმა პირველი ოლიმპიური შეხვედრა ესპანელი მეტოქის კარბალეს ბაენას წინააღმდეგ გამართა და შეხვედრა ორ სეტში მარტივად მოიგო.
ნიკოლოზი პირველ სეტში შესანიშნავადს გამოიყურებოდა. ქართველმა ბაენას ჩაწოდება ორჯერ მოიგო და სეტი გამარჯვებამდე მარტივად მიიყვანა (6:3). ქართველი ჩოგბურთელის უპირატესობა მეორე სეტშიც შესამჩნევი იყო. ბასილაშვილმა ესპანელს პირველივე მოწოდება წაართვა, 4:2-ზე ქართველმა მოწინააღმდეგეს გეიმი კიდევ ერთხელ გამოგლიჯა ხელიდან და საბოლოო ანგარიში 6:3, 6:2 დააფიქსირა.
ნიკოლოზის მომდევნო მეტოქე იტალიელი ლორენცო სონეგო იქნება, რომელმაც იაპონელ ტარო დანიელთან სამ სეტში ურთულესი დაპირისპირება მოიგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
პირველი ქართველი ძიუდოისტი, რომელიც იაპონიაში მიმდინარე ოლიმპიური თამაშების ტატამზე ვიხილეთ 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლუხუმ ჩხვიმიანი იყო. მესტიელმა ძიუდოისტმა წილისყრის შედეგად პირველ წრე გამოტივა, შესაბამისად ქართველი ძიუდოისტი ოლიმპიადაზე მეორე ეტაპიდან ჩაერთო, სადაც აზერბაიჯანელ კარამატ ჰუსეინოვს შეხვდა. ჩვენებურმა ჰუსეინოვთან სუფთა გამარჯვება, შებოჭვის ხარჯზე იზეიმა და ტურნირის ფავორიტ იაპონელ ტაკატოზე გავიდა.
ტაკატოსთან დაპირისპირება მისთვის ძალიან ხანგრძლივი და რთული გამოდგა. დაპირისპირება დამატებით დროში გადავიდა, სადაც მსაჯებმა საეჭვო გადაწყვეტილება მიიღს და გამარჯვება ტაკატოს მიანიჭეს. აღსანიშნავია, რომ ჩხვიმიანს ორი გაფრთხილება ჰქონდა დაგროვებული და დამატებითი დროის მეოთხე წუთზე არბიტრმა ის კიდევ ერთხელ გააფრთხილა. შედეგად ლუხუმი რეპეშაჟში გადაერთო. ქართველ ძიუდოისტს მორიგი დაპირისპირება სამხრეთ კორეელ კიმ ვონთან მოუწია. ორთაბრძოლა მსგავსად წინა შემთხვევისა აქაც დამატებით დროში გადავიდა. საბოლოოდ აზიელმა ლუხუმის უყურადღებობით ისარგებლა და მატჩი იპონით დაასრულა.
66 კილოგრამ წონით კატეგორიაში თავი კარგად წარმოაჩინა ვაჟა მარგველაშვილმა. ის პირველ წრეში ლუხუმის მსგავსად თავისუფალი იყო. მერვედფინალურ ეტაპზე კი ვაჟამ რუსი სპორტსმენი იაკუბ შამილოვი ვაზარით დაამარცხა, შემდეგ ისრაელის წარმომადგენელ ბარუხ შმაილოვთან იმარჯვა. რაც შეეხება ნახევარფინალს, ქართველმა ძუდოისტმა სამხრეთკორეელი ან ბაული დაამარცხა და პირველი ქართული მედალიც გაინაღდა.
ფინალურ ეტაპზე ვაჟამ დაწყებული საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა. ქართველ ძიუდოისტს უძლიერეს ჰიფუმი აბესთან მოუწია დაპირისპირება. შეიძლება ითქვას, შეხვედრის დიდი ნაწილი მარგველაშვილის კარნახით წარიმართა, რადგან იაპონელი მეტოქე ერთადერთი მოპოვებული ვაზარის შენარჩუნებას ცდილობდა. აზიელმა სპორტსმენმა საბოლოოდ დასახულს მიაღწია და საკუთარ ქვეყანას ოლიმპიური ოქრო აჩუქა. აღსანიშნავია, რომ ოქროს მედლის მფლობელი გახდა ჰიფუმი აბეს და, უტა აბეც, რომელმაც გამარჯვება ფინალურ ეტაპზე ფრანგ ბუშართან მოიპოვა. სწორედ ბუშართან დაპირისპირების დროს გამოეთიშა კიდევ ერთი ქართველი ძიუდოისტი ასპარეზობას. ტატიანა ლევიცკა-შუკვანმა (52 კგ) პირველი მოგებული ორთაბრძოლის შემდეგ ფრანგთან შეხვედრაში ფეხი იტკინა და ტატამი დამხმარე პირების საშუალებით დატოვა.
ქართველ ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძეს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ტრიუმფამდე ძალიან ცოტა დააკლდა. სანდრომ საწყის ეტაპზე ორი ეგვიპტელი სპორტსმენის - მოჰაბ სამერის და ზიად ელსისის დამარცხების შემდეგ მეოთხედფინალურ ეტაპზე მსოფლიოს პირველი მოფარიკავე სამხრეთ კორეელი სანგუკ ოჰიც დაამარცხა.
სანდროს ყველაფერი ჰქონდა იმისთვის, რომ მინიმუმ ფინალში ეასპარეზა, თუმცა მანამდე უნგრელი არონ სილაგისა და მსაჯების ბარიერი უნდა გადაელახა. უნგრელმა სპორტსმენმა არბიტრების დახმარებით დიდი გაჭირვებით, მაგრამ მაინც შეძლო სანდროს დამარცხება. ყველაზე მეტად ბაზაძეზე ორთაბრძოლის მიწურულს მსაჯების მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ იმოქმედა. მაშინ, როდესაც ანგარიში 13:13 იყო, სანდრომ ქულა მოიპოვა და გამარჯვებამდე ერთი ნაბიჯი აკლდა, თუმცა მსაჯებმა ქულა უნგრელს მიანიჭეს. საბოლოოდ შეხვედრა უნგრელის სასარგებლოდ 15:13 დასრულდა და სანდრომ ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში გადაინაცვლა.
„დაინახეს, რომ ერთი თავით მაღლა ვიდექი ყველაზე, ის ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი იყო და ვერაფერი მომიხერხა. მთავარი ქულა, რომელმაც ბრძოლა გარდატეხა, 13:13-ზე იყო, მსაჯმა ამ ეპიზოდს სასწაულად უაზრო გარჩევა მისცა“, – ასე გამოეხმაურა თავად სანდრო ბაზაძე სილაგისთან მარცხს.
მისი თქმით, შეხვედრის შემდეგ უნგრელმა სპორტსმენმა სანდროსთან საუბარში თავადვე აღიარა, რომ მსაჯებმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს და ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის შანსი არ მისცეს. მოგვიანებით სანდრომ ოლიმპიურ კომიტეტს განუცხადა, რომ არბიტრების აღნიშნულ გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებს.
უნდა აღინიშნოს, რომ მესამე ადგილისთვის გამართულ შეხვედრაში ქართველი ემოციურად საკმაოდ დაღლილი იყო და სამხრეთკორეელ კიმ ჯონ ხვანთან (Kim Jung-hwan) დამარცხდა.
ლეგენდარული ნინო სალუქვაძის წარუმატებელი ოლიმპიადა
ქართველმა მსროლელმა ნინო სალუქვაძემ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, სამწუხაროდ, 10 მეტრიდან პნევმატური პისტოლეტით სროლაში კვალიფიკაცია ვერ გაიარა. საუკეთესო რვა მსროლელის გამოსავლენად საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდა, სადაც მსროლელებს ექვსი სერია ჰქონდათ 10-10 გასროლით, სადაც სალუქვაძემ ჯამში 567 ქულა დააგროვა და პირველ ადგილოსან ჩინელ სპორტსმენს 20 ქულით ჩამორჩა.
მან კვალიფიკაციაში 53 სპორტსმენს შორის 31-ე ადგილი დაიკავა და ამ სახეობას გამოეთიშა. ლეგენდარული სპორტსმენი წარმატების მიღწევას კიდევ ერთხელ 29 ივლისს შეეცდება 25 მეტრიდან სპორტული პისტოლეტით სროლაში.
ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით ასევე მონაწილეობა მიიღეს მოკრივემ ესკერხან მადიევმა და მოცურავე ირაკლი რევიშვილმა. რევიშვილი ასპარეზობას პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა – მან კვალიფიკაცია ვერ გაიარა. რაც შეეხება მადიევს, მან პირველი ბრძოლა აზერბაიჯანელ სპორტსმენთან მოიგო და წინსვლას აგრძელებს.
„მილანმა“ კვარაცხელიასთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა? უცხოურ მედიაში საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა
ახალი ამბავი ნამდვილად არ არის, რომ ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს ხვიჩა კვარაცხელიას მსურველთა რიგი უდგას, თუმცა შესაძლოა ის ახლა რეალურ ტრანსფერთან ახლოს იყოს.
როგორც Metaratings იუწყება, იტალიურმა გრანდმა 20 წლის ქართველ ფეხბურთელთან კონტრაქტი უკვე შეათანხმა. აღნიშნულს ქართულ და უცხოურ მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ისიც აქტიურად იწერება, რომ ტრანსფერში დიდი როლი შესაძლოა „მილანის“ ყოფილმა ფეხბურთელმა და ამჟამად თბილისის მერმა კახა კალაძემ ითამაშოს. სხვა დეტალებთან დაკავშირებით დაზუსტებული ინფორმაცია ამ დროისათვის არ ვრცელდება, თუმცა სავარაუდოა, რომ უახლოეს დღეებში ყველაფერი ნათელი გახდება.