ნინო სალუქვაძემ 10 მ დისტანციაზე კვალიფიკაცია ვერ გადალახა

© REUTERS / EDGARD GARRIDOნინო სალუქვაძე
ნინო სალუქვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 25.07.2021
გამოწერა
ლეგენდარული სპორტსმენი 29 ივლისს 25 მ დისტანციაზე სპორტული პისტოლეტით სროლაში კიდევ ერთხელ შეეცდება წარმატების მიღწევას.
თბილისი, 25 ივლისი – Sputnik. ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე დღეს წარუმატებლად გამოვიდა.
გამოცდილმა ქართველმა მსროლელმა 10 მეტრიდან პნევმატური პისტოლეტიდან სროლის კვალიფიკაციაში 53 სპორტსმენს შორის 31-ე ადგილი დაიკავა.
საკვალიფიკაციო ეტაპზე მსროლელებს ექვსი სერია ჰქონდათ 10-10 გასროლით, სადაც სალუქვაძემ ჯამში 567 ქულა დააგროვა და პირველ ადგილოსან ჩინელ სპორტსმენს 20 ქულით ჩამორჩა (Jiang Ranxin - 587).
ტყვიით სროლაში ფინალურ ეტაპზე სულ რვა სპორტსმენი გააგრძელებს ასპარეზობას.
ქართველი ოლიმპიელები გახსნის ცერემონიაზე - Sputnik საქართველო, 1920, 24.07.2021
საქართველოს ნაკრების პირველი დღე ტოკიოს ოლიმპიადაზე - შედეგები
ნინო სალუქვაძე ტოკიოს ოლიმპიადაზე მეორე სახეობაშიც იასპარეზებს – ამჯერად ლეგენდარული სპორტსმენი 29 ივლისს 25 მ დისტანციაზე სპორტული პისტოლეტით სროლაში შეეცდება წარმატების მოპოვებას.
53 წლის ნინო სალუქვაძე ერთადერთი ქართველი სპორტსმენი ქალია, რომელსაც ყველა ღირსების ოლიმპიური მედალი აქვს მოპოვებული. 1988 წელს სეულის ოლიმპიადაზე მან ოქროს მედალი აიღო სპორტული პისტოლეტიდან სროლაში 25 მ დისტანციაზე და იქვე გახდა ვერცხლის პრიზიორი პნევმატური პისტოლეტიდან 10 მეტრზე სროლაში. პეკინის 2008 წლის ოლიმპიადაზე სალუქვაძემ ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში.
ნინო სალუქვაძისთვის ტოკიოს ოლიმპიური თამაშები მეცხრეა (!) კარიერაში. ნინო პირველი ქალია ოლიმპიადების ისტორიაში, რომელმაც მონაწილეობა ცხრა ოლიმპიადაში მიიღო.
აღსანიშნავია, რომ ნინო სალუქვაძეს ტოკიოს ოლიმპიადის ვებგვერდზე ვიდეორგოლი მიეძღვნა.
ყველა ახალი ამბავი
0