საქართველოს ნაკრების პირველი დღე ტოკიოს ოლიმპიადაზე - შედეგები

© REUTERS / HANNAH MCKAYქართველი ოლიმპიელები გახსნის ცერემონიაზე
ქართველი ოლიმპიელები გახსნის ცერემონიაზე - Sputnik საქართველო, 1920, 24.07.2021
გამოწერა
თამაშებში საქართველოდან იასპარეზებს 34 სპორტსმენი, რომელიც სპორტის 11 სახეობას წარმოადგენს. 35-ე სპორტსმენი უნდა ყოფილიყო მოცურავე მარიამ იმნაძე, რომელიც კორონავირუსის გამო თამაშებს გამოეთიშა.
თბილისი, 24 ივლისი - Sputnik. ტოკიოში ოლიმპიადის პირველი დღე საქართველოს ნაკრებმა უმედლოდ დაასრულა. სამი სპორტსმენი თამაშებს გამოეთიშა, ორი კი მედლებისთვის ბრძოლას განაგრძობს.

სანდრო ბაზაძე - ხმლით ფარიკაობა

მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ტოკიოში მედალთან ყველაზე ახლოს იყო, რომელიც ქართული ფარიკაობის ისტორიაში 1988 წლის შემდეგ პირველი იქნებოდა. მაშინ სეულის ოლიმპიადის ჩემპიონი (საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში) ვლადიმერ აფციაური გახდა. ბაზაძეს მედლამდე პრაქტიკულად ერთი ჩხვლეტა დააკლდა.
საქართველოს ნაკრები ტოკიოში - Sputnik საქართველო, 1920, 24.07.2021
საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს ტოკიოში კორონავირუსის გამო მოცურავე მარიამ იმნაძე გამოეთიშა
მინი-სენსაცია ბაზაძემ უკვე მეოთხედფინალში მოახდინა, როდესაც მსოფლიო რეიტინგის ლიდერს, სამხრეთკორეელ ოჰ სანგუკს მოუგო (15:13). მაგრამ ნახევარფინალში ქართველს ელოდა კიდევ უფრო სერიოზული მეტოქე - ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი არონ სილადი უნგრეთიდან. შერკინება ძალიან დაძაბული და დრამატული გამოდგა, მაგრამ ბაზაძემ მაინც წააგო 13:15.
სავარაუდოდ, ბაზაძემ ყველა ემოცია ნახევარფინალში დახარჯა, რადგან ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა ჩვენმა მოფარიკავემ ოთხი ქულით წააგო - შეხვედრა სამხრეთკორეელ კიმ ჯონ ხვანთან (Kim Jung-hwan) ანგარიშით 11:15 დაასრულა.
მიუხედავად ყველაფრისა, მეოთხე ადგილიც დიდი წარმატებაა. ხოლო ოლიმპიური ჩემპიონი ზედიზედ მესამედ სილადი გახდა.

ლუხუმ ჩხვიმიანი - ძიუდო (-60 კგ)

ლუხუმ ჩხვიმიანს, რომელიც მოქმედი მსოფლიო ჩემპიონია, სპეციალისტები მედლის ერთ-ერთ პრეტენდენტად განიხილავდნენ. მაგრამ 28 წლის ძიუდოისტმა შემაჯამებელ ოქმში მხოლოდ მეშვიდე ადგილი დაიკავა.
მეოთხედფინალში ჩხვიმიანი დამარცხდა მომავალ ოლიმპიურ ჩემპიონ ნაოჰისა ტაკატოსთან (იაპონია), ხოლო რეპეშაჟში ვერ სძლია სამხრეთკორეელ კიმ ვონ ჯინს.
ლუხუმ ჩხვიმიანი - Sputnik საქართველო, 1920, 24.07.2021
მსაჯების საეჭვო გადაწყვეტილება და ლუხუმ ჩხვიმიანის პირველი მარცხი

ირაკლი რევიშვილი - ცურვა, თავისუფალი სტილი, 400 მ

რევიშვილმა, რომლისთვისაც ოლიმპიადა ტოკიოში კარიერაში მესამეა, ასპარეზობა პირველივე კვალიფიკაციის შემდეგ დაასრულა.
წინასწარ ცურვაში, რომელშიც ოთხი მოცურავე მონაწილეობდა, რევიშვილმა 3 წუთითა და 57 წამით მესამე ადგილი დაიკავა. საუკეთესო შედეგს ქართველი 14 წამით ჩამორჩა და შედეგად შეჯიბრების ფინალში ვერ გავიდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი - ჩოგბურთი

საქართველოს უძლიერესმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (42-ე ნომერი АТР-ს რეიტინგით) ოლიმპიადაზე თავისი პირველი მატჩი მოიგო. ქართველმა ორ სეტში (6:3, 6:2) მოუგო ესპანელ რობერტო კარბალეს ბაენას (90). მატჩი ერთ საათსა და 14 წუთს გაგრძელდა.
1/16 ფინალში ბასილაშვილი დაუპირისპირდება იტალიელ ლორენცო სონეგოს (26), რომელმაც სამ სეტში მოუგო იაპონელ ტარო დენიელს (110) - 4:6, 7:6, 7:6
ტოკიოს ოლიმპიადა - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2021
ქართველი ათლეტების განრიგი ტოკიოს ოლიმპიადაზე
ბასილაშვილი და სონეგო ერთმანეთს მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ. შარშან იტალიელმა ორ სეტში გაიმარჯვა - 6:3, 6:1.

ესკერხან მადიევი - კრივი (-69 კგ)

ესკარხან მადიევმა, რომლისთვისაც ტოკიოს თამაშები პირველია კარიერაში, 1/16 ფინალში აზერბაიჯანელი ლორენსო სოტომაიორი დაამარცხა და ტურნირის 1/8 ფინალში გასვლა შეძლო, სადაც უგანდელ შადირი ბვოგის შეხვდება.
25 ივლისს საქართველოს ნაკრებს ოლიმპიადაზე წარადგენს ოთხი სპორტსმენი: ნინო სალუქვაძე (სროლა პნევმატური პისტოლეტიდან, 10 მ), ვაჟა მარგველაშვილი (ძიუდო, -66 კგ), სალომე ფაჟავა (მხატვრული ტანვარჯიში) და ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (ძიუდო, -52 კგ).
ყველა ახალი ამბავი
0