საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს ტოკიოში კორონავირუსის გამო მოცურავე მარიამ იმნაძე გამოეთიშა

© AFP 2024 / MARTIN BUREAUსაქართველოს ნაკრები ტოკიოში
საქართველოს ნაკრები ტოკიოში - Sputnik საქართველო, 1920, 24.07.2021
გამოწერა
მარიამ იმნაძეს ოლიმპიადაზე 28 ივლისს უნდა ეასპარეზა - 100 მეტრიან დისტანციაზე თავისუფალი სტილით შეჯიბრებაზე.
თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. საქართველოს მოცურავეს მარიამ იმნაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა და ის ტოკიოს ოლიმპიადაზე გამოსვლას ვეღარ შეძლებს, ამის შესახებ ქართული გუნდის მთავარმა ექიმმა ზურაბ კახაბრიშვილმა განაცხადა.
ქართველი ოლიმპიელები გახსნის ცერემონიაზე ტოკიოში - Sputnik საქართველო, 1920, 24.07.2021
ტოკიოს ოლიმპიადა: ქართველი სპორტსმენები, რომლებიც 25 ივლისს იასპარეზებენ
„გამოფრენის წინ, თბილისში აღებული PCR ტესტით მოცურავე მარიამ იმნაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა და სამწუხაროდ, არსებული რეგულაციების გამო, ის ოლიმპიადაზე ვერ იასპარეზებს“, – მოჰყავს კახაბრიშვილის სიტყვები „პირველ არხს“.
მარიამ იმნაძეს ოლიმპიადაზე 28 ივლისს უნდა ეასპარეზა - 100 მეტრიან დისტანციაზე თავისუფალი სტილით შეჯიბრებაზე. 20 წლის იმნაძისთვის ტოკიოს თამაშები კარიერაში პირველი უნდა ყოფილიყო.
ამგვარად, ტოკიოში ოლიმპიადაზე საქართველოს სპორტსმენების რაოდენობა 35-დან 34-მდე შემცირდა.
ყველა ახალი ამბავი
0