„არ ვიცი რა ვთქვა, ყველაფერს კადრულობენ!“ - ბაზაძე მსაჯების გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

© photo: courtesy of Georgian National Olympic Committeeსანდრო ბაზაძე
სანდრო ბაზაძე - Sputnik საქართველო, 1920, 25.07.2021
გამოწერა
ნახევარფინალურ ეტაპზე სანდრო ბაზაძე უნგრელ არონ სილადის ხვდებოდა, სადაც ეგვიპტელმა მსაჯმა რამდენჯერმე სანდროს საწინააღმდეგოდ მიიღო გადაწყვეტილება.
თბილისი, 25 ივლისი - Sputnik. ქართველი ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე, რომელიც ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე გუშინ დამარცხდა, მსაჯების გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს, სპორტსმენმა განცხადება ოლიმპიური კომიტეტის პრესსამსახურთან საუბრისას გააკეთა.
სანდრო ბაზაძემ საწყის ეტაპზე ორი ეგვიპტელი სპორტსმენის - მოჰაბ სამერის და ზიად ელსისის დამარცხების შემდეგ მეოთხედფინალურ ეტაპზე მსოფლიოს უძლიერესი მოფარიკავე სამხრეთ კორეელი სანგუკ ოჰიც დაამარცხა. მიუხედავად საჩემპიონო განწყობისა, მან ნახევარფინალურ ეტაპზე უნგრელი არონ სილადის დამარცხება ვეღარ მოახერხა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში გადაერთო. მესამე ადგილისთვის გამართულ შეხვედრაში ქართველი სამხრეთკორეელ კიმ ჯონ ხვანთან (Kim Jung-hwan) დამარცხდა.
სანდრო ბაზაძე - Sputnik საქართველო, 1920, 24.07.2021
სანდრო ბაზაძემ ოლიმპიადა მედლის გარეშე დაასრულა
აღსანიშნავია, რომ სანდროს ჩატარებულ რამდენიმე შეხვედრაში მსაჯებმა საკამათო ეპიზოდები ხელახლა განიხილეს და თითქმის ყველა შემთხვევაში ქულა ქართველის მოწინააღმდეგეს მიანიჭეს.
„არ ვიცი რა დავარქვა იმას, რაც მოხდა. საერთოდ არ ველოდებოდი ოლიმპიადაზე მსგავს უსამართლობას თუ ჩაიდენდნენ, მაგრამ ყველაფერს კადრულობენ. არ ხდება მსგავსი რაღაცები, ეს უკვე შეცდომაც არ მგონია, ვფიქრობ, რომ სპეციალურად მოიქცნენ ასე“, - აღნიშნა ბაზაძემ.
სანდრომ განსაკუთრებული ყურადღება ნახევარფინალურ ეტაპზე ეგვიპტელი მსაჯის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე გაამახვილა. მაშინ, როდესაც ქართველ მოფარიკავეს გამოცდილ უნგრელ სპორტსმენ არონ სილადისთან ანგარიში 13-13 ჰქონდა, ბაზაძემ ქულა მოიპოვა, რომელიც განხილვის შემდეგ მოწინააღმდეგეს ჩაუთვალეს. სანდრო ამბობს, რომ აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ მასზე იმოქმედა და მარცხიც სწორედ ამან გამოიწვია.
აღსანიშნავია, რომ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ქართველმა სპორტსმენებმა ჯერ ვერცერთი მედლის მოპოვება ვერ შეძლეს. ოლიმპიურ წარმატებასთან ყველაზე ახლოს სწორედ მოფარიკავე სანდრო ბაზაძე იყო.
 
ყველა ახალი ამბავი
0