https://sputnik-georgia.com/20210724/sandro-bazaZem-olimpiada-medlis-gareSe-daasrula-252413560.html
სანდრო ბაზაძემ ოლიმპიადა მედლის გარეშე დაასრულა
სანდრო ბაზაძემ ოლიმპიადა მედლის გარეშე დაასრულა
Sputnik საქართველო
სანდრო ბაზაძემ ოლიმპიადაზე ასპარეზობა ძალიან კარგად, სამი გამარჯვებით დაიწყო. ნახევარფინალში მარცხის შემდეგ ქართველი მოფარიკავე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში... 24.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-24T16:01+0400
2021-07-24T16:01+0400
2021-07-25T00:43+0400
ახალი ამბები
სპორტი
საქართველო ტოკიოს ოლიმპიადაზე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23194/31/231943153_0:0:1199:677_1920x0_80_0_0_86feb8efec52f280899eb1403b21b7ec.jpg
თბილისი, 24 ივლისი - Sputnik. ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე მედლის გარეშე დარჩა.სანდრო ბაზაძემ საწყის ეტაპზე ორი ეგვიპტელი სპორტსმენის - მოჰაბ სამერის და ზიად ელ სისის დამარცხების შემდეგ მეოთხედფინალურ ეტაპზე მსოფლიოს უძლიერესი მოფარიკავე სამხრეთ კორეელი სანგუკ ოჰიც დაამარცხა. მიუხედავად საჩემპიონო განწყობისა, მან ნახევარფინალურ ეტაპზე უნგრელი არონ სილადის დამარცხება ვეღარ მოახერხა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში გადაერთო.ამჯერად ქართველი მოფარიკავე სამხრეთ კორეელ კიმ ჯუნგვანს შეხვდა. შეხვედრის პირველი ორი ქულა სამხრეთკორეელმა მოიპოვა, რის შემდეგაც სანდრომ აქტიურად შეუტია და მალევე წინ გავიდა. შესვენებამდე ქართველი სპორტსმენი ერთქულიანი უპირატესობით (8:7) იგებდა. შესვენების შემდეგ ბაზაძემ შეხვედრა კვლავ აქტიურად განაგრძო, თუმცა სამხრეთკორეელმა ანგარიშის გათანაბრება შეძლო. დაპირისპირების ბოლო ნაწილი ბაზაძისთვის წარუმატებელი გამოდგა. 11:11-ზე კიმმა ზედიზედ ოთხი ქულა აიღო და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.რიგით 32-ე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოდან სპორტის 11 სახეობაში 35 სპორტსმენი ასპარეზობს.
https://sputnik-georgia.com/20210724/marcxi-damatebiT-droSi-luxum-CxvimianisTvis-olimpiada-dasrulda-252413025.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23194/31/231943153_0:0:1199:753_1920x0_80_0_0_ce199f525a5e5414f66cd87ffcde14ac.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, სპორტი, საქართველო ტოკიოს ოლიმპიადაზე
ახალი ამბები, სპორტი, საქართველო ტოკიოს ოლიმპიადაზე
სანდრო ბაზაძემ ოლიმპიადა მედლის გარეშე დაასრულა
16:01 24.07.2021 (განახლებულია: 00:43 25.07.2021) სანდრო ბაზაძემ ოლიმპიადაზე ასპარეზობა ძალიან კარგად, სამი გამარჯვებით დაიწყო. ნახევარფინალში მარცხის შემდეგ ქართველი მოფარიკავე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში სამხრეთკორეელ სპორტსმენთანაც დამარცხდა.
თბილისი, 24 ივლისი - Sputnik. ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე მედლის გარეშე დარჩა.
სანდრო ბაზაძემ საწყის ეტაპზე ორი ეგვიპტელი სპორტსმენის - მოჰაბ სამერის და ზიად ელ სისის დამარცხების შემდეგ მეოთხედფინალურ ეტაპზე მსოფლიოს უძლიერესი მოფარიკავე სამხრეთ კორეელი სანგუკ ოჰიც დაამარცხა. მიუხედავად საჩემპიონო განწყობისა, მან ნახევარფინალურ ეტაპზე უნგრელი არონ სილადის დამარცხება ვეღარ მოახერხა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში გადაერთო.
ამჯერად ქართველი მოფარიკავე სამხრეთ კორეელ კიმ ჯუნგვანს შეხვდა. შეხვედრის პირველი ორი ქულა სამხრეთკორეელმა მოიპოვა, რის შემდეგაც სანდრომ აქტიურად შეუტია და მალევე წინ გავიდა. შესვენებამდე ქართველი სპორტსმენი ერთქულიანი უპირატესობით (8:7) იგებდა. შესვენების შემდეგ ბაზაძემ შეხვედრა კვლავ აქტიურად განაგრძო, თუმცა სამხრეთკორეელმა ანგარიშის გათანაბრება შეძლო. დაპირისპირების ბოლო ნაწილი ბაზაძისთვის წარუმატებელი გამოდგა. 11:11-ზე კიმმა ზედიზედ ოთხი ქულა აიღო და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
რიგით 32-ე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოდან სპორტის 11 სახეობაში 35 სპორტსმენი ასპარეზობს.