https://sputnik-georgia.com/20210724/marcxi-damatebiT-droSi-luxum-CxvimianisTvis-olimpiada-dasrulda-252413025.html
მარცხი დამატებით დროში - ლუხუმ ჩხვიმიანისთვის ოლიმპიადა დასრულდა
მარცხი დამატებით დროში - ლუხუმ ჩხვიმიანისთვის ოლიმპიადა დასრულდა
Sputnik საქართველო
ლუხუმ ჩხვიმიანი, რომელიც ბრინჯაოს მედლისთვის რეპეშაჟიდან იბრძოდა სამხრეთ კორეელ სპორტსმენთან დამატებით დროში იპონით დამარცხდა. 24.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-24T13:30+0400
2021-07-24T13:30+0400
2021-07-24T13:30+0400
ახალი ამბები
სპორტი
საქართველო ტოკიოს ოლიმპიადაზე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24023/54/240235462_0:99:2701:1618_1920x0_80_0_0_381fc5ba8260c768e600ea0c9d31dd17.jpg
თბილისი, 24 ივლისი - Sputnik. ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი ძიუდოისტი ლუხუმ ჩხვიმიანი რეპეშაჟში დამარცხა და ტურნირს გამოეთიშა.60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ჩხვიმიანი წილისყრის შედეგად ჩხვიმიანი პირველ წრეში თავისუფალი იყო, შესაბამისად ქართველი ძიუდოისტი ოლიმპიადაზე მეორე ეტაპიდან ჩაერთო, სადაც აზერბაიჯანელ კარამატ ჰუსეინოვს შეხვდა. ლუხუმმა ჰუსეინოვთან სუფთა გამარჯვება, შებოჭვის ხარჯზე მოიპოვა და ფავორიტ იაპონელ ტაკატოზე გავიდა, სადაც დამატებით დროში დამარცხდა.რეპეშაჟში ქართველ ძიუდოისტს დაპირისპირება სამხრეთ კორეელ კიმ ვონთან მოუწია. შეხვედრა ამ შემთხვევაშიც დამატებით დროში გადავიდა, სადაც ძიუდოისტებს უკვე დაღლილობა დაეტყოთ. აღსანიშნავია, რომ ჩხვიმიანს ორი შიდო ჰქონდა დაგროვებული, რის გამოც ვალდებული გახდა ეაქტიურა. საბოლოოდ აზიელმა სპორტსმენმა ლუხუმი კონტრილეთზე წამოაგო და შეხვედრა იპონით მოიგო.აღსანიშნავია, რომ შემდეგ დღეებში საქართველოს სახელით ძიუდოს შეჯიბრებაზე მედლების მოპოვებას კიდევ რვა სპორტსმენი ეცდება: ვაჟა მარგველაშვილი (66კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73კგ), ტატო გრიგალაშვილი (81კგ), ლაშა ბექაური (90კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (-100კგ), გურამ თუშიშვილი (+100კგ), ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (52კგ), ეთერ ლიპარტელიანი (57კგ).რიგით 32-ე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოდან სპორტის 11 სახეობაში 35 სპორტსმენი ასპარეზობს.
https://sputnik-georgia.com/20210724/bazaZe0oqros-medalTan-Zalian-axlosaa-qarTvelma-uZlieresi-metoqe-daamarcxa-252412617.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24023/54/240235462_0:0:2157:1618_1920x0_80_0_0_62eb899ba597d2cc6e4f1caeeb0393b1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, სპორტი, საქართველო ტოკიოს ოლიმპიადაზე
ახალი ამბები, სპორტი, საქართველო ტოკიოს ოლიმპიადაზე
მარცხი დამატებით დროში - ლუხუმ ჩხვიმიანისთვის ოლიმპიადა დასრულდა
ლუხუმ ჩხვიმიანი, რომელიც ბრინჯაოს მედლისთვის რეპეშაჟიდან იბრძოდა სამხრეთ კორეელ სპორტსმენთან დამატებით დროში იპონით დამარცხდა.
თბილისი, 24 ივლისი - Sputnik. ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი ძიუდოისტი ლუხუმ ჩხვიმიანი რეპეშაჟში დამარცხა და ტურნირს გამოეთიშა.
60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ჩხვიმიანი წილისყრის შედეგად ჩხვიმიანი პირველ წრეში თავისუფალი იყო, შესაბამისად ქართველი ძიუდოისტი ოლიმპიადაზე მეორე ეტაპიდან ჩაერთო, სადაც აზერბაიჯანელ კარამატ ჰუსეინოვს შეხვდა. ლუხუმმა ჰუსეინოვთან სუფთა გამარჯვება, შებოჭვის ხარჯზე მოიპოვა და ფავორიტ იაპონელ ტაკატოზე გავიდა, სადაც დამატებით დროში დამარცხდა.
რეპეშაჟში ქართველ ძიუდოისტს დაპირისპირება სამხრეთ კორეელ კიმ ვონთან მოუწია. შეხვედრა ამ შემთხვევაშიც დამატებით დროში გადავიდა, სადაც ძიუდოისტებს უკვე დაღლილობა დაეტყოთ. აღსანიშნავია, რომ ჩხვიმიანს ორი შიდო ჰქონდა დაგროვებული, რის გამოც ვალდებული გახდა ეაქტიურა. საბოლოოდ აზიელმა სპორტსმენმა ლუხუმი კონტრილეთზე წამოაგო და შეხვედრა იპონით მოიგო.
აღსანიშნავია, რომ შემდეგ დღეებში საქართველოს სახელით ძიუდოს შეჯიბრებაზე მედლების მოპოვებას კიდევ რვა სპორტსმენი ეცდება: ვაჟა მარგველაშვილი (66კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73კგ), ტატო გრიგალაშვილი (81კგ), ლაშა ბექაური (90კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (-100კგ), გურამ თუშიშვილი (+100კგ), ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (52კგ), ეთერ ლიპარტელიანი (57კგ).
რიგით 32-ე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოდან სპორტის 11 სახეობაში 35 სპორტსმენი ასპარეზობს.