სანდრო ბაზაძე ოქროს მედალთან ძალიან ახლოსაა - ქართველმა უძლიერესი მეტოქე დაამარცხა

© photo: Sputnik / Denis Aslanovსანდრო ბაზაძე
სანდრო ბაზაძე - Sputnik საქართველო, 1920, 24.07.2021
გამოწერა
სამხრეთ კორეელი მოფარიკავე, რომელიც სანდრო ბაზაძემ დაამარცხა მსოფლიოს რეიტინგის ლიდერია, ის ასევე მიმდინარე ოლიმპიადის ფავორიტად მიიჩნეოდა.
თბილისი, 24 ივლისი - Sputnik. სანდრო ბაზაძემ ოლიმპიადის ნახევარფინალური ეტაპის საგზური მსოფლიოს საუკეთესო მოფარიკავესთან გამარჯვებით მოიპოვა.
ორი ეგვიპტელი სპორტსმენის - მოჰაბ სამერისა და ზიად ელ სისის დამარცხების შემდეგ სანდრო მეოთხედფინალურ ეტაპზე მსოფლიოს უძლიერეს მოფარიკავე სამხრეთ კორეელ სანგუკ ოჰის შეხვდა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა, სანდროს რამდენჯერმე მოუწია მდევრის როლში ყოფნა, თუმცა ქართველმა სპორტსმენმა შეხვედრის მიწურულს მნიშვნელოვანი ქულების მოპოვება შეძლო და ანგარიშით 15:12 იმარჯვა.
სანდრო ბაზაძე - Sputnik საქართველო, 1920, 24.07.2021
სანდრო ბაზაძემ მეორე ეგვიპტელი დაამარცხა - ქართველი მოფარიკავე ოლიმპიურ მედალს უახლოვდება
სამხრეთ კორეელი სპორტსმენი მიმდინარე ოლიმპიადის ფავორიტი იყო, შესაბამისად, ბაზაძემ აღნიშნული გამარჯვებით ოლიმპიური ოქროსკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.
სანდროს მეტოქე ნახევარფინალურ ეტაპზე უნგრელი მოფარიკავე არონ სილადი იქნება.
რიგით 32-ე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოდან სპორტის 11 სახეობაში 35 სპორტსმენი ასპარეზობს.
ყველა ახალი ამბავი
0