ქართველ ძიუდოისტს ოქრომდე ცოტა დააკლდა - მარგველაშვილი ვერცხლის პრიზიორია

© REUTERS / SERGIO PEREZვაჟა მარგველაშვილი
ვაჟა მარგველაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 25.07.2021
გამოწერა
ფინალური ორთაბრძოლის მოგება ოლიმპიადის ერთ-ერთმა ფავორიტმა, იაპონელმა ჰიფუმი აბემ ერთადერთი მოპოვებული ვაზარით მოახერხა.
თბილისი, 25 ივლისი - Sputnik. ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალში ქართველი ძიუდოისტი ვაჟა მარგველაშვილი მასპინძელ ჰიფუმი აბესთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
ტატიანა ლევიცკა-შუკვანი ტატამზე - Sputnik საქართველო, 1920, 25.07.2021
ტატიანა ლევიცკა-შუკვანმა ოლიმპიადა ტრავმის გამო ნაადრევად დაასრულა
66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე მარგველაშვილმა ფინალამდე გზა უდანაკარგოდ გაიარა. ფინალში ქართველმა ძიუდოისტმა ჭიდაობა აქტიურად დაიწყო, თუმცა მეტოქემ ძირითად დროში ერთი ვაზარის აღება მაინც მოახერხა. დარჩენილი წუთები ვაჟასთვის საკმარისი არ აღმოჩნდა და უამრავი მცდელობის მიუხედავად მან ილეთის შესრულება ვერ მოახერხა. საბოლოოდ ოლიმპიური ოქრო მარგველაშვილმა მასპინძელ ჰიფუმი აბეს დაუთმო.
აღსანიშნავია, რომ მარგველაშვილი პირველ წრეში თავისუფალი იყო. მერვედფინალურ ეტაპზე მან რუსი სპორტსმენი იაკუბ შამილოვი ვაზარით დაამარცხა, შემდეგ ისრაელის წარმომადგენელ ბარუხ შმაილოვს შეხვდა და გაიმარჯვა. რაც შეეხება ნახევარფინალს იქ ქართველმა ძიუდოისტმა სამხრეთკორეელი ან ბაული დაამარცხა.
© REUTERS / SERGIO PEREZДзюдоист Важа Маргвелашвили на Олимпиаде в Токио
Дзюдоист Важа Маргвелашвили на Олимпиаде в Токио - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
Дзюдоист Важа Маргвелашвили на Олимпиаде в Токио
ვაჟა მარგველაშვილი. ძიუდო. ტოკიო. 2021
ვაჟა მარგველაშვილისთვის ტოკიოს ოლიმპიადა მეორეა მის კარიერაში. მისი გამოსვლა ხუთი წლის წინ რიო-დე-ჟანეიროში ნამდვილი იმედგაცრუება იყო როგორც ვაჟასთვის, ისე მისი გულშემატკივრებისთვის. მარგველაშვილი მედლების პრეტენდენტთა მოკლე სიაში იყო და პირველივე ბრძოლაში დამარცხდა სლოვენიელ ადრიან გომბოშთან. მაშინ ეს ნამდვილ სენსაციად იქცა.
ახლა მარგველაშვილი მსოფლიო რეიტინგში მეოთხე ადგილზეა და ის კვლავ განიხილება პრიზიორობის კანდიდატად. ქართველი ძიუდოისტის ანგარიშზეა ოქროს მედალი ევროპის ჩემპიონატზე (ასევე ვერცხლი და ბრინჯაო), მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაო, რამდენიმე გამარჯვება „გრან-პრის“ და „გრანდ სლემის“ ტურნირებზე და სხვ.
ყველა ახალი ამბავი
0