სახალხო დამცველი შსს-ს ძალადობის აღკვეთისკენ მოუწოდებს

© Parliament of Georgia / photo: Parliament of Georgia / FBნინო ლომჯარია
ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2021
გამოწერა
ნინო ლომჯარია რუსთაველის გამზირზე და მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისთან განვითარებულ მოვლენებს „უკიდურესად შემაშფოთებელს“ უწოდებს.
თბილისი, 5 ივლისი – Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია თბილისში ლგბტ ორგანიზაციების ღონისძიებებთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს განცხადებით ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს ძალადობრივი მოვლენები „უკიდურესად შემაშფოთებელია“.
დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდი" (Tbilisi Pride) „პრაიდი-კვირეულის“ ფარგლებში თბილისში, რუსთაველის გამზირზე „ღირსების მარშის“ ჩატარებას გეგმავს.
აქცია თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2021
თბილისი დღეს: სექს-უმცირესობების მოწინააღმდეგეები ჟურნალისტებისადმი აგრესიით გამოირჩევიან
ცოტა ხნის წინ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციის მიერ ადრე გაშლილი კარვები დაარბიეს. მათ იერიში მიიტანეს ასევე მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისზე, სადაც აქციის მონაწილეები აივნიდან შეიჭრნენ. მათ ლგბტქ+ თემის წარმომადგენელთა დროშები ჩამოხსნეს, დახიეს, აივნიდან გადმოყარეს და დაწვეს. ასევე ბოთლები და სამშენებლო ფილები დაუშინეს შენობას. აქციის მონაწილეთა განცხადებით, ისინი დღეისათვის დაანონსებული „ღირსების მარშის“ ჩატარებას არ დაუშვებენ. 
დემონსტრანტები აგრესიულად არიან განწყობილი მასმედიის წარმომადგენლების მიმართაც და მათ აქციაზე მუშაობის საშუალებას არ აძლევენ. მათ ჟურნალისტებს ბოთლები და ქვები ესროლეს. ბოლო ინფორმაციით, დაპირისპირების დროს ათამდე ჟურნალისტი დაშავდა.
ლომჯარიას განცხადებით, შექმნილი ვითარება რეალურ საფრთხეს უქმნის მასმედიის წარმომადგენლების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, აფერხებს ჟურნალისტურ საქმიანობას. 
სახალხო დამცველის აზრით, დაძაბული ვითარება კიდევ უფრო გაამწვავა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განცხადებამ.
„პასუხისმგებლობის მშვიდობიან დემონსტრანტებზე გადატანით ისედაც დაძაბული ფონი გაამძაფრა ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ, რომელმაც „ღირსების მარში“ სამოქალაქო დაპირისპირების გამომწვევ მიზეზად შეაფასა და აღნიშნა, რომ პრაიდის უკან „რევანშისტული და რადიკალური“ პოლიტიკური ძალები დგანან“, – აღნიშნა ლომჯარიამ.
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2021
ღარიბაშვილი: დღეს დაანონსებული „ღირსების მარშის“ ჩატარება მიზანშეუწონლად მიმაჩნია
ის მოუწოდებს სამართალდამცველ ორგანოებს, აღკვეთონ მიმდინარე ძალადობა, გამოიყენონ სამართლებრივი მექანიზმები და რეაგირება მოახდინონ ფიზიკური თავდასხმების და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებზე; მაღალი თანამდებობის პირებს კი შეახსენებს, რომ მშვიდობიანი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა, მათ შორის, კონტრდემონსტრანტების ძალადობრივ ქმედებებზე სამართლებრივი რეაგირების გზით, სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებაა.
დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაგეგმილ „ღირსების მარშთან“ დაკავშირებით განაცხადა, რომ მას მიზანშეუწონლად მიაჩნია მისი ჩატარება, რადგან იგი სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხის შემცველია, და ღონისძიების ორგანიზატორებს ალტერნატიული ლოკაციების გამოყენება შესთავაზა. 
„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა გუშინ მეტროს სადგურ „რუსთაველთან“ კარვები გაშალეს. მათი განმარტებით, აქციისა და კარვების გაშლის მიზანია „პრაიდის კვირეულის“ ფარგლებში დღეს დაგეგმილი „ღირსების მარშისთვის“ ხელის შეშლა.
„ღირსების მარში“ კონტრაქციის ფონზე გაიმართება>>
საქართველოს საპატრიარქომ 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებების პარალელურად ქაშუეთის ტაძართან შეკრება და მშვიდობიანი პარაკლისის ჩატარება დააანონსა. დღეს „თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები თავდაპირველად 9 აპრილის ბაღში და ქაშუეთის ეკლესიასთან უნდა შეკრებილიყვნენ, სადაც პარაკლისს უნდა დასწრებოდნენ, მაგრამ მათ გეგმა შეცვალეს და მშვიდობიანი პარაკლისის ჩატარების ნაცვლად პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს, სადაც იქ ადრე გაშლილი კარვების დარბევა დაიწყეს.
საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2021
ჯაღმაიძე: ვემიჯნებით ნებისმიერ ძალადობას
ლგბტ ორგანიზაციების ღონისძიებების წინააღმდეგ ღიად გამოდის საქართველოს საპატრიარქო, რომელიც აცხადებს, რომ 5 ივლისისთვის დაგეგმილი „ღირსების მარშის“ ჩატარებით „ინტერესების დაცვა კი არ ხდება, არამედ ხელი ეწყობა მცირე ნაწილისათვის გარკვეული დივიდენდების მიღებას, ხალხში კი ამ ჯგუფისადმი აგრესიის ხელოვნურად გაჩენას“. ამავე დროს საპატრიარქოში აცხადებენ, რომ ემიჯნებიან ნებისმიერ ძალადობას.
ამ დროისათვის პარლამენტის შენობის წინ მდებარე ტერიტორიაზე დაძაბული ვითარებაა. სასულიერო პირები და „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ისინი დღეს დაგეგმილი ღონისძიების ორგანიზატორებს რუსთაველის გამზირზე შეკრების საშუალებას არ მისცემენ.
ყველა ახალი ამბავი
0