თბილისი დღეს: სექს-უმცირესობების მოწინააღმდეგეები ჟურნალისტებისადმი აგრესიით გამოირჩევიან

© Sputnik / STRINGERაქცია თბილისში
აქცია თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2021
გამოწერა
„თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ გამოდიან კონსერვატიულ–რადიკალური ორგანიზაციები და დაჯგუფებები, რომლებიც „ღირსების მარშის“ აკრძალვას მოითხოვენ.
თბილისი,  5 ივლისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის შენობასთან, სადაც „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეები არიან შეკრებილი, ვითარება უკიდურესად დაძაბულია, იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი ადგილიდან. 
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2021
ღარიბაშვილი: დღეს დაანონსებული „ღირსების მარშის“ ჩატარება მიზანშეუწონლად მიმაჩნია
რამდენიმე წუთის წინ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციის მიერ ადრე გაშლილი კარვები დაარბიეს. აქციის მონაწილეთა განცხადებით, ისინი დღეისთვის დაანოსებული „ღირსების მარშის“ ჩატარებას არ დაუშვებენ.
დემონსტრანტები აგრესიულად არიან განწყობილი მასმედიის წარმომადგენლების მიმართ და მათ აქციაზე მუშაობის საშუალებას არ აძლევენ. მათ ჟურნალისტებს ბოთლები და ქვები ესროლეს, დაშავებულია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ოპერატორი.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რომელიც დაძაბული ვითარების განმუხტვას ცდილობს. მათ მასმედიის წარმომადგენლები ესკალაციის ადგილიდან გაიყვანეს.
„მსგავსი რამ არასდროს მომხდარა. ისინი ჟურნალისტების მიმართ განსაკუთრებით აგრესიული არიან. მოგვიწოდებენ, რომ დავტოვოთ ტერიტორია. დაშავდა რამდენიმე ჟურნალისტი, დააზიანეს კამერა. ისინი გვაფურთხებდნენ, გვაგინებდნენ, ფიზიკურად უსწორდებოდნენ ჟურნალისტებს და ოპერატორებს. მათ რამდენჯერმე გაარღვიეს პოლიციის ჯაჭვი“, – განაცხადა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტმა სალომე ბოკუჩავამ.
არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდი" (Tbilisi Pride) 1-5 ივლისს პრაიდ-კვირეულს ატარებს, რომლის ფარგლებში დაგეგმილია თემატური ღონისძიებები, რომელიც დღეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე „ღირსების მარშით“ უნდა დასრულდეს. მარშის ლოზუნგი იქნება „გამოდი სოლიდარობის ნიშნად". 
 
ყველა ახალი ამბავი
0