https://sputnik-georgia.com/20210705/garibashvili-girsebis-marshis-chatareba-mizansheuwonlad-mimachnia-252211908.html
ღარიბაშვილი: დღეს დაანონსებული „ღირსების მარშის“ ჩატარება მიზანშეუწონლად მიმაჩნია
ღარიბაშვილი: დღეს დაანონსებული „ღირსების მარშის“ ჩატარება მიზანშეუწონლად მიმაჩნია
Sputnik საქართველო
გუშინ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა მეტროს სადგურ „რუსთაველთან“ კარვები გაშალეს. მათი განმარტებით, აქციისა და კარვების გაშლის მიზანია „პრაიდის კვირეულის“... 05.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-05T11:37+0400
2021-07-05T11:37+0400
2021-10-19T18:00+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/01/251345151_55:208:1201:853_1920x0_80_0_0_23e5075d4a6763add65daf658262d9a4.jpg
თბილისი, 5 ივლისი – Sputnik. დღეს დაანონსებული „ღირსების მარშის“ ჩატარება მიმაჩნია მიზანშეუწონლად, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდი" (Tbilisi Pride) 1-5 ივლისს პრაიდ-კვირეულს ატარებს, რომლის ფარგლებში დაგეგმილია თემატური ღონისძიებები, რომელიც დღეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე „ღირსების მარშით“ უნდა დასრულდეს. მარშის ლოზუნგი იქნება „გამოდი სოლიდარობის ნიშნად". ცნობილია, რომ მარში სტარტს აიღებს მეტროს სადგურ „რუსთაველთან“, მაგრამ საით გაემართება მსვლელობა, ამას ორგანიზატორები არ აკონკრეტებენ.მთავრობის მეთაურის განმარტებით, დღევანდელი აქცია სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხის შემცველია.ღარიბაშვილი „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ ხელისუფლების მოწოდება. მისი თქმით, დღევანდელი ღონისძიების ორგანიზატორების უკან, სამწუხაროდ, დგანან რევანშისტული და რადიკალური ჯგუფები. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ხელისუფლება არ დაუშვებს დესტაბილიზაციას და ყველაფერს მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე გააკეთებს.საქართველოს საპატრიარქომ 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებების პარალელურად ქაშუეთის ტაძართან შეკრება და მშვიდობიანი პარაკლისის ჩატარება დააანონსა. დღეს „თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები თავდაპირველად 9 აპრილის ბაღში და ქაშუეთის ეკლესიასთან უნდა შეკრებილიყვნენ, სადაც პარაკლისს უნდა დასწრებოდნენ, მაგრამ მათ გეგმა შეცვალეს და მშვიდობიანი პარაკლისის ჩატარების ნაცვლად პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს.ლგბტ ორგანიზაციების ღონისძიებების წინააღმდეგ ღიად გამოდის საქართველოს საპატრიარქო, რომელიც აცხადებს, რომ 5 ივლისისთვის დაგეგმილი „ღირსების მარშის“ ჩატარებით „ინტერესების დაცვა კი არ ხდება, არამედ ხელი ეწყობა მცირე ნაწილისათვის გარკვეული დივიდენდების მიღებას, ხალხში კი ამ ჯგუფისადმი აგრესიის ხელოვნურად გაჩენას“.ამ დროისათვის პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დაძაბული ვითარებაა. სასულიერო პირები და „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ისინი დღეს დაგეგმილი ღონისძიების ორგანიზატორებს რუსთაველის გამზირზე შეკრების საშუალებას არ მისცემენ.
https://sputnik-georgia.com/20210703/sapatriarqo-Tbilisis-praidis-marSis-paralelurad-Sekrebas-aanonsebs-252201537.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/01/251345151_250:221:1092:853_1920x0_80_0_0_15d09acf871ca3ba61232b19a6d88722.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ღარიბაშვილი: დღეს დაანონსებული „ღირსების მარშის“ ჩატარება მიზანშეუწონლად მიმაჩნია
11:37 05.07.2021 (განახლებულია: 18:00 19.10.2021) გუშინ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა მეტროს სადგურ „რუსთაველთან“ კარვები გაშალეს. მათი განმარტებით, აქციისა და კარვების გაშლის მიზანია „პრაიდის კვირეულის“ ფარგლებში დღეს დაგეგმილი „ღირსების მარშისთვის“ ხელის შეშლა.
თბილისი, 5 ივლისი – Sputnik. დღეს დაანონსებული „ღირსების მარშის“ ჩატარება მიმაჩნია მიზანშეუწონლად, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდი" (Tbilisi Pride) 1-5 ივლისს პრაიდ-კვირეულს ატარებს, რომლის ფარგლებში დაგეგმილია თემატური ღონისძიებები, რომელიც დღეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე „ღირსების მარშით“ უნდა დასრულდეს. მარშის ლოზუნგი იქნება „გამოდი სოლიდარობის ნიშნად".
ცნობილია, რომ მარში სტარტს აიღებს მეტროს სადგურ „რუსთაველთან“, მაგრამ საით გაემართება მსვლელობა, ამას ორგანიზატორები არ აკონკრეტებენ.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, დღევანდელი აქცია სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხის შემცველია.
„მოსახლეობის უმრავლესობისთვის აღნიშნული აქციის ჩატარება არის მიუღებელი. მიმაჩნია, რომ აღნიშნული აქცია არ უნდა ჩატარდეს რუსთაველის გამზირზე. შსს მუდმივ კონტაქტზეა მარშის ორგანიზატორებთან, მათ განემარტათ, რომ მათი აქცია შეიცავს გარკვეულ საფრთხეს და მათ მიეცათ ალტერნატიული ლოკაციების შერჩევის შესაძლებლობა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილი „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ ხელისუფლების მოწოდება. მისი თქმით, დღევანდელი ღონისძიების ორგანიზატორების უკან, სამწუხაროდ, დგანან რევანშისტული და რადიკალური ჯგუფები.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ხელისუფლება არ დაუშვებს დესტაბილიზაციას და ყველაფერს მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე გააკეთებს.
საქართველოს საპატრიარქომ 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებების პარალელურად ქაშუეთის ტაძართან შეკრება და მშვიდობიანი პარაკლისის ჩატარება დააანონსა. დღეს „თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები თავდაპირველად 9 აპრილის ბაღში და ქაშუეთის ეკლესიასთან უნდა შეკრებილიყვნენ, სადაც პარაკლისს უნდა დასწრებოდნენ, მაგრამ მათ გეგმა შეცვალეს და მშვიდობიანი პარაკლისის ჩატარების ნაცვლად პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს.
ლგბტ ორგანიზაციების ღონისძიებების წინააღმდეგ ღიად გამოდის საქართველოს საპატრიარქო, რომელიც აცხადებს, რომ 5 ივლისისთვის დაგეგმილი „ღირსების მარშის“ ჩატარებით „ინტერესების დაცვა კი არ ხდება, არამედ ხელი ეწყობა მცირე ნაწილისათვის გარკვეული დივიდენდების მიღებას, ხალხში კი ამ ჯგუფისადმი აგრესიის ხელოვნურად გაჩენას“.
ამ დროისათვის პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დაძაბული ვითარებაა. სასულიერო პირები და „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ისინი დღეს დაგეგმილი ღონისძიების ორგანიზატორებს რუსთაველის გამზირზე შეკრების საშუალებას არ მისცემენ.