ჯაღმაიძე: ვემიჯნებით ნებისმიერ ძალადობას

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს საპატრიარქო
საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2021
გამოწერა
ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ არეულობაა – „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეები ღონისძიების ორგანიზატორებს მოუწოდებენ, უარი თქვან დღევანდელ შეკრებაზე.
თბილისი, 5 ივლისი – Sputnik. ვემიჯნებით ნებისმიერ ძალადობას, მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ აგრესიული ქმედებებისა და ძალადობისგან, განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას.
დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდი" (Tbilisi Pride) „პრაიდი-კვირეულის“ ფარგლებში თბილისში, რუსთაველის გამზირზე „ღირსების მარშის“ ჩატარებას გეგმავს.
აქცია თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2021
თბილისი დღეს: სექს-უმცირესობების მოწინააღმდეგეები ჟურნალისტებისადმი აგრესიით გამოირჩევიან
ამ დროისათვის პარლამენტის შენობის წინ მდებარე ტერიტორიაზე დაძაბული ვითარებაა. სასულიერო პირები და „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ისინი დღეს დაგეგმილი ღონისძიების ორგანიზატორებს რუსთაველის გამზირზე შეკრების საშუალებას არ მისცემენ.
ჯაღმაიძის განცხადებით, პასუხისმგებლობა პირველ რიგში „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს ეკისრებათ, რადგან მათ, საზოგადოების რეაქციის მიუხედავად, არ შეცვალეს საკუთარი გეგმები.
„დაანონსების შემდეგ, ერთი თვეა, მოსახლეობის მხრიდან ვისმენთ აღშფოთებასა და მიუღებლობას. მიუხედავად ამისა, მოხდა მაქსიმალური ესკალაცია. ორგანიზატორებმა არანაირად არ გაითვალისწინეს მოსახლეობის ეს განწყობები. პოლიტიკოსებმა, უფლებადამცველებმა ეს ხალხი წააქეზა. სამწუხაროა, რომ მთელი თვის განმავლობაში შეეცადნენ, მაქსიმალურად დაეპირისპირებინათ ხალხი ერთმანეთისთვის“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2021
ღარიბაშვილი: დღეს დაანონსებული „ღირსების მარშის“ ჩატარება მიზანშეუწონლად მიმაჩნია
ლგბტ ორგანიზაციების ღონისძიებების წინააღმდეგ ღიად გამოდის საქართველოს საპატრიარქო, რომელიც აცხადებს, რომ 5 ივლისისთვის დაგეგმილი „ღირსების მარშის“ ჩატარებით „ინტერესების დაცვა კი არ ხდება, არამედ ხელი ეწყობა მცირე ნაწილისათვის გარკვეული დივიდენდების მიღებას, ხალხში კი ამ ჯგუფისადმი აგრესიის ხელოვნურად გაჩენას“.
საქართველოს საპატრიარქომ 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებების პარალელურად ქაშუეთის ტაძართან შეკრება და მშვიდობიანი პარაკლისის ჩატარება დააანონსა. დღეს „თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები თავდაპირველად 9 აპრილის ბაღში და ქაშუეთის ეკლესიასთან უნდა შეკრებილიყვნენ, სადაც პარაკლისს უნდა დასწრებოდნენ, მაგრამ მათ გეგმა შეცვალეს და მშვიდობიანი პარაკლისის ჩატარების ნაცვლად პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს, სადაც იქ ადრე გაშლილი კარვების დარბევა დაიწყეს.
კარვები რუსთაველზე - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2021
„ღირსების მარში“ კონტრაქციის ფონზე გაიმართება
„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა გუშინ მეტროს სადგურ „რუსთაველთან“ კარვები გაშალეს. მათი განმარტებით, აქციისა და კარვების გაშლის მიზანია „პრაიდის კვირეულის“ ფარგლებში დღეს დაგეგმილი „ღირსების მარშისთვის“ ხელის შეშლა.
დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მას მიზანშეუწონლად მიაჩნია „ღირსების მარშის“ ჩატარება, რადგან იგი სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხის შემცველია, და ღონისძიების ორგანიზატორებს ალტერნატიული ლოკაციების გამოყენება შესთავაზა. 
ყველა ახალი ამბავი
0