https://sputnik-georgia.com/20210705/girsebis-marshi-kontraqciis-ponze-chatardeba-252213214.html
„ღირსების მარში“ კონტრაქციის ფონზე გაიმართება
„ღირსების მარში“ კონტრაქციის ფონზე გაიმართება
Sputnik საქართველო
ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ არეულობაა – „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეები ღონისძიების ორგანიზატორებს მოუწოდებენ, უარი თქვან... 05.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-05T12:49+0400
2021-07-05T12:49+0400
2021-10-19T18:00+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/05/252210789_0:504:2730:2048_1920x0_80_0_0_ac763f3ad7c2db9a02bdfbfe32a4e8dc.jpg
თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. აქცია „ღირსების მარშის“ საორგანიზაციო გუნდი უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობს და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქტიურ კომუკიკაციაშია, ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის“ განცხადებაში. არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდი" (Tbilisi Pride) 1-5 ივლისს პრაიდ-კვირეულს ატარებს, რომლის ფარგლებში დაგეგმილია თემატური ღონისძიებები, რომელიც გეგმის მიხედვით დღეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე „ღირსების მარშით“ უნდა დასრულდეს. მარშის ლოზუნგი იქნება „გამოდი სოლიდარობის ნიშნად".როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით ლგბტ ადამიანებისა და მხარდამჭერების მხრიდან ინტერესი დიდია.ცნობილია, რომ „მარში“ სტარტს აიღებს მეტროს სადგურ „რუსთაველთან“, მაგრამ საით გაემართება მსვლელობა, ამას ორგანიზატორები არ აკონკრეტებენ.დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მას მიზანშეუწონლად მიაჩნია „ღირსების მარშის“ ჩატარება, რადგან იგი სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხის შემცველია, და ღონისძიების ორგანიზატორებს ალტერნატიული ლოკაციების გამოყენება შესთავაზა. „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა გუშინ მეტროს სადგურ „რუსთაველთან“ კარვები გაშალეს. მათი განმარტებით, აქციისა და კარვების გაშლის მიზანია „პრაიდის კვირეულის“ ფარგლებში დღეს დაგეგმილი „ღირსების მარშისთვის“ ხელის შეშლა.საქართველოს საპატრიარქომ 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებების პარალელურად ქაშუეთის ტაძართან შეკრება და მშვიდობიანი პარაკლისის ჩატარება დააანონსა. დღეს „თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები თავდაპირველად 9 აპრილის ბაღში და ქაშუეთის ეკლესიასთან უნდა შეკრებილიყვნენ, სადაც პარაკლისს უნდა დასწრებოდნენ, მაგრამ მათ გეგმა შეცვალეს და მშვიდობიანი პარაკლისის ჩატარების ნაცვლად პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს, სადაც იქ ადრე გაშლილი კარვების დარბევა დაიწყეს.ლგბტ ორგანიზაციების ღონისძიებების წინააღმდეგ ღიად გამოდის საქართველოს საპატრიარქო, რომელიც აცხადებს, რომ 5 ივლისისთვის დაგეგმილი „ღირსების მარშის“ ჩატარებით „ინტერესების დაცვა კი არ ხდება, არამედ ხელი ეწყობა მცირე ნაწილისათვის გარკვეული დივიდენდების მიღებას, ხალხში კი ამ ჯგუფისადმი აგრესიის ხელოვნურად გაჩენას“.ამ დროისათვის პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დაძაბული ვითარებაა. სასულიერო პირები და „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ისინი დღეს „მარშის“ ორგანიზატორებს რუსთაველის გამზირზე შეკრების საშუალებას არ მისცემენ.
https://sputnik-georgia.com/20210703/sapatriarqo-Tbilisis-praidis-marSis-paralelurad-Sekrebas-aanonsebs-252201537.html
https://sputnik-georgia.com/20210705/garibashvili-girsebis-marshis-chatareba-mizansheuwonlad-mimachnia-252211908.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/05/252210789_0:332:2730:2048_1920x0_80_0_0_29c91ece2a9b6788d10454980885e11c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
„ღირსების მარში“ კონტრაქციის ფონზე გაიმართება
12:49 05.07.2021 (განახლებულია: 18:00 19.10.2021) ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ არეულობაა – „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეები ღონისძიების ორგანიზატორებს მოუწოდებენ, უარი თქვან დღევანდელ შეკრებაზე.
თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. აქცია „ღირსების მარშის“ საორგანიზაციო გუნდი უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობს და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქტიურ კომუკიკაციაშია, ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის“ განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდი" (Tbilisi Pride) 1-5 ივლისს პრაიდ-კვირეულს ატარებს, რომლის ფარგლებში დაგეგმილია თემატური ღონისძიებები, რომელიც გეგმის მიხედვით დღეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე „ღირსების მარშით“ უნდა დასრულდეს. მარშის ლოზუნგი იქნება „გამოდი სოლიდარობის ნიშნად".
როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით ლგბტ ადამიანებისა და მხარდამჭერების მხრიდან ინტერესი დიდია.
„როგორც უკვე ვიცით, იგეგმება კონტრაქცია ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან. ჩვენ ვართ მშვიდობიანი დემონსტრანტები და არ გვსურს „ღირსების მარშს“ მოჰყვეს ძალადობრივი ინციდენტები. სწორედ ამის გამოსარიცხად ვცდილობთ მაქსიმალურად შევამციროთ კონტრაქციის მონაწილეებთან ფიზიკური შეხების შესაძლებლობა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობილია, რომ „მარში“ სტარტს აიღებს მეტროს სადგურ „რუსთაველთან“, მაგრამ საით გაემართება მსვლელობა, ამას ორგანიზატორები არ აკონკრეტებენ.
დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მას მიზანშეუწონლად მიაჩნია „ღირსების მარშის“ ჩატარება, რადგან იგი სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხის შემცველია, და ღონისძიების ორგანიზატორებს ალტერნატიული ლოკაციების გამოყენება შესთავაზა.
„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა გუშინ მეტროს სადგურ „რუსთაველთან“ კარვები გაშალეს. მათი განმარტებით, აქციისა და კარვების გაშლის მიზანია „პრაიდის კვირეულის“ ფარგლებში დღეს დაგეგმილი „ღირსების მარშისთვის“ ხელის შეშლა.
საქართველოს საპატრიარქომ 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებების პარალელურად ქაშუეთის ტაძართან შეკრება და მშვიდობიანი პარაკლისის ჩატარება დააანონსა. დღეს „თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები თავდაპირველად 9 აპრილის ბაღში და ქაშუეთის ეკლესიასთან უნდა შეკრებილიყვნენ, სადაც პარაკლისს უნდა დასწრებოდნენ, მაგრამ მათ გეგმა შეცვალეს და მშვიდობიანი პარაკლისის ჩატარების ნაცვლად პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს, სადაც იქ ადრე გაშლილი კარვების დარბევა დაიწყეს.
ლგბტ ორგანიზაციების ღონისძიებების წინააღმდეგ ღიად გამოდის საქართველოს საპატრიარქო, რომელიც აცხადებს, რომ 5 ივლისისთვის დაგეგმილი „ღირსების მარშის“ ჩატარებით „ინტერესების დაცვა კი არ ხდება, არამედ ხელი ეწყობა მცირე ნაწილისათვის გარკვეული დივიდენდების მიღებას, ხალხში კი ამ ჯგუფისადმი აგრესიის ხელოვნურად გაჩენას“.
ამ დროისათვის პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დაძაბული ვითარებაა. სასულიერო პირები და „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ისინი დღეს „მარშის“ ორგანიზატორებს რუსთაველის გამზირზე შეკრების საშუალებას არ მისცემენ.