როგორ შევარჩიოთ მზის სათვალე

© Sputnik / STRINGERვარდისფერი სათვალით დანახული სამყარო
ვარდისფერი სათვალით დანახული სამყარო - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2021
გამოწერა
მზის სათვალე უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ საზაფხულო აქსესუარი: ის თვალებს იცავს მავნე გამოსხივებისგან და ამცირებს დაღლილობას. გარდა ამისა, სათვალე სრულებით ცვლის ადამიანის იმიჯს.

მზის სათვალეს შეუძლია რადიკალურად შეცვალოს სახე, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მიმართულებით. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს სათვალის სწორად შერჩევას.

დღევანდელ სტატიაში ვეცდებით, შემოგთავაზოთ ის ძირითადი რჩევები, როგორ შეარჩიოთ ისეთი მზის სათვალე, რომელიც გიხდებათ და ამავე დროს, ეფექტურად დაგიცავთ მზის მავნე გამოსხივებისგან.

Davidsnow-ს სათვალეები - Sputnik საქართველო, 1920, 14.01.2021
„ადამისა და ღმერთის ხელები“ – ქართველმა დიზაინერმა ახალი სათვალე შექმნა

პირველ რიგში დაადგინეთ, როგორია თქვენი სახის ფორმა

როგორ განვსაზღვროთ სახის ფორმა? დადექით სარკის წინ და კარგად დააკვირდით თქვენს სახეს, თუ რომელ გეომეტრიულ ფიგურას შეესაბამება. დაიბენით? უფრო მარტივ ხერხს გასწავლით: სარკიდან დადექით დაახლოებით მკლავის სიგრძის მოშორებით, აიღეთ მარკერი, პომადა, თუნდაც საპნის ნაჭერი. ეცადეთ, ხელი არ აუშვათ და სარკის ზედაპირზე შემოხაზეთ თქვენი სახის ფორმა, დაწყებული ნიკაპიდან დამთავრებული თმის ზოლით. დაიხიეთ უკან ერთი ნაბიჯით და დააკვირდით მიღებულ ფორმას.

მრგვალი სახე

მრგვალი სახე - სახის სიგრძე და სიგანე თითქმის იდენტურია. პატარა, მრგვალი ნიკაპი მკვეთრი კუთხეების გარეშე. თმის ხაზიც მომრგვალებულია.

თქვენი ამოცანაა, ვიზუალურად დაიგრძელოთ სახე, ამიტომ შეარჩიეთ სათვალეები მუქი ჩარჩოებით, ისინი სახეს ავიწროვებენ და მის კონტურს ოვალურ ფორმას მიუახლოვებენ. სახის პროპორციების დასაბალანსებლად აირჩიეთ ჩარჩო, რომლის სიგანე სიმაღლეზე მეტია.

ანუკი არეშიძე - Sputnik საქართველო, 1920, 23.11.2020
ანუკი არეშიძის ექსტრაორდინარული სახლის ჩუსტები – ახალი ტრენდი, თუ მორიგი ექსპერიმენტი?

მრგვალი სახისთვის შესაფერისია:

-  მართკუთხა და კვადრატული ფორმის სათვალეები

- „კატის თვალების" ფორმის სათვალე.

- „პეპელა" სათვალე.

- სათვალეები ვიწრო ხიდებით.

- „ავიატორები".

არ არის შესაფერისი მრგვალი სახისთვის:

- მრგვალი სათვალე.

- ვიწრო ჩარჩოები.

- სათვალეები მკვეთრად გამოკვეთილი კიდეებით.

- გეომეტრიული ფორმის სათვალეები.

- სათვალე ფერადი ლინზებით.

- სათვალე, რომელიც ფარავს წარბებს.

დამსვენებლები საფრანგეთის სანაპიროზე - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2020
დასვენება ზღვაზე COVID-19-თან ერთად: ჭკვიანი გაჯეტები უსაფრთხოებისათვის

ოვალური სახე

ოვალური სახე - სახის სიგრძე ოდნავ დიდია, ვიდრე სიგანე. ნიკაპი მრგვალია. ლოყები სახის ყველაზე ფართო მონაკვეთია. შუბლის სიგანე ოდნავ მეტია ყბის სიგანეზე.

ამ შემთხვევაში მთავარი მიზანია, არ დაირღვეს  სახის ჰარმონიული პროპორციები. ამიტომ, თავიდან არ უნდა გამოიყენოთ ძალიან დიდი ზომის სათვალეები, სასურველია, ჩარჩო იყოს თქვენი სახის სიგანის, ან ოდნავ განიერი. დარწმუნდით, რომ ჩარჩოს ზედა ნაწილი შეესაბამება თქვენს წარბებს.

ოვალური სახისთვის შესაფერისია:

- სათვალეები მართკუთხა, ოვალური, მრგვალი ჩარჩოებით

-„პეპელა" სათვალე.

-„ავიატორები".

-„კატის თვალების" ფორმის სათვალე.

დათრთვილული სათვალე  - Sputnik საქართველო, 1920, 13.01.2020
სათვალე ზამთარში: რატომ უნდა დაიცვათ თვალები ცივ სეზონზე

არ არის შესაფერისი ოვალური სახისთვის:

- სათვალეები მკვეთრად განსაზღვრული კიდეებით.

- სათვალეები, რომლებიც ძალიან მასიური ჩანს.

- სათვალე, რომელიც ძალიან განიერია.

- ვიწრო ჩარჩოები.

კვადრატული სახე

კვადრატული სახე - სახის სიგრძე და სიგანე თითქმის იდენტურია. ნიკაპი ფართოა და კუთხოვანი. ლოყები, ყბა და შუბლი თანაბარი სიგანისაა. თმის ზოლი თითქმის სწორია.

მკვეთრად მართკუთხა ან კვადრატული ჩარჩოებით შეიძლება „გადატვირთოთ" თქვენი სახის კონტურები. ამავე დროს მომრგვალებული ჩარჩოები ხელს შეუწყობს ვიზუალურად დააბალანსოს და შეარბილოს  სახის პროპორციები.

გიორგი ქებურია - Sputnik საქართველო, 1920, 22.12.2019
ამერიკელი მომღერალი ბილი აილიში ქართველი დიზაინერის სათვალემ აღაფრთოვანა

კვადრატული სახისთვის შესაფერისია:

- დიდი სათვალეები.

-სათვალე, სადაც ჩარჩოს სიგანე უდრის თქვენი სახის სიგანეს.

- სათვალე ფერადი ჩარჩოებით.

- სათვალეები ოვალური, მრგვალი ან ცრემლის ფორმის ჩარჩოებით.

- სათვალეები ჩარჩოს გარეშე.

-„კატის თვალების" ფორმის სათვალე.

- „ავიატორები".

არ არის შესაფერისი კვადრატული სახისთვის:

- კვადრატული ჩარჩოები მკვეთრი კუთხეებით.

- პატარა, ვიწრო და წვრილი ჩარჩოები.

- სათვალეები, სადაც ჩარჩო უფრო ფართოა, ვიდრე  სახე.

მოგზაურობისას გადაღებული ფოტო - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2019
ზაფხულის და მზის სამეფო - როგორ იმოგზაუროთ და რა ნახოთ ჰავაიზე

მართკუთხა სახე

მართკუთხა სახე - სახის სიგრძე უფრო დიდია, ვიდრე სიგანე. ლოყები, ყბა და შუბლი თანაბარი სიგანისაა. ნიკაპი ფართოა და კუთხოვანი. თმის ზოლი თითქმის სწორია.

ამ შემთხვევაში ჩვენი მიზანია სახის ვიზუალური გაფართოება. მოირგეთ დიდი, მასიური  სათვალეები. ასევე, უკეთესია, მათ ჰქონდეთ გამჭვირვალე ლინზები და თხელი ჩარჩოები.

შესაფერისია მართკუთხა სახისთვის:

- დიდ ჩარჩოიანი სათვალე

-„ავიატორები" (დიდი ჩარჩოებით).

-სათვალე მრგვალი ჩარჩოთი.

ვაჟა-ფშაველა - Sputnik საქართველო, 1920, 26.11.2016
მზის სათვალე, მონეტები, კრიალოსანი — ვაჟა-ფშაველას ნივთების გამოფენა თბილისში

არ არის შესაფერისი მართკუთხა სახისთვის:

- ვიწრო ჩარჩოები.

- პატარა სათვალეები.

- სათვალეები ნათელი, ფერადი ჩარჩოებით

გულის ფორმის სახე

გულის ფორმის სახე -  სახის სიგრძე უფრო დიდია, ვიდრე სიგანე. ნიკაპი სახის ყველაზე ვიწრო ნაწილია, იმ დროს, როცა შუბლი ყველაზე ფართოა. სახე თანდათან წვრილდება შუბლიდან ნიკაპისკენ.

თქვენი მიზანია დააბალანსოთ თქვენი სახის ზედა ნაწილი, გახადოთ ქვედა ნაწილი უფრო მოცულობითი. მასიური გარეგნობის სათვალე არ გამოდგება. გირჩევთ, აირჩიოთ სათვალე, სადაც სიგანე უდრის თქვენი სახის სიგანეს. აირჩიე ცრემლის ფორმის დიზაინი. „ავიატორები" იდეალური იქნებოდა.

რიანა - Sputnik საქართველო, 1920, 27.11.2017
რა აკავშირებთ რიანასა და კარდაშიანს საქართველოსთან

შესაფერისია გულის ფორმის სახისთვის:

- მრგვალი სათვალე.

- პატარა ჩარჩოები ვიწრო ხიდით.

- "ავიატორები".

- სათვალეები ჩარჩოს გარეშე

- ნათელი ან ნეიტრალური ფერის ჩარჩოები.

არ არის შესაფერისი გულის ფორმის სახისთვის:

- სათვალეები ფართო და მძიმე ჩარჩოებით.

- სათვალე, რომელიც ფარავს წარბებს.

- „პეპლის"  ფორმის სათვალე ან ცრემლის ფორმის სათვალე.

- „კატის თვალების" ფორმის სათვალე.

- სათვალეები მკვეთრი ფერის ჩარჩოებით.

Как правильно подобрать солнцезащитные очки - ГРУЗИНСКАЯ ВЕРСИЯ - Sputnik საქართველო, 1920, 18.07.2016
როგორ შევარჩიოთ მზის სათვალე

სამკუთხედი სახე

სამკუთხედი სახე - სახის სიგრძე ოდნავ დიდია, ვიდრე სიგანე. ნიკაპი ფართოა და კუთხოვანი. ლოყები და შუბლი წვრილია. სახის ყველაზე ფართო მონაკვეთია. შუბლის სიგანე ოდნავ მეტია ყბის სიგანეზე. სახე ვიწროვდება საფეთქლებისკენ.

მთავარი მიზანი უნდა იყოს სახის ზედა ნახევრის ვიზუალური გაფართოება, ხოლო ქვედა ნახევარზე ნაკლები აქცენტის გაკეთება. შეარჩიეთ სათვალე დიდი ჩარჩოთი და ფართო ზედა ნაწილით. ქვედა ნაწილს არ უნდა ჰქონდეს კვადრატული ან მკვეთრი კონტურები.

შესაფერისია სამკუთხა სახისთვის:

- მრგვალი სათვალეები

-„ავიატორები".

-„კატის თვალების" ფორმის სათვალეები გამჭვირვალე ლინზებით.

-სათვალეები ჩარჩოს გარეშე.

არ არის შესაფერისი სამკუთხა სახისთვის:

- „კატის თვალების" სათვალეები მუქი შეფერილობის ლინზებით.

- სათვალეები კვადრატული ან მართკუთხა ჩარჩოებით.

- სათვალეები ვიწრო ან პატარა ჩარჩოებით.

- სათვალეები, სადაც ქვედა ნაწილს აქვს მკვეთრი კვადრატული ფორმა.

თუ ძალიან დაიბენით, მარტივ ხრიკს გაგიმხელთ:  აირჩიეთ თქვენი სახის ფორმის  საპირისპირო სათვალე -  თუ კვადრატული სახე გაქვთ, ეძებეთ მომრგვალო  ჩარჩოები, ხოლო თუ მრგვალი სახე, მოძებნეთ კვადრატული ჩარჩოები და ა.შ.

ჰოლივუდის მსახიობი ჯეკ ნიკოლსონი - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2016
არ გადადო ხვალისთვის ის, რისი გაკეთებაც ძალიან გინდა დღეს!

გარდა ფორმისა, სათვალის არჩევისას რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალსაც უნდა მიაქციოთ ყურადღება:

სათვალის ეტიკეტზე აღნიშვნა UV ნიშნავს, რომ ის თვალს 70-90%-ით იცავს ულტრაიისფერი სხივებისგან.

თუ ლინზა მინისაა:

დადებითი მხარეები - 100%-ით იცავს თვალს ულტრაიისფერი სხივებისგან. მედეგია ნაჩხაპნებისა და ტემპერატურული ცვლილებების მიმართ.

უარყოფითი მხარეები - იოლად იმსხვრევა. მძიმეა. იორთქლება და ტრავმასაშიშია.

თუ სათვალე პლასტიკური მინისაა (აკრილი, პოლიკარბონატი):

დადებითი მხარეები - არ იმსხვრევა. მსუბუქია. მედეგია დავარდნის მიმართ.

უარყოფითი მხარეები - ულტრაიისფერი სხივებისგან არ იცავს 100%-ით. იოლად იჩხაპნება და დროთა განმავლობაში ბუნდოვანდება.

ლინზები:

- ნაცრისფერი ან მწვანე მინა - არ ამახინჯებს ფერს და მათი ტარება ყველგანაა შესაძლებელი.

- ოქროსფერ-ყვითელი - ბლოკავს ლურჯ ფერს, შეგიძლიათ ატაროთ ღრუბლიან ამინდშიც. ყვითელი ლინზები კარგია  მათთვის, ვინც დიდ დროს უთმობს კომპიუტერს ან ვიდეო თამაშებს. შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ სათვალის ტარება შენობაში, მაგრამ მათ ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ თქვენი თვალის ჯანმრთელობისთვის. ყვითელი ლინზები არ არის კარგი მართვის დროს.

- პოლარიზებული - ბლოკავს კაშკაშა სინათლეს. შეგიძლიათ ატაროთ მთებში და ასევე, ზღვაზეც.

- სარკისებრი - ირეკლავს სინათლეს. შეგიძლიათ ატაროთ დიდ სიმაღლეზე.

- ფოტოქრომული მინა ( ქამელეონი) – იცვლის ფერს განათების კვალდაკვალ, შეგიძლიათ ატაროთ ყველგან.

- გრადირებული - ნახევრად დაბურული. შეგიძლიათ, ატაროთ ყველგან. განსაკუთრებით, მძღოლებს.

- ყავისფერი / ქარვისფერი -  აძლიერებს კონტრასტს და კარგია არაპროგნოზირებადი ამინდისთვის. ასევე სპორტული ღონისძიებებისთვის, რომლებიც საჭიროებენ სიღრმისეულ აღქმას (მაგალითად, გოლფის და ჩოგბურთის).

- ვარდისფერი - აუმჯობესებს გზის ხილვადობას. იძლევა ყველაზე დიდ კონტრასტს და ითვლება, რომ ყველაზე კომფორტულია ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში სატარებლად, რადგან ამცირებენ თვალის დაძაბვას.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0