მზის სათვალე, მონეტები, კრიალოსანი — ვაჟა-ფშაველას ნივთების გამოფენა თბილისში

გამოწერა

ლიტერატურის მუზეუმში 25 ნოემბერს ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 155 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ვაჟა-ფშაველას სოფელ ჩარგალში მდებარე  ქვითკირის სახლიდან მისი პირადი ნივთები დღეს ლიტერატურის მუზეუმშია დაცული. საგამოფენო სივრცეში კი ისინი პოეტის 155 წლის საიუბილეოდ გამოიტანეს. დამთვალიერებელს საშუალება აქვს საგამოფენო დარბაზში მწერლის ფოტოები, ხელნაწერები, მემორიალური ნივთები, გამოცემები, სხვადასხვა მხატვრის შესრულებული პორტრეტები და ნაწარმოებთა ილუსტრაციები დაათვალიეროს. გამოფენა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით მომზადდა.

ექსპოზიციაზე, რომლის ავტორიც გახლავთ თეა თვალავაძე, წარმოდგენილი ნივთებიდან აღსანიშნავია ვაჟა-ფშაველას უბის წიგნაკი, რომელშიც ის თავის სიზმარს აღწერს.  ეს სიზმარი მან შემდეგში ილა ჭავჭავაძის მკვლელობას, როგორც წინასწარმეტყველება, ისე დაუკავშირა. სწორედ ეს უბის წიგნაკია ვაჟას ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი ნივთი.  

© მერი ბლიაძის არქივიდანვაჟას უბის წიგნაკი, რომელიც 1907-1914 წლებით თარიღდება
ვაჟას უბის წიგნაკი, რომელიც 1907-1914 წლებით თარიღდება - Sputnik საქართველო
ვაჟას უბის წიგნაკი, რომელიც 1907-1914 წლებით თარიღდება

მნიშვნელოვანია ასევე  მოსე თოიძის მიერ შესრულებული ერთადერთი ნამუშევარი, სადაც ვაჟა ნატურიდანაა დახატული.

აქვე ნახავთ ვაჟას პირად ნივთებს: კრიალოსანს, სათვალეს, კბილის პროთეზს, ცხვირსახოცს, რომელის მას თან ჰქონდა სიკვდილის წინ წმინდა ნინოს ლაზარეთში.

გამოფენაზე წარმოდგენილია ვაჟას ცხოვრების ყველა ეტაპი — დაბადებიდან გარდაცვალებამდე.

,,sputnik- საქართველოს“ გამოფენის შესახებ  მანანა ვარადაშვილი, ლიტარატურის მუზეუმის საგამოფენო განყოფილების კურატორი ესაუბრა.

© Photo: courtesy of Meri Bliadzeვაჟას პირადი ნივთები, რომლებიც თან ჰქონდა სიკვდილის წინ ლაზარეთში
ვაჟას პირადი ნივთები, რომლებიც თან ჰქონდა სიკვდილის წინ ლაზარეთში - Sputnik საქართველო
ვაჟას პირადი ნივთები, რომლებიც თან ჰქონდა სიკვდილის წინ ლაზარეთში

მანანა ვარადაშვილი: ჩვენი დღევანდელი ექსპოზიცია ეძღვნება ვაჟას დაბადებიდან 155-ე წლისთავს. გამოფენაზე  წარმოდგენილი მასალა მუზეუმის ფონდებიდანაა. თითქმის ყველაფერი არის ჩვენი მუზეუმიდან, თუმცა მცირეოდენი დახმარებით ვისარგებლეთ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან და ეროვნული არქივიდან. მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე დოკუმენტს ეხება.

ვაჟასთან დაკავშირებით გვაქვს ის ბედნიერება,  რომ უხვად არის შემონახული მისი მემორიალური ნივთები. მისი ოჯახიდან წარმოდგენილია ავეჯი, ჭურჭელი, ფარდაგები და ა.შ. ყველაზე მნიშვნელოვანი მასალა არის ხელნაწერები, რომლებიც კედლებზე წარმოდგენილია ასლების სახით, ვიტრინებში კი დედნებია განთავსებული. ეს არის ლექსები, წერილები, სხვადასხვა დოკუმენტური მასალა. 

© მერი ბლიაძის არქივიდანვაჟას მუსიკალური საკრავები
ვაჟას მუსიკალური საკრავები - Sputnik საქართველო
ვაჟას მუსიკალური საკრავები

უხვადაა ფოტო მასალაც, არის რამდენიმე საზოგადოებისთვის უცნობი ფოტო. აქ არის ცნობილი ფოტოც, რომლის შესახებაც გულქან რაზიკაშვილი მოგონებებში იხსენებს, რომ ეს არის ნამდვილი „მამაი“. სურათზე ვაჟა-ფშაველას ქუდი უჭირავს ხელში. ეს ქუდი, მართალია ძალიან დაზიანებულია, მაგრამ გამოფენილია ერთ-ერთ ვიტრინაში. 
მოგეხსენებათ ქართული ინტერნეტი ზოგჯერ სცოდავს შემოქმედი ადამიანების ბიოგრაფიის გამოქვეყნების დროს. ვაჟასთან მიმართებით, თუ დაძებნით, ბევრს ვერაფერს იპოვით.

ასე, რომ, ვფიქრობ ქართული საზოგადოებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოფენაა, მითუმეტეს, რომ ყველა მასალა: პირადი ნივთები, ფოტო, ფერწერული, გრაფიკული ერთადაა თავმოყრილი.

ასე, რომ ქართულ საზოგადოებას, პოეზიის და პროზის მოყვარულებს, უშუალოდ ვაჟას მოყვარულთ, ელის ძალიან დიდი სიამოვნება. მუზეუმის ეს გამოფენა კიდევ ერთხელ გააცოცხლებს მის დიდ შემოქმედებას.

© Photo: courtesy of Meri Bliadzeვაჟას ქუდი
ვაჟას ქუდი - Sputnik საქართველო
ვაჟას ქუდი

— რამდენად რთული იყო ექსპონატების შეგროვება?

— ნამდვილად არ იყო რთული. ძალიან ბევრი ნივთი — ჭურჭელი, ფარდაგები, იარაღი რაზკაშვილების ოჯახიდანაა. ერთ-ერთ ვიტრინაში არის მისი პირადი ნივთების ჩამონათვალი, რომელიც გარდაცვალების დროს თან ჰქონდა ვაჟას. ძალიან საინტერესოა მისი კრიალოსანი, მონეტები, მზის სათვალე. აქ შეხვდებით ისეთ უცნაურ ნივთებს, როგორიცაა ვაჟას პროთეზი და ქალის ჩექმის ფორმის ყურის საჩიჩქნი.

გულისამაჩუყებელია სამგლოვიარო ბაფთები. მოგეხსენებათ ვაჟა წმინდა ნინოს სახელობის ლაზარეთში გარდაიცვალა. ერთ-ერთ სამგლოვირო ბაფთას აქვს წარწერა:,,ძვირფას მგოსან ვაჟას გულდაწყვეტილ მომვლელთაგან. წმინდა ნინოს ლაზარეთი“.

© არქივის ფოტოვაჟა-ფშაველა წმინდა ნინოს სახელობის ლაზარეთში
ვაჟა-ფშაველა წმინდა ნინოს სახელობის ლაზარეთში - Sputnik საქართველო
ვაჟა-ფშაველა წმინდა ნინოს სახელობის ლაზარეთში

უხვად წარმოდგენილ ფოტოებს შორის  არის ისეთიც,  რომელიც ასახავს ვაჟას გადასვენებას დიდუბის პანთეონიდან მთაწმინდაზე. იცით ალბათ, რომ დიდუბის პანთეონში ვაჟას ნასაფლავარში დაკრძალულია მისი მეუღლე თამარ დიდებაშვილი. „ცისფერყანწელები“ ძალიან დიდ მონაწილეობას იღებდნენ ვაჟას გადასვენებაში. ფოტოზე ჩანან პაოლო იაშვილი, გიორგი ლეონიძე, ნინო მაყაშვილი და სხვები. 

ასე რომ, დამთვალიერებელს საშუალება აქვს, 28 იავნრამდე იხილოს დიდი ქართველი მგოსნის, ვაჟა-ფშაველას ბევრი უცნობი და საინტერესო ნივთი.

ყველა ახალი ამბავი
0