ზაფხულის და მზის სამეფო - როგორ იმოგზაუროთ და რა ნახოთ ჰავაიზე

© photo: courtesy of Mariam Inabaმოგზაურობისას გადაღებული ფოტო
მოგზაურობისას გადაღებული ფოტო - Sputnik საქართველო
გამოწერა

აი, ჩვენი რუბრიკის დღეც დადგა და დღეს ჰავაიზე ვიმოგზაურებთ. მეგზურობას კი მარიამ ინაბა გაგვიწევს, რომელმაც სულ ახლახან იმოგზაურა ჰავაიზე.

ჰავაი - ალბათ ეს კუნძული ბევრისთვის ეგზოტიკასთან, მცხუნვარე მზესთან, მინასავით გამჭვირვალე წყალთან, ფირუზისფერი ლაგუნებთან, ოქროსფერი პლაჟებთან და თავბრუდამხვევ თავგადასავლებთან ასოცირდება. ჰავაი - ეს არის მაგიური ადგილი, ზაფხულის და მზის სამეფო. ჰავაი ბევრისთვის საოცნებო ადგილია. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ოცნებები ხდება. მარიამი საკუთარ გამოცდილებას გაგიზიარებთ და გასწავლით, როგორ იმოგზაუროთ ჰავაიზე იაფად და რა სანახაობებით დატკბეთ მოგზაურობის დროს.

© photo: courtesy of Mariam Inabaმარიამ ინაბა
ზაფხულის და მზის სამეფო - როგორ იმოგზაუროთ და რა ნახოთ ჰავაიზე - Sputnik საქართველო
მარიამ ინაბა

- ჰავაი დღეს, როცა ამ ზღაპრულ ადგილას უკვე ნამყოფი ხართ, რასთან ასოცირდება ის თქვენთვის? რა ემოციები დაგიტოვათ ამ მოგზაურობამ?

- ჰავაიზე სამ თებერვალს ღამით გავფრინდით და სამ თებერვალსვე დღისით ჩავედით. რატომღაც თავიდან ფეხს ვითრევდი, არ მინდოდა წასვლა. ალბათ იმიტომ, რომ ამერიკის ვიზას ავიღებდი თუ არა მეეჭვებოდა, მაგრამ როგორც კი ვიზა ავიღე ერთი სული მქონდა როდის წავიდოდი. ჩემს მეუღლესთან ერთად ვიყავი. ჰავაიზე მოგზაურობა მან შემომთავაზა. სტუდენტობისას ცხოვრობდა რამდენიმე წელი და აუცილებლად მინდა განახო იქაურობა, ვიცი ძალიან მოგეწონებაო. მისი სტუდენტობის დროინდელი მასწავლებლებიც და ჰოსთ ფემილიც ისევ იქ ცხოვრობენ და ერთ-ერთი მიზეზი მათთან შეხვედრაც იყო.

სასწაული იყო ჰავაი. სამწუხაროდ ბევრი დრო არ გვქონდა და მხოლოდ ოაჰუს კუნძულით შემოვიფარგლეთ, შემდეგში აუცილებლად მინდა სხვა კუნძულების ნახვაც. ჰონოლულუს  აეროპორტი ერთი ბეწოა და ძველი. აეროპორტიდან სასტუმრომდე გზად მხოლოდ დაბალ სართულიანი შენობები გვხვდებოდა, მაგრამ როგორც კი ვაიკიკისკენ მოვხვდით, უზარმაზარი სასტუმროები და საცხოვრებელი სახლები დაგვხვდა.

ქუჩაში, მაღაზიაში, რესტორანში ყველა გიღიმის, გელაპარაკება, გეკითხება როგორ ხარ. ამინდიც ხელს გიწყობს, რომ კარგი დრო გაატარო და ბედნიერი იყო. თებერვლის დასაწყისში 25-26 გრადუსი იყო, მაგრამ ისეთი მწველი მზე იყო 30-32 გრადუსს უდრიდა.

ჰავაი ჩემთვის ერთ დიდ ფერად ცისარტყელასთან ასოცირდება, პირველ რიგში იმიტომ, რომ ყოველდღე უამრავჯერ ვხედავდით ცისარტყელას და შემდეგ იმიტომ, რომ ყველა ცისარტყელასავით ფერადი და მომღიმარია.

© photo: courtesy of Mariam Inabaფრენისას გადაღებული ფოტო
ზაფხულის და მზის სამეფო - როგორ იმოგზაუროთ და რა ნახოთ ჰავაიზე - Sputnik საქართველო
ფრენისას გადაღებული ფოტო

- რომელი ქვეყნიდან გაემგზავრეთ ჰავაიზე და რა თანხებს მოიცავს ჰავაიზე მოგზაურობა?

- ჰავაიზე იაპონიიდან გავემგზავრეთ, კერძოდ ოსაკას აეროპორტიდან. Air Asia დაფრინავს ძალიან იაფად. პირდაპირი რეისის ორი ბილეთი და ერთი 20კგ-იანი ჩემოდანი 700$მდე დაგვიჯდა. იაპონიიდან ჰონოლულუს აეროპორტამდე შვიდი საათი, ხოლო უკან გზაზე დაახლოებით 10 საათამდე დაგვჭირდა. აეროპორტიდან ცენტრამდე ტაქსით წავედით 30 დოლარი ღირდა. არის სპეციალური შატლებიც, რომელიც წინასწარ უნდა დაჯავშნოთ.

© photo: courtesy of Mariam Inabaმარიამ ინაბა
ზაფხულის და მზის სამეფო - როგორ იმოგზაუროთ და რა ნახოთ ჰავაიზე - Sputnik საქართველო
მარიამ ინაბა

- სად დავრჩეთ ჰავაიზე? სასტუმროსა და მათი ფასებზე რას გვეტყვით?

- ჩვენ AirBnb-ზე დავიქირავეთ ბინა Hawaiian Monarch ერქვა. სასტუმროა, მაგრამ ნაყიდი აქვს ზოგს ოთახი და აქირავებს. 32 სართულზე იყო ჩვენი ოთახი ულამაზესი ხედით. წინა მხრიდან მთას უყურებდა ოთახი და ცისარტყელის დანახვა ყოველ დილას შეგვეძლო ფანჯრიდან. მეორე ფანჯრიდან ოკეანე ჩანდა. ჰოსტიც ძალიან კარგი შეგვხვდა. პასუხს იმ წამსვე მიბრუნებდა თუ რაიმე კითხვა მქონდა. სამწუხაროდ ბოლო წუთებში დავჯავშნეთ ჩვენ და ძვირი დაგვიჯდა ექვსი დღე და ხუთი ღამე 700 დოლარამდე. თუ დროულად დაჯავშნით და არ გექნებათ პრეტენზია ადგილზე შესაძლებელია უფრო იაფადაც დარჩეთ.

© photo: courtesy of Mariam Inabaმოგზაურობისას გადაღებული ფოტო
ზაფხულის და მზის სამეფო - როგორ იმოგზაუროთ და რა ნახოთ ჰავაიზე - Sputnik საქართველო
მოგზაურობისას გადაღებული ფოტო

- რამდენად მოწესრიგებული ტრანსფერია?

- ავტობუსი დადის 2.50 დოლარი ღირს და ორჯერ შეგიძლია იმ დღეს მგზავრობა. ასევე ღია ავტობუსებია ,ტაქსებიც. შეგიძლიათ მანქანის დაქირავება (უმეტესობა ქირაობს) ფასები სხვადასხვაა. შეგიძლიათ ინტერნეტით დაიქირავოთ, რომ რიგში აღარ მოგიწიოთ დგომა და დროის დაკარგვა. მანქანით ოაჰუს კუნძულის გარშემო მოგზაურობაა რეკომენდირებული. ჩვენც ასე მოვიქეცით, ორი დღით დავიქირავეთ მანქანა და აღმოსავლეთიდან ჩრდილოეთით შემოვიარეთ ყველაფერი რაც გვაინტერესებდა.

© photo: courtesy of Mariam Inabaმარიამ ინაბა
ზაფხულის და მზის სამეფო - როგორ იმოგზაუროთ და რა ნახოთ ჰავაიზე - Sputnik საქართველო
მარიამ ინაბა

- ჰავაიზე რა უნდა ვნახოთ აუცილებლად?

- რაც ჩვენ ვნახეთ ყველა ადგილი დაუვიწყარი იყო.  მაგრამ, აუცილებელი სანახავია ჰანაუმას ყურე, დაცული ტერიტორიაა და ფასიანია 7.50 დოლარი ღირს შესვლა, სამაგიეროდ ულამაზესია. ასევე Diamond Head ჰავაურად ლეაჰი. ერთ დროს ვულკანი იყო და ახლა მასზე ასვლა და ვაიკიკის ზემოდან დანახვა შეგიძლიათ. მანქანით ვიყავით და ხუთი დოლარი გადავიხადეთ შესვლაში ისე ერთი დოლარი ღირს. 30 წუთი ადიხართ მთაზე. საკმაოდ დამღლელია, მაგრამ ბოლოს სასწაული ხედი გხვდებათ და დაღლა სულ გავიწყდებათ.

ჩრდილოეთისკენ თუ წახვალთ, დაივინგი შეგიძლიათ ზღვის გიგანტურ კუებთან ერთად, უამრავი ლამაზი თევზიც შეგხვდებათ.

ასევე ოაჰუს კუნძულზეა ცნობილი Jurasic Park-ის ადგილები, რომელიც კუალოას რანჩოზე მდებარეობს, ულამაზესი მთებია.

ვისაც აინტერესებს შეუძლია ნახოს Pearl Harbour-ის მუზეუმი.

გირჩევთ მანქანა დაიქირავოთ, ყველაზე მომგებიანია და ყველა ადგილს ნახავთ თუკი რამე დაგაინტერესებთ.

შოპინგისთვის არის ასევე სამოთხე, სავაჭრო ცენტრები. ვაიკიკის პლიაჟისკენ მთელი ქუჩა ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი ბრენდების მაღაზიებია.

© photo: courtesy of Mariam Inabaმარიამ ინაბა
ზაფხულის და მზის სამეფო - როგორ იმოგზაუროთ და რა ნახოთ ჰავაიზე - Sputnik საქართველო
მარიამ ინაბა

- საკვების შესახებ რას გვეტყვით?

- საკვებს რაც შეეხება სულ ყველაფერს შეხვდებით, აზიურით დაწყებული(ჩინური, ტაილანდური, იაპონური, ვიეტნამური) ევროპულ-ამერიკულით დამთავრებული. აქ მართლაც ყველანაირი სამზარეულოა. ადგილობრივი კერძები გავსინჯე და სასტიკად არ მომეწონა, მძაფრი სუნი და გემო ჰქონდა.

ძალიან მომეწონა ერთ-ერთი ცნობილი Cheescake Factory, სადაც გაგიკვირდებათ და ჩიზქეიქის გარდა ყველაფერი მომეწონა. ყოველთვის რიგი იდგა და გადავსებული იყო იქაურობა, მაგრამ ღირდა ნამდვილად. ფასებს რაც შეეხება ორი ადამიანი 50-60 დოლარის ფარგლებში საკმაოდ კარგად ვიკვებებოდით.

რესტორნებში თუ გეძვირებათ ჭამა, შეგიძლიათ სუპერმარკეტებში მზა საკვები შეიძინოთ ან პროდუქტები და თავად მოამზადოთ სახლში. კოკა-კოლა იყო ძალიან გემრიელი. თან ერთხელ რომ ჩაგისხამდნენ უფასო იყო ხელახლა შევსება.

© photo: courtesy of Mariam Inabaმოგზაურობისას გადაღებული ფოტო
ზაფხულის და მზის სამეფო - როგორ იმოგზაუროთ და რა ნახოთ ჰავაიზე - Sputnik საქართველო
მოგზაურობისას გადაღებული ფოტო

- ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდათ ამ მოგზაურობიდან?

- ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ჩემთვის იყო პირადი, პატარა თვითმფრინავით ოაჰუს კუნძულის შემოვლა. ჩემს მეუღლეს შეუძლია თვითმფრინავის მართვა და ის მართავდა, მაგრამ სრულიად გამოუცდელ მსურველებსაც შეუძლიათ სცადონ, რადგანაც გვერდით პროფესიონალი პილოტი ზის და დაგეხმარებათ. ერთადერთი კომპანიაა ოაჰუს კუნძულზე Washin Air, მათი საშუალებით დაუვიწყარ გამოცდილებას მიიღებთ. ჩვენი ფრენის დროს ადრიანი დილა იყო და ოდნავ წვიმდა ადგილ-ადგილ, უცებ დავინახეთ ცისარტყელა, მერე მეორე და ასე ორმაგი ცისარტყელის ქვეშ გავძვერით თვითმფრინავით. გამიგია ცისარტყელის ქვეშ თუ გაძვრები და სურვილს ჩაიფიქრებ აგიხდებაო, ხოდა მეც ვცადე და იმედია ორმაგად ამიხდება.

© photo: courtesy of Mariam Inabaმოგზაურობისას გადაღებული ფოტო
ზაფხულის და მზის სამეფო - როგორ იმოგზაუროთ და რა ნახოთ ჰავაიზე - Sputnik საქართველო
მოგზაურობისას გადაღებული ფოტო

- უცნაურ ან კურიოზულ სიტუაციაში თუ ჩავარდნილხართ?

- რამდენად უცნაური ან კურიოზულია არ ვიცი, მაგრამ ჰავაის მაღაზიებში რომ შეხვალთ ყველგან დაგხვდებათ თავისი საქმის პროფესიონალი ე.წ Sales manager-ები. იმდენად პროფესიონალი, სულ რომ არ ვაპირებდით ყიდვას შემოგვეყიდა პანდორას ბურთი ალოჰა-ს წარწერით, რომელიც მხოლოდ ჰავაიზე იყიდება და სათვალეების მაღაზიაში ორი სათვალე. გესაუბრებიან ისე, თითქოს საუკუნეა გიცნობენ, გიყვებიან თავიანთ ამბებს, შენსასაც გეკითხებიან და ამ დროს შენთვის სრულიად გაუაზრებლად სალაროს ჩეკს გაძლევს და დიდი მადლობა მობრძანებისთვისო. მსგავს სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის საუკეთესო გამოცდილება იქნებოდა აქ მოხვედრა.

© photo: courtesy of Mariam Inabaმოგზაურობისას გადაღებული ფოტო
ზაფხულის და მზის სამეფო - როგორ იმოგზაუროთ და რა ნახოთ ჰავაიზე - Sputnik საქართველო
მოგზაურობისას გადაღებული ფოტო

- ახლო მომავალში სად გეგმავთ გამგზავრებას?

- ივნისში ან ოქტომბერში ვფიქრობთ ლას-ვეგასში, ლეიდი გაგას შოუ Enigma-ზე წასვლას და რაკიღა იქვე ვიქნებით ლოს-ანჯელესშიც ვფიქრობთ გასეირნებას. თუ გამიმართლა იქნებ ჩემს საყვარელ ტატუ არტისტს Kat Von D-ის პირველი ტატუც გავაკეთებინო.  მანამდე კი მარტის ბოლოდან აპრილის დასაწყისში კიოტოს საკურით ვიჯერებ გულს.

 

ყველა ახალი ამბავი
0