Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

„ექიმთან წასვლის მეშინია“ - თბილისელებს ახალი ფობია გაუჩნდათ

© photo: Sputnik / Asatur Yesayantsმედპერსონალი
მედპერსონალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექიმთან წასვლასა და იქიდან სახიფათო ვირუსით დაბრუნებას ტკივილის ატანა ჯობს - ამ პრინციპით ცხოვრობს დღეს საქართველოს ბევრი მოქალაქე

ახალი კორონავირუსით დაავადების შიში ზოგიერთს ისე აქვს გამძაფრებული, რომ ეს სერიოზულ ფსიქოლოგიურ პრობლემადაც ექცა.

„Sputnik-საქართველო" გაესაუბრა თბილისის რამდენიმე მცხოვრებს, რომელთაც სამედიცინო დახმარება დასჭირდათ. ისინი ყვებიან, როგორ გადალახეს შიში, რათა აუცილებელი სამედიცინო დახმარებით ესარგებლათ.

ცერცვაძე: კორონავირუსი არ გაქრება – ჩვენ მასთან ერთად მოგვიწევს ცხოვრება>>

„ვაღიარებ, რომ ძალიან მეშინია ამ ვირუსის. თუმცა, ვის არ ეშინია?! თან ქრონიკული დაავადებები მაქვს. სახლიდან საერთოდ არ გამოვდიოდი, პროდუქტებსა და წამლებს ვუკვეთავდი, კურიერს მოჰქონდა, მაგრამ ერთ დღეს მუცლის არეში ძლიერი ტკივილები დამეწყო, ვერ ვსუნთქავდი, ვერ ვჭამდი, სიარულიც მიჭირდა და წოლაც. მივხვდი, რომ ეს ნაღვლის ბუშტის ბრალი იყო, გავიკეთე ნემსი, შემდეგ - მეორე, მესამე, არ მიშველა. მეშინოდა სასწრაფოს გამოძახება, ისინი ხომ ზოგჯერ ინფიცირდებიან და ამის შესახებ არ იციან“, - ყვება ნათია.

კორონავირუსის პანდემია  - Sputnik საქართველო
ასახელებენ COVID-19-ის პანდემიის სამ სცენარს: ამერიკელი ეპიდემიოლოგის მოსაზრება

რამდენიმე დღის შემდეგ ტკივილი გაძლიერდა და აუტანელი გახდა. ნათია დაუკავშირდა ექიმს, რომელმაც სასწრაფოდ კლინიკაში მისვლა ურჩია.

„სხვა გამოსავალი არ მქონდა. გამოვიძახე სასწრაფო დახმარება. წამიყვანეს საავადმყოფოში და სასწრაფო ოპერაცია დამინიშნეს. ახლა საავადმყოფოში ვწევარ და ვლოცულობ, რომ არაფერი შემეყაროს“, - ამბობს ნათია.

ორსულობა კარანტინში

განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს განეკუთვნებიან ორსულები, რომლებისთვისაც კარანტინი იქცა როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ გამოცდად. თამუნა 26 წლისაა. პირმშოს ელოდება და ორსულობის მეექვსე თვეშია. თვეში ერთხელ ექიმთან ვიზიტი და კვლევების ჩატარება უწევს.

„პირველი, რაც გავაკეთე, დავიწყე ინფორმაციის ძებნა ინტერნეტში. ვკითხულობდი ყველაფერს, რასაც ვპოულობდი. მაინტერესებდა, როგორ მოქმედებს ვირუსი ნაყოფზე, ორსულობაზე“, - ყვება თამუნა.

ტესტი კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
სასიხარულო სიახლე - ორსულმა და 65 წელს გადაცილებულმა ადამიანებმა კორონავირუსი დაამარცხეს

შიშის დაძლევაში ნათესავები და ექიმები ეხმარებოდნენ. ექიმთან პირველი ვიზიტი პანდემიის პერიოდში ამაღელვებელი იყო, გოგონამ უსაფრთხოების ყველა ზომა მიიღო - დამცავი ნიღბები, ხელთათმანი, სადეზინფექციო საშუალებები ყველა ჯიბეში, ბახილები... მეუღლე კლინიკაში არ შეუშვეს, პაციენტებს წინასწარ წერენ, რათა ერთი საათის განმავლობაში იქ არავინ იყოს და ორსულები ერთმანეთს პირისპირ არ შეხვდნენ.

„როდესაც კლინიკაში შევედი, დავინახე, რომ ისინიც ჩემზე არანაკლებ იყვნენ აღჭურვილი. ექიმებმა დამამშვიდეს, აუცილებელი კვლევები ჩამიტარეს და გამომიშვეს. შვებით ამოვისუნთქე. ახლა ექიმები ყოველდღე მირეკავენ, მეკითხებიან, თავს როგორ ვგრძნობ. ეს ძალიან მეხმარება. სახლში დაბრუნებისას პირდაპირ საშხაპეში მივდივარ, ტანსაცმელს ვრეცხავ, დეზინფექციას ვუტარებ. ვცდილობ, ეს ვირუსი თავიდან ავიცილო და იმედი მაქვს, რომ მოვახერხებ“, - აღნიშნავს თამუნა.

პანიკა კორონავირუსზე უარესია

პროფესორი, თერაპევტი, რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი მაკა ბულეიშვილი მწვავე ჩივილების მქონე პაციენტებს მოუწოდებს, არ დააყენონ საფრთხის ქვეშ ჯანმრთელობა და სიცოცხლე, არ შეშინდნენ და აუცილებლობის შემთხვევაში მიმართონ სასწრაფო დახმარებასაც და კლინიკასაც.

„არავითარი პანიკა არ არის!“: ქართული სოფლის მოსახლეობას კორონავირუსის არ ეშინია - ვიდეო - Sputnik საქართველო
„არავითარი პანიკა არ არის!“ – ქართული სოფლის მოსახლეობას კორონავირუსის არ ეშინია – ვიდეო

მისი სიტყვებით, ავადმყოფები ქრონიკული დაავადებებით პერიოდულად საჭიროებენ ექიმების კონსულტაციას. თუ დაავადების მკურნალობა სახლის პირობებშია შესაძლებელი, მაშინ ჯობს შინ დარჩენა, მაგრამ თუ მწვავე შემთხვევაა - ინფარქტი, ინსულტი, აპენდიციტი, ნაღვლის ბუშტის ანთება, ინტოქსიკაცია და ა.შ. - ექიმი პაციენტს დისტანციურად დახმარებას ვერ აღმოუჩენს, მას მხოლოდ რჩევის მიცემა შეუძლია.

„სასწრაფო დახმარების არგამოძახება და კლინიკაში არწასვლა მაშინ, როცა ეს აუცილებელია - კორონავირუსზე სახიფათოა. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ბრიგადები მუდმივად იცვლიან ეკიპირებას, არ დადიან სხვადასხვა პაციენტთან ერთი და იმავე ეკიპირებით. გარდა ამისა, მანქანებს მუდმივად ამუშავებენ სპეციალური ხსნარებით. ამასთან, ინფიცირებული პაციენტები მათთვის სპეციალურად გამოყოფილ კლინიკებში მკურნალობენ და არა ყველა საავადმყოფოში“, - განაცხადა ბულეიშვილმა Sputnik-საქართველოსთან საუბრისას.

ნაკლები კონტაქტი, ნაკლები ვირუსი

კორონავირუსის გაჩენისთანავე ბევრმა მშობელმა შვილები ქალაქგარეთ გაიყვანა. დახურულია საბავშვო ბაღები და სკოლები. ბავშვები კი - ერთმანეთისგან დისტანცირებული. სწორედ დისტანციის წყალობით შემცირდა ქვეყანაში ჩვეულებრივი რესპირატორული ვირუსებით ბავშვების დაავადების შემთხვევები, ფიქრობს პედიატრი ლალი დანელია.

ეკატერინე ტიკარაძე - Sputnik საქართველო
საქართველოს ჯანდაცვა ალგორითმის გაფართოებაზე იწყებს მუშაობას

„ბავშვებს არა აქვთ ერთმანეთთან კონტაქტი და დაავადებებიც შემცირებულია. უფრო იშვიათად მირეკავენ მშობლები ჩივილით, რომ ბავშვი ავადაა“, - აღნიშნა დანელიამ „Sputnik-საქართველოსთან" საუბრისას.

კვირაში ერთხელ პედიატრებს მორიგეობა და 112-ზე შემოსულ ზარებზე პასუხის გაცემა უწევთ. დანელიას თქმით, ზარი ბევრია. ექიმები ცდილობენ, მოქალაქეებს მაქსიმალურად დაეხმარონ, საეჭვო შემთხვევებში კი ტემპერატურის ცენტრებში გზავნიან.

შიშიც ემოციაა

პანდემიის დროს შფოთვა და შიში ადამიანის ფსიქიკის ნორმალურ რეაქციად შეიძლება ჩაითვალოს, - აღნიშნავს ფსიქოლოგი ბაკო მაღულარია.

„მოდით, წარმოვიდგინოთ აქტიური ადამიანი, თვითრეალიზებული, რომელიც ყოველდღე დადის სამსახურში, ერთობა მეგობრებთან, დადის საყიდლებზე... და უცებ პანდემია, კორონავირუსი, საგანგებო მდგომარეობა, კარანტინი, კომენდანტის საათი, სოციალური დისტანცირება, შეზღუდვები... რასაკვირველია, ეს ყველაფერი ჩვენს ფსიქიკაზე მოქმედებს“, - აღნიშნა მაღულარიამ Sputnik-საქართველოსთან საუბრისას.

ოჯახი - Sputnik საქართველო
სახლში დარჩენილი შიშები, ურთიერთობები ოჯახში და კორონავირუსი - ფსიქოლოგი გვირჩევს

მაღულარიას სიტყვებით, ადამიანები სტრესზე სხვადასხვანაირად რეაგირებენ. არიან სტრესისადმი უფრო მედეგი ადამიანები, რომლებიც ვითარებას უფრო ადვილად უმკლავდებიან, რაციონალურად აანალიზებენ მიმდინარე მოვლენებს, არ კარგავენ თვითკონტროლს, შეუძლიათ შინაგანი რესურსის მობილიზება. ისინი უფრო მიზანსწრაფულები არიან, შეუძლიათ ინფორმაციის შეგროვება, დახმარების მეგობრებისთვის თხოვნა, პოზიტიურად აზროვნება.

მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებსაც ამ ყველაფრის გაკეთება არ შეუძლიათ. ისინი გრძნობენ, რომ კარგავენ თვითკონტროლს, უჭირთ სტრესთან გამკლავება, ნაკლებად ორგანიზებული არიან, ძლიერ შფოთავენ, განიცდიან დისკომფორტს, ეკარგებათ საქმის კეთების მოტივაცია, უჭირთ ოჯახის წევრებთან ურთიერთობა, ეწყებათ უძილობა...

როგორ დავძლიოთ COVID-19-ით გამოწვეული შფოთვა: სპეციალური ინსტრუქტაჟი ფსიქოლოგებისგან>>

„შიშიც ემოციაა. ყველა ემოცია მნიშვნელოვანი და საჭიროა. სხვათა შორის, შიშის ემოციას შეუძლია ადამიანის გადარჩენაც, მაგრამ როდესაც სტრესულ გარემოში ადამიანის მოქმედება რადიკალურად იცვლება და ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს, მაგალითად, როდესაც ადამიანს ეშინია კორონავირუსით დაინფიცირების საავადმყოფოში ან სასწრაფო დახმარების ბრიგადისგან, ეს უკვე ადამიანის არსებობის ყოველდღიურ ფუნქციონირებაზე მოქმედებს. აქ უკვე სპეციალისტი უნდა ჩაერიოს და რეკომენდაციები მისცეს ადამიანს“, - აღნიშნავს მაღულარია.

სასწრაფო დახმარების მანქანა გამოძახებაზე გასასვლელად მზადაა - Sputnik საქართველო
პანიკა, ინფიცირების შიში და ცხოვრება პანდემიის შემდეგ: სასწრაფოს ექიმის მონათხრობი

დღეს ქართველი ფსიქოლოგები გაერთიანდნენ, რათა ასეთ მოქალაქეებს დაეხმარონ. მათ შექმნეს ცხელი ხაზი - 032 2 911 000 და მზად არიან უფასოდ გაესაუბრონ მათ, ვისაც ეს სჭირდება.

„ჩვენ ვეხმარებით ადამიანებს შინაგანი იმუნიტეტის გაძლიერებაში, აღდგენაში და ამ რესურსების გააქტიურების გზით ყველა სტრესის გადალახვაში. ვეხმარებით მათ რაიმეს გააზრებაში. ვცდილობთ ვაჩვენოთ, რომ მარტო არ არიან, რომ ისინი სახლში არ გამოუკეტავთ, არამედ ისინი ეხმარებიან სხვებს - ექიმებს, ქვეყანას, მოქალაქეებს. უსაფრთხოების განცდაც ხომ მნიშვნელოვან როლს ასრულებს“, - აღნიშნავს მაღულარია. 

ფსიქოლოგი იძლევა ძირითად რჩევებს, რომლებსაც კარანტინის პერიოდში ფსიქოლოგიური დახმარების აღმოჩენა შეუძლია. პირველ რიგში - ესაა სასიამოვნო საუბრები მეგობრებთან, ნათესავებთან, მეზობლებთან. თუ არავინაა, ფსიქოლოგები მზად არიან, ისინი ჩაანაცვლონ. არანაკლებ მნიშვნელოვანია საჭირო ინფორმაციის შეგროვება ჯანსაღ კვებაზე, სპორტზე. მნიშვნელოვანია აქტივობების დაგეგმვა, ნეგატიური ინფორმაციის მაქსიმალურად შემცირება და მეტად მოდუნება, განტვირთვა.

ასევე მნიშვნელოვანია საკუთარი თავის მოვლა, დღიურის წარმოება, ლოცვა, მედიტაცია, რწმენა და პოზიტიური აზრები.

ყველა ახალი ამბავი
0