მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ასახელებენ COVID-19-ის პანდემიის სამ სცენარს: ამერიკელი ეპიდემიოლოგის მოსაზრება

© photo: Sputnik / Maxim Blinov / გადასვლა მედიაბანკშიკორონავირუსის პანდემია
კორონავირუსის პანდემია  - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამერიკელი ეპიდემიოლოგი კორონავირუსული პანდემიის დასრულების სამ სცენარს განიხილავს და მათ კაცობრიობის ისტორიაში მომხდარ პანდემიებს ადარებს.

თბილისი, 1 მაისი — Sputnik. ეპიდემიოლოგი სარა კობი ჩიკაგოს უნივერსიტეტიდან აცხადებს, რომ არსებობს კორონავირუსული ეპიდემიის დასრულების რამდენიმე სცენარი, იუწყება ჟურნალი Scientific American. 

მსოფლიო რუკა ხელებზე - Sputnik საქართველო
რა იქნება პანდემიის შემდეგ: ფუტუროლოგები სამ სცენარს ასახელებენ

კობის პირველი სცენარის თანახმად, ვირუსი მუტაციას განიცდის და ამიტომ თანდათან ნაკლებად სახიფათო გახდება. ამის დასტურად მეცნიერს ე.წ. „ისპანკის“ მაგალითი მოჰყავს, რომელმაც 1918 წელს იფეთქა და 50 მლნ-ზე მეტი ადამიანი შეიწირა. თუმცა დროთა განმავლობაში დაავადება ჩვეულებრივ სეზონურ გრიპად იქცა.

მოვლენების განვითარების მეორე სცენარით, კაცობრიობა ვირუსს შემზღუდავი ზომებით ისევე დაამარცხებს, როგორც SARS-CoV-ით გამოწვეული ატიპური პნევმონია დაამარცხა 2002-2003 წლებში.

ექსპერტის თქმით, მაშინ ეფექტურმა ეპიდემიოლოგიურმა კონტროლმა არ მისცა დაავადებას ფართოდ გავრცელების შანსი და, შესაბამისად, მსხვერპლიც შედარებით დაბალი იყო. 

კორონავირუსი ესპანეთში - Sputnik საქართველო
COVID-19-ის პანდემია შესაძლოა ორი წელი გაგრძელდეს: ჯოგური იმუნიტეტის მოლოდინში

მესამე სცენარი — ეს ვაქცინის შექმნაა, რომელიც შეაჩერებს ინფექციას. ამის მაგალითად სარა კობის მოჰყავს ღორის გრიპის პანდემია 2009 წელს, რომლის მეორე ტალღაც სწორედ ფართომასშტაბიანი ვაქცინაციის წყალობით აღკვეთეს. საბოლოოდ დაავადებამ „ისპანკის“ ბედი გაიმეორა და სეზონურ დაავადებად ჩამოყალიბდა.

დასახელდა COVID-19-ის პანდემიის შეწყვეტის ფაზა: ჯანმოს წარმომადგენელი განმარტავს>>

ამასთან ეპიდემიოლოგმა აღნიშნა, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის დასამარცხებლად საჭიროა ყველა იმ ზომის ერთობლიობა, რომლებსაც სახელმწიფოები ატარებენ, პლუს ადამიანების შეგნებული დამოკიდებულება და ასევე სამეცნიერო მიღწევები.

„კორონავირუსთან ბრძოლის წარმატება 50%-ით დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ეფექტურად რეაგირებს ხელისუფლება და რამდენად კეთილსინდისიერად იცავენ ადამიანები შეზღუდვებს. წარმატების დანარჩენი 50% მეცნიერებამ უნდა მოიტანოს“, — განმარტა სარა კობიმ.

მანამდე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მელიტა ვუინოვიჩმა განაცხადა, რომ დაავადების გავრცელებაში ვარდნა ფიქსირდება მაშინ, როცა სტატისტიკურად ერთი დაავადებული საშუალოდ ერთ ადამიანზე ნაკლებს აინფიცირებს. მისი თქმით, სწორედ ამის შემდეგ იწყება პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შერბილება.

ყველა ახალი ამბავი
0