მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

COVID-19-ის პანდემია შესაძლოა ორი წელი გაგრძელდეს: ჯოგური იმუნიტეტის მოლოდინში

© REUTERS / Jon Nazcaკორონავირუსი ესპანეთში
კორონავირუსი ესპანეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მკვლევარების თქმით, სანამ დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით ორი მესამედი არ გადაიტანს დაავადებას და არ გამოიმუშავებს იმუნიტეტს, მანამ მისი კონტროლქვეშ მოქცევა შეუძლებელი იქნება.

თბილისი, 1 მაისი — Sputnik. ახალი კორონავირუსის პანდემია შესაძლოა ორი წელი გაგრძელდეს, იუწყება სააგენტო Bloomberg-ი მინესოტის (აშშ) უნივერსიტეტის ინფექციურ დაავადებათა შესწავლის ცენტრზე დაყრდნობით. 

მელიტა ვუინოვიჩი - Sputnik საქართველო
დასახელდა COVID-19-ის პანდემიის შეწყვეტის ფაზა: ჯანმოს წარმომადგენელი განმარტავს

მკვლევარების თქმით, სანამ დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით ორი მესამედი არ გადაიტანს დაავადებას და არ გამოიმუშავებს იმუნიტეტს, მანამ მისი კონტროლქვეშ მოქცევა შეუძლებელი იქნება.

„რისკების შესახებ გაფრთხილებები, რომლებსაც ოფიციალური პირები ავრცელებენ, მიანიშნებს იმაზე, რომ პანდემია მალე არ დასრულდება, ხოლო მოსახლეობა მზად უნდა იყოს დაავადების შესაძლო პერიოდული აფეთქებებისათვის მომდევნო ორი წლის განმავლობაში“, — ირწმუნებიან კვლევის ავტორები.

ამასთან სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ პანდემია 2022 წელსაც გაგრძელდეს.

გარდა ამისა, მკვლევარები მიუთითებენ, რომ უსიმპტომო დაავადებულებებისგან ინფექციის გადადების შესაძლებლობა იმაზე მეტად ართულებს COVID-19-ის შეკავებას, ვიდრე ეს გრიპის შემთხვევაში ხდება. მათი თქმით, სწორედ ეს გახდა თანამედროვე ისტორიაში პანდემიების უმეტესობის მიზეზი.

ყველა ახალი ამბავი
0