თბილისი, 3 აპრილი - Sputnik. კორონავირუსის პანდემიის დასრულების შემდეგ მსოფლიოში მოვლენების განვითარების სამი ვარიანტი არსებობს, აცხადებენ ფუტუროლოგები.
მათი თქმით, არსებობს იმის ალბათობა, რომ კაცობრიობა მომხდარიდან სწორ დასკვნებს გამოიტანს და ასეთ შემთხვევაში მსოფლიოს ქვეყნები გაერთიანდებიან ახალი საფრთხეებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად.
მომავლის პროგნოზირების სპეციალისტების აზრით, ეს საუკეთესო ვარიანტია.
მეორე ვერსიით, არსებობს ნეგატიური სცენარის განვითარების შესაძლებლობაც: თუ ქვეყნების ხელისუფლებები სერიოზულ ზომებს არ მიიღებენ COVID–19–ის პანდემიასთან ბრძოლისთვის, მაშინ კორონავირუსი „დაანგრევს ცივილიზაციას, მის საბაზო ინსტიტუტებსა და ეკონომიკას“, რასაც შესაძლოა თან ახლდეს შიმშილი და სამხედრო კონფლიქტები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში.
COVID-19: რა კავშირია კორონავირუსის „სიკვდილის სარტყელსა“ და ბერმუდის სამკუთხედს შორის>>
მესამე ვარიანტს ფუტუროლოგები ნეიტრალურად აფასებენ და ამბობენ, რომ ასეთ შემთხვევაში, პანდემიის დასრულების შემდეგ მსოფლიო უცვლელი დარჩება. ანუ კორონავირუსი არანაირ გავლენას არ მოახდენს ცივილიზაციის შემდგომ განვითარებაზე არც ეკონომიკური და არც სოციალური კუთხით.