მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

COVID-19: რა კავშირია კორონავირუსის „სიკვდილის სარტყელსა“ და ბერმუდის სამკუთხედს შორის

© AP Photo / Ebrahim Norooziკორონავირუსი ირანში
კორონავირუსი ირანში - Sputnik საქართველო
გამოწერა
განსაკუთრებით საშიშ ინფექციათა სპეციალისტი განმარტავს, რა კავშირი აქვს კორონავირუსის „სიკვდილის სარტყელს“ ბერმუდის საიდუმლოებით მოცულ სამკუთხედთან.

თბილისი, 13 მარტი — Sputnik. მოსაზრებას, რომ ახალი ტიპის კორონავირუსი ერთგვარ „სიკვდილის სარტყელზე“ ვრცელდება და ამით ის ბერმუდის სამკუთხედს ჩამოჰგავს, არაფერი აქვს საერთო რეალობასთან, განაცხადა განსაკუთრებით საშიშ ინფექციათა სპეციალისტმა ვლადისლავ ჟემჩუგოვმა რადიო Sputnik-თან ინტერვიუში. 

ფული კარანტინზე: ცენტრობანკი COVID 19-ის გამო ბანკნოტებს ბრუნვაში არ გაუშვებს>>

ბოლო პერიოდში სოციალური ქსელებით ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს კორონავირუსით ყველაზე მეტად დაზარალებული რეგიონები ერთ ხაზზე იყოს განლაგებული — ჩრდილოეთ განედის მე-40 გრადუსზე. ამ რეგიონებში მოიაზრება ჩინეთის ქალაქი უჰანი (ინფექციის ეპიცენტრი), ირანი, იტალია, სამხრეთ კორეა და სხვ. ტექსტს თან ახლავს რუკა, ოღონდ საკმაოდ ცუდი ხარისხისა. 

​ჟემჩუგოვის თქმით, მსოფლიო რუკით ძალიან მარტივად შეიძლება დადგინდეს, რომ, მაგალითად, ქალაქი უჰანი ჩრდილოეთ განედის 30°35'-ზე მდებარეობს, ხოლო ირანზე საერთოდ არ გადის მე-40 პარალელი, ისევე, როგორც სამხრეთ კორეაზე.

„იტალიას ეს პარალელი ნამდვილად კვეთს, მაგრამ [კორონავირუსისგან] ქვეყნის ყველაზე მეტად დაზარალებული პროვინცია მისგან ძალიან შორსაა“, — განმარტა ექსპერტმა. 

მისი თქმით, ვირუსის გავრცელება დამოკიდებულია არა გეოგრაფიულ განედებზე, არამედ მოსახლეობის სიმჭიდროვესა და სხვა ფაქტორებზე. შესაბამისად, მას არაფერი აქვს საერთო ერთ-ერთ ყველაზე საოცარ და საიდუმლოებით მოცული რაიონის, ბერმუდის სამკუთხედის ფენომენთან.

კორონავირუსი იტალიაში - Sputnik საქართველო
COVID-19: რატომ იტალია და რა ელით სხვა ქვეყნებს – ექსპერტის მოსაზრება

ჯონ ჰოპკინსის ცენტრის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ამ დროისათვის მსოფლიოს 115 ქვეყანაში 135 382 ადამიანია ინფიცირებული ახალი ტიპის კორონავირუსით. აქედან გარდაცვლილია 4 981 და განკურნებულია 69 645 პაციენტი. 

ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობა ათასს გადასცდა, ასე გამოიყურება: ინფექციის ეპიცენტრი ჩინეთი – 80 945 ადამიანი (აღსანიშნავია, რომ ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩინეთში კორონავირუსის მხოლოდ 9 შემთხვევა გამოვლინდა), იტალია – 15 113, ირანი – 10 075, სამხრეთ კორეა – 7 869, ესპანეთი – 3 864, გერმანია – 3 059, საფრანგეთი – 2 879, აშშ – 1 701.

ყველა ახალი ამბავი
0