მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

COVID-19: რატომ იტალია და რა ელით სხვა ქვეყნებს – ექსპერტის მოსაზრება

© REUTERS / DANIELE MASCOLOკორონავირუსი იტალიაში
კორონავირუსი იტალიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსპერტი ხაზს უსვამს, რომ, ზოგი მონაცემით, ევროკავშირის ქვეყნებიდან სწორედ იტალიაშია ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი ჩინური დიასპორა და ამას ემატება ისიც, რომ ქვეყანას ყოველწლიურად 5 მლნ ჩინელი ტურისტი სტუმრობს.

თბილისი, 13 მარტი — Sputnik. იტალია კორონავირუსის გამო ესოდენ მძიმე მდგომარეობაში რამდენიმე მიზეზის გამო აღმოჩნდა, მათ შორის იმის გამოც, რომ ქვეყანა ცნობილია სიცოცხლის ხანგრძლივობით და იქ ბევრი უფროსი ასაკის, ანუ დღეგრძელი ადამიანი ცხოვრობს, ვირუსი კი ყველაზე იოლად სწორედ მათ ერევა, აცხადებს საერთაშორისო ჯანდაცვის ექსპერტი ნიკოლაი კრიუჩკოვი. 

კორონავირუსი - Sputnik საქართველო
COVID-19: ამერიკელი ექსპერტი აშშ-ში ვითარების გაუარესებას პროგნოზირებს

ამასთან, მისი თქმით, იტალია იყო პირველი ქვეყანა ევროპაში, რომელსაც COVID-19-მა შეუტია და ის აშკარად არ იყო მზად თავდაცვისთვის. საფრანგეთში, გერმანიასა და ესპანეთში კორონავირუსმა იტალიაზე 9–10 დღით, ხოლო დიდ ბრიტანეთში 13–16 დღით გვიან შეაღწია, რამაც ამ ქვეყნებს უკეთ მომზადების საშუალება მისცა. 

გარდა ამისა, ექსპერტი ხაზს უსვამს, რომ, ზოგი მონაცემით, ევროკავშირის ქვეყნებიდან სწორედ იტალიაშია ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი ჩინური დიასპორა. ამას ემატება ისიც, რომ ქვეყანას ყოველწლიურად 5 მლნ ჩინელი ტურისტი სტუმრობს. 

„სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ მოდის იტალიაზე ინფექციის შეტანის პირველი და ესოდენ დიდი რაოდენობის შემთხვევები“, — აღნიშნავს კრიუჩკოვი.

რაც შეეხება ევროპის სხვა, ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ ათეულში შემავალ ქვეყნებს, ექსპერტის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ამ ქვეყნებში ინფექცია შედარებით გვიან მოხვდა და ხელისუფლებამ სწრაფი რეაგირება მოახერხა, საფრანგეთსა და ესპანეთში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია უმნიშვნელოდ იქნება იტალიისგან განსხვავებული, ხოლო გერმანიაში, სადაც ტრადიციულად ბევრად მკაცრად უდგებიან საჭირო ზომების გატარების საკითხს, ეპიდემია საგრძნობლად ნაკლები მასშტაბისა იქნება. 

COVID 19-ის მთავარი რისკ-ფაქტორები: მეცნიერები სპეციალურ ანგარიშს აქვეყნებენ>>

საერთაშორისო ჯანდაცვის ექსპერტი ნიკოლაი კრიუჩკოვი მიიჩნევს, რომ, სამწუხაროდ, COVID-19 კვლავაც განაგრძობს გავრცელებას და ის მთელ ევროკავშირს მოედება. მისი თქმით, აუცილებელია კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების შემაკავებელი ზომების დაცვა, რათა ჯანდაცვის  სისტემები „გიგანტურ დატვირთვას“ გაუმკლავდნენ. 

ჯონ ჰოპკინსის ცენტრის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ამ დროისათვის მსოფლიოს 115 ქვეყანაში 128 323 ადამიანია ინფიცირებული ახალი ტიპის კორონავირუსით. აქედან გარდაცვლილია 4 720 და განკურნებულია 68 324 პაციენტი.

ევროპის სხვა, ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ პოზიციებზე მოხვედრილ ქვეყნებში ბოლო მონაცემები ასე გამოიყურება:

  • იტალია — 12 462 ინფიცირებული, გარდაიცვალა 827, განიკურნა 1045;
  • საფრანგეთი — 2 284 ინფიცირებული, გარდაიცვალა 48, განიკურნა 12;
  • ესპანეთი — 2 227 ინფიცირებული, გარდაიცვალა 55, განიკურნა – 183;
  • გერმანია — 2 078 ინფიცირებული, გარდაიცვალა 3, განიკურნა 25;
  • ნორვეგია — 702 ინფიცირებული, გარდაცვლილი — 0, განკურნებულია 1 პაციენტი.
ყველა ახალი ამბავი
0