მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

როგორ დავძლიოთ COVID-19-ით გამოწვეული შფოთვა: სპეციალური ინსტრუქტაჟი ფსიქოლოგებისგან

© Sputnik / Alexander Imedashviliკორონავირუსი
კორონავირუსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფსიქოლოგებმა შეიმუშავეს სპეციალური ინსტუქტაჟი, რომელიც პანდემიის დროს ადამიანებს შიშებისა და შფოთვის დაძლევაში ეხმარება.

თბილისი, 19 მარტი — Sputnik. ბევრი ადამიანი განიცდის შიშსა და შფოთვას იძულებითი კარანტინის დროს, რომლის დაცვაც  COVID-19 ვირუსის საფრთხის გამოა საჭირო. ახლა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჯანმრთელობისათვის ყურადღების მიქცევა, არამედ ემოციებისგან თავშეკავება და შეძლებისდაგვარად იმ ადამიანებისთვის დახმარების გაწევა, რომლებიც ამას საჭიროებენ, აცხადებენ ფსიქოლოგები. 

მათ შეიმუშავეს ინსტუქტაჟი, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ კარანტინის დროს, რომელიც ასე გამოიყურება:

მაცივარი სუპერმარკეტში - Sputnik საქართველო
კარანტინი და პროვოკატორი პროდუქტები: სახელდება წონის მატებაში „ბრალდებული“ საკვები

ნუ ენდობით ჭორებს, რეგულარულად გაეცანით ინფორმაციას ჯანმო-ს საიტზე და ჯანდაცვის ადგილობრივი ორგანოების პლატფორმებზე. ეს თქვენ ფაქტების ჭორებისგან გარჩევაში დაგეხმარებათ. ფაქტები ხელს შეუწყობს შიშების შემცირებას;

თუ ვირუსის გავრცელების შესახებ ახალი ამბები შფოთვას გიძლიერებთ, შეამციროთ ასეთი ინფორმაციების ნახვა, კითხვა ან მოსმენა. გაეცანით მხოლოდ საიმედო, სანდო წყაროებს, რათა დაიცვათ საკუთარი თავი და თქვენი ახლობლები;

COVID-19-ით შეიძლება დაინფიცირდეს მსოფლიოს ბევრი ქვეყნის მოსახლეობა. არ დაუკავშიროთ ეს დაავადება რომელიმე ეთნიკურ ან ეროვნულ კუთვნილებას;

გამოიჩინეთ თანაგრძნობა, არ უწოდოთ ინფიცირებულ ადამიანებს მსხვერპლი ან სნეული (ჭირიანი). ესენი არიან ადამიანები, რომელთაც COVID-19 აქვთ, ადამიანები, რომლებიც COVID-19-ზე მკურნალობენ, და გამოჯანმრთელების შემდეგ მათი ცხოვრება კვლავ ჩვეულებრივად გაგრძელდება;

თუ ბავშვებს კორონავირუსის შიში დაეწყოთ, დაეხმარეთ მათ იმით, რომ პოზიტიურად განიხილოთ ვითარება, ეთამაშეთ და ხატეთ მათთან ერთად. გახსოვდეთ: ბავშვები აკვირდებიან უფროსების ქცევასა და ემოციებს და ამით აცნობიერებენ, როგორ უნდა მართონ საკუთარი ემოციები ძნელ წუთებში;   

კორონავირუსი - Sputnik საქართველო
COVID 19: თვითიზოლაციას აზრი არ აქვს, თუ... ეპიდემიოლოგების რჩევები

იზოლაციაში მყოფი ხანდაზმული ადამიანები, განსაკუთრებით კოგნიტური დარღვევების ან დემენციის მქონე პირები, შესაძლოა უფრო მეტად შფოთიანები, აღგზნებულები,  აფორიაქებულები გახდნენ. მიაწოდეთ მათ ზუსტი ინფორმაცია მარტივი და გასაგები ფორმით, თუ რა ხდება და როგორ შეიძლება შეამცირონ დაინფიცირების რისკი. გაუმეორეთ ეს ყოველთვის, როცა საჭიროა;  

თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები გაქვთ, დარწმუნდით, რომ გექნებათ წვდომა თქვენთვის საჭირო ნებისმიერ მედიკამენტზე. უკეთესია, თუ ორკვირიან მარაგს შექმნით. დაკვალიანდით, საჭიროების შემთხვევაში სად და როგორ უნდა მიიღოთ სამედიცინო დახმარება;

განაგრძეთ სოციალური კავშირები. ინტერნეტის ეპოქაში მარტივია ახლობელ ადამიანებთან კონტაქტი ელექტრონული ფოსტის, სოციალური ქსელების,  ვიდეოკონფერენციებისა და ტელეფონის საშუალებით;

დაბოლოს: დაიწყეთ ყოველდღიური ფიზიკური ვარჯიშების შესრულება, რათა შეინარჩუნოთ ფიზიკური აქტივობა და კარგი განწყობა!  

როგორ მკურნალობენ COVID 19-ს ლონდონელი ექიმები: ინფიცირებული მსახიობი პოსტს აქვეყნებს>>

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსი COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოს მასშტაბით 218 815 კაცს მიაღწია, აქედან გარდაცვლილია 8 810 და განკურნებულია 84 114 ადამიანი.  

ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ პოზიციაზე კვლავ ჩინეთია (81 138 კაცი), სადაც ამ დროისთვის ეპიდემიის პიკი უკვე გადავლილია და დღე-ღამის განმავლობაში ახალი დასნებოვნების მცირე შემთხვევებიღა ფიქსირდება. სხვა ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებშიც ახალი ტიპის კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა, ასეთია: იტალია – 35 713, ირანი — 17 361, ესპანეთი — 14 769, გერმანია — 12 327, აშშ — 9 415, საფრანგეთი — 9 054, სამხრეთ კორეა — 8 565, შვეიცარია — 3 067, დიდი ბრიტანეთი — 2 644, ნიდერლანდები — 2 056, ავსტრია — 1 646, ნორვეგია — 1 591, ბელგია — 1 486, შვედეთი — 1 301, დანია — 1 015 ადამიანი. 

 

ყველა ახალი ამბავი
0