Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

სასიხარულო სიახლე - ორსულმა და 65 წელს გადაცილებულმა ადამიანებმა კორონავირუსი დაამარცხეს

© photo: Sputnik / Kirill Kalinnikov / გადასვლა მედიაბანკშიტესტი კორონავირუსზე
ტესტი კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
12 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 252-მდე გაიზარდა. აქედან გამოჯანმრთელდა 63 ადამიანი, გარდაიცვალა – 3 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4925, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 401 პაციენტია

თბილისი, 12 აპრილი - Sputnik. თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 24 კვირის ორსული დატოვებს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, ტესტირებით, ორჯერადად მიღებულია კორონავირუსზე უარყოფითი პასუხი და ის სრულიად განკურნებული ტოვებს კლინიკას.

„24 კვირის ორსულთან პროტოკოლის მიხედვით ჩატარებული ტესტირების შედეგად, ორჯერადად მივიღეთ უარყოფითი პასუხი. ქალბატონი ჯანმრთელი კოვიდინფექციის გარეშე გაეწერება რამდენიმე საათში კლინიკიდან. გადამოწმდა ნაყოფის მდგომარეობა  და ამ ეტაპზე შეესაბამება ფიზიოლოგიურ პირობებს“ , – განაცხადა ლევან რატიანმა.
ტესტ-სისტემა - Sputnik საქართველო
კახეთი მწვანე ზონად რჩება: კორონავირუსი 15 პაციენტიდან არც ერთს დაუდასტურდა

საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი ორსული აგრძელებს მკურნალობას.

თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსისგან 80 წლის ქალიც გამოჯანმრთელდა.

ლევან რატიანის თქმით, პაციენტი 18 დღის წინ კლინიკაში კრიტიკული მდგომარეობით შეიყვანეს.

საჩხერის სამედიცინო ცენტრიდან ორი გამოჯანმრთელებული პაციენტი დღეს დილით გაწერეს.

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 67 წლის მამაკაცი, რომელსაც კორონავირუსი 25 მარტს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა და კლინიკიდან ის ხვალ გაეწერება.

ქობულეთის ოთხ სოფელში მკაცრი საკარანტინე რეჟიმი დაწესდა >>

12 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 252-მდე გაიზარდა. აქედან გამოჯანმრთელდა 63 ადამიანი, გარდაიცვალა – 3 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4925, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 401 პაციენტია. კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ სამი ადამიანი სხვადასხვა ქვეყნიდან სამკურნალოდ სამშობლოში ჩამოიყვანეს.

ყველა ახალი ამბავი
0