სახლში დარჩენილი შიშები, ურთიერთობები ოჯახში და კორონავირუსი - ფსიქოლოგი გვირჩევს

© photo: Sputnik / Stringerოჯახი
ოჯახი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეპიდემია და შიში, როგორც დამცველობითი რეაქცია - ამ თემაზე რუბრიკა „ფასილიტატორის“ სტუმარი, პრაქტიკოსი ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი და ტრენერი ნანა ფაცაცია საუბრობს.
© photo: Nana Patsatsia / FBპრაქტიკოსი ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი და ტრენერი ნანა ფაცაცია
სახლში დარჩენილი შიშები, ურთიერთობები ოჯახში და კორონავირუსი - ფსიქოლოგი გვირჩევს - Sputnik საქართველო
პრაქტიკოსი ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი და ტრენერი ნანა ფაცაცია

შიშის განცდა არის ადამიანის სრულიად ადეკვატური და ბუნებრივი თავდაცვითი რეაქცია, როცა არსებობს რეალური საფრთხე. დღეს, ჩვენ ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე COVID – 19-ის ეპიდემიის ფონზე შიშის განცდა საკუთარი და ახლობლების ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, არის სრულიად რაციონალური მოვლენა. შიში აუცილებელიც არის მოვლენის ადეკვატურად აღსაქმელად, ვინაიდან მეტი სიფრთხილით მოეკიდონ ადამიანები საკუთარ ჯანმრთელობასა და ირგვლის მყოფებს, რათა დაიცვან ყველა საჭირო ქმედებები ეპიდემიის თავიდან ასაცილებლად.

ადამიანები, რომლებიც არასათანადოდ აფასებენ მიმდინარე მოვლენებს და გაურბიან რეალობას, შესაძლოა მსგავსი დამოკიდებულება და შესაბამისი ქმედებები გახდეს დიდი საფრთხის შემცველი.

მოხალისეები მოხუცებს და სოციალურად დაუცველებს ეხმარებიან - Sputnik საქართველო
როგორია ცხოვრება ერთმეტრიანი დაშორებით, ანუ როგორ შევიცვალეთ შენ, მე, ჩვენ...

უჩვეულო და არაპროგნოზირებადი გარემო, მოქმედებს არა მხოლოდ ჩვენს ფსიქოლოგიურ განწყობაზე, არამედ შესაძლოა გამწვავებულმა ემოციურმა ფონმა და მომატებულმა შფოთვამ გამოიწვიოს ფიზიოლოგიური ცვლილებიც, როგორიც არის: ტემპერატურის მატება, ეპიზოდური და უეცარი სუნთქვის უკმარისობა, თავის ტკივილი და ა.შ.  ასეთ დროს მნიშვნელოვანია სწორად ინფორმირება დაავადების მიმდინარეობასა და სიმპტომატიკაზე, რათა არ მივეცეთ უსაფუძვლო ეჭვს. თუმცა სიფრთხილე გვმართებს, რათა არ ვუგულებელჰყოთ რეალურად არსებული სიმპტომები.

ამ თანდაყოლილი რეაქციების გარეშე, ჩვენი ტვინი ვერ მიიღებდა გამაფრთხილებელ სიგნალს საფრთხის შესახებ და შესაბამისად, საფრთხის პირისპირ აღმოჩენილი, ვერ გაუმკლავდებოდა მას.

შეყვარებულები - Sputnik საქართველო
„უნდა ადგე და წახვიდე“, ანუ როდის ღლით მას სიყვარულით და ხდებით ურთიერთობაზე დამოკიდებული

გადაჭარბებული შიშის  დროს ადამიანის ქცევა არის არაადეკვატური, რასაც „პანიკას“  ვუწოდებთ. უსიამოვნო ცნობები ხშირად იწვევს ადამიანებში პანიკას. მიზეზი შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ, მაგალითად, ხვალინდელი დღის შიში, მომავალი გაუგებარი პერსპექტივებით.

ეს არის მოვლენების გადაჭარბებული შეფასება, როცა ადამიანი სრულად მოცულია საშიშროების განცდით, უჭირს საკუთარი ემოციის კონტროლი. მისი ფიქრები, აზრები და ქმედება მხოლოდ  მიმდინარე მოვლენებით არის მოცული. „პანიკა“ აფერხებს ადამიანიას ჯანსაღ ფუნქციონირებას გარემოში, ის რადიკალურად განსხვავდება შიშის ემოციისგან, რომელიც არის ჯანსაღი რეაქცია საფრთხის შემცველი გარემოს მიმართ.

შეყვარებულები - Sputnik საქართველო
„უნდა ადგე და წახვიდე“, ანუ როდის ღლით მას სიყვარულით და ხდებით ურთიერთობაზე დამოკიდებული

როგორ უნდა მოვიქცეთ მომატებული შფოთვის დროს?

გარემოში არსებული გარკვეული საფრთხით გამოწვეული ცხოვრების რიტმის უჩვეულო ცვლილებისას მომატებული შფოთვა უნდა აღვიქვათ როგორც ბუნებრივი და საჭირო რეაქცია. მნიშვნელოვანია, ჩვენს განცდებზე  და შიშებზე გულახდილი საუბარი ერთმანეთთან, ემოციური ვინტიაცია, რეალობის ადეკვატური აქღმის შენარჩუნება, სწორი ინფორმაციის ფლობა და საჭიროების შემთხვევაში სპეციალისტებთან კონსულტაციის გავლა.  

როგორც წესი მომატებული შფოთვა სტრესული გარემოებების გავლის შემდეგ ხშირ შემთხვევაში თავად სტაბილიზდება, მაგრამ ფსიქლოგიური მდგომარეობის გამწვავების შემთხვევაში აუცილებელია  ფსიქოთერაპევტთან კონსულტაციის გავლა.

სოციალური ქსელები - Sputnik საქართველო
ფსიქოლოგები: სასოწარკვეთილი ფრაზების ტირაჟირება სოციალურ ქსელებში სიცოცხლისთვის საშიშია

ოჯახის წევრებს შორის ურთიერთობის  შესაძლო გამწვავების რისკები და პოზიტიური აზროვნების როლი კრიზისული პერიოდის დასაძლევად

არაპროგნოზირებადი და საფრთხის შემცველი გარემო, ბევრი თავისუფალი დრო, დაძაბულობა, ფინანსური კრიზისი, ადვილად გაღიზიანებადობა, მომატებული შფოვითი და ემოციური განცდები, შესაძლოა გარკვეული ზეგავლენის მომტანი იყოს ოჯახის წევრებს შორის, როგორც დადებით ასევე უარყოფითი თვალსაზრისით. მნიშვნელოვანი როლი აკისრია ჩვენ დამოკიდებულაბას კრიზისული სიტუაციისადმი, შეგვიძლია თუ არა ვაქციოთ ის რესურსად. სრულიად ჩვენზეა დამოკიდებული, თუ როგორ გავუმკლავდებით მიმდინარე გამოწვევას და როგორ წარვმართავთ ურთიერთობებს ოჯახში.

კრიზისის გამკლავებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება პოზიტიური აზროვნების როლს, როცა შექმნილი ვითარების მიუხედავად ადამიანი ცდილობს ადვილად ადაპტირდეს მოცემულ გარემოში, დგება მომენტი ცვლილებების, საკუთარი ღირებულებებისა და შესაძლებლობების გადაფასების. შესაძლოა ადამიანმა აღმოაჩინოს  საკუთარ თავში ახალი უნარები, რომელიც მოცემულ მომენტში სტრესთან გამკლავების საუკეთესო საშუალებაა. რაც ყველაზე მთავარია, ამჯერად გვეძლევა შესაძლებლობა ოჯახის წევრებთან და შვილებთან მეტი დროის გატარების, ერთმანეთის უკეთ შეცნობის, ახალი აქტივობების დაგეგმვის და დროის უქონლობით გამოწვეული დანაკლისის განცდის პოზიტიურად კონპენსირების.

შფოთვის და შიშის ფუნქცია თქვენი დაცვაა! გააცნობიერედ რისგან გიცავთ შიშები და აიღეთ პასუხისმგებლობა მის მოგვარებაზე. ყოველივე არსებული თავის თავში საპირისპიროს მოიცავს. შიშში თავისივე საპირისპიროს აღმოჩენით იწყება თქვენი უკეთ ყოფნა.

 

ყველა ახალი ამბავი
0