როგორია ცხოვრება ერთმეტრიანი დაშორებით, ანუ როგორ შევიცვალეთ შენ, მე, ჩვენ...

© Sputnik / Shota Nozadzeმოხალისეები მოხუცებს და სოციალურად დაუცველებს ეხმარებიან
მოხალისეები მოხუცებს და სოციალურად დაუცველებს ეხმარებიან - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნათქვამია, დედამიწას სიყვარული ატრიალებსო. თუ ეს მართალია, რაც დღეს საქართველოში ხდება, დედამიწას მხოლოდ ის სიყვარული და სიკეთე ეყოფა უსასრულოდ რომ იტრიალოს...

მე დღეს სახლში ვარ! სახლში ჯდომით თუ სამყაროს გადავარჩენდით, ოდესმე იფიქრებდით?!

ჰო და ზოგს ესეც ერთულება...

არადა, იქ, ზემოთ, ან სულაც ქვემოთ, ვიღაცამ გადაწყვიტა კიდევ ერთხელ გამოეცადა ადამიანობის კოეფიციენტი და დღეს სამყარო ერთ პლატფორმაზე დაპაუზდა... ტესტების შედეგები ერთნაირია: დადებითი, დადებითი, დადებითი...

გავიგეთ, რომ ბრძოლისთვის წამალი არ არსებობს, თუმცა ესეც ცოტაა და იმ წუთიდან მნიშვნელობა აღარ აქვს, როგორები ვიყავით აქამდე. აღარ არსებობს „შენ“, „მე“, „ის“... დღეიდან ერთი ცხოვრება გვაქვს, ოღონდ ერთი მეტრის დაშორებით.

პრემიერი გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
პრემიერი: არ არის პანიკის საფუძველი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არის დამშვიდების საფუძველი

ამ გაზაფხულზე ყველა ცდილობს საკუთარი იარაღი იპოვოს და ისე ებრძოლოს უჩინარ მტერს.

გაერთიანდნენ ექიმები, ჟურნალისტები, პოლიციელები, დეპუტატები, ბიზნესმენები, კომპანიები, რესტორნები, რიგითი მოქალაქეები, პოლიტიკური პარტიები, მთავრობა და კიდევ ბევრი, ბევრი სხვა.

ადვილია, როცა კარგად ხარ და ბედნიერი ხარ, მაგ დროს სიკეთის კეთება. რთულია კრიტიკულ სიტუაციაში ღირებულის და მნიშვნელოვანის შექმნა.

ხალხი ამბობს, დედამიწას სიყვარული ატრიალებსო. თუ ეს სიტყვები მართალია, მაშინ დავწერ, რომ რაც დღეს საქართველოშია, დედამიწას მხოლოდ ის სიყვარული და სიკეთე ეყოფა იმისთვის, რომ უსასრულოდ იტრიალოს...

კარანტინი - Sputnik საქართველო
ვითარება საკარანტინო ზონაში: მარნეულსა და ბოლნისში 20 ათასი ადამიანი შეამოწმეს

ამ ქვეყანაში სიკეთე ვირუსზე სწრაფად ვრცელდება!

ჯერ კიდევ საახალწლო სუფრასთან ვიყავით, როცა კულუარებში, ინტერნეტში და ტელევიზიებში ჩვენთვის უცნობი სიტყვა და უცნობი მტერი გაჟღერდა იქ, სადღაც შორს, პლანეტის მეორე ბოლოში, როცა ადამიანები აქამდე უცნობი დაავადებით ავადდებოდნენ… დაავადება კი ჭორივით ვრცელდებოდა... ყველა ვაცნობიერებდით, რომ ქვეყანაში ამ წუთიდან აღარაფერი იქნებოდა ისე, როგორც აქამდე. შემდეგ იყო სიუჟეტები და სცენარები... არც ერთი სიუჟეტი ქართველებზე არ იყო მორგებული...

ის, რაც შემდეგ საქართველოში მოხდა, არც ერთ სცენარში არ განიხილებოდა... სულ რამდენიმე დღე დასჭირდა ამ სიკეთით შეშლილ ერს რეალობის გასაცნობიერებლად... თანდათან გაუფერულდა ყველა ის განსხვავება, რაც ერთმანეთს აშორებდათ და მოხდა ის, რაც მოხდა... ძალიან ბევრი ადამიანი აღარ ავსებდა საკუთარ მაცივრებს… აღარ ავსებდა და აცარიელებდა! აცარიელებდა და შავი დღისთვის გადადებულ ლუკმა პურს, რამდენიმე ლარს და საკუთარ ენერგიას უნაწილებდა უცხოებს.

დიმიტრი ხუნდაძე - Sputnik საქართველო
ხუნდაძე: თუ მოქალაქეებმა რეკომენდაციები არ გაითვალისწინეს, მასობრივ კარანტინს გამოვიყენებთ

დღეს რომ გამარჯვება ერთიანობაშია, ეს ჩვენ ყველაზე კარგად გამოგვდისო, გავიხსენეთ და დაიწყო…

შეიქმნა პლატფორმა და გააერთიანა რიგითი მოქალაქეები. სოციალურ ქსელში გამოჩნდა „ოთხი მარიამი“. „წითელმა ჯვარმა“ მოხალისეების გადამზადება დაიწყო. „დედების ფონდი“ მზადაა სახლში მიაწოდოს საკვები. კომპანიებმა საკუთარი პროდუქცია გაიღეს, ბანკებმა – თავისი. არც შინაური ცხოველები დავიწყებიათ და დარიგდა ასობით ტომარა საკვები. სავაჭრო ცენტრებთან დადგნენ მიკროავტობუსები და დაიწყო შეჭირვებული ხანდაზმულებისთვის საყოფაცხოვრებო ნივთების, მედიკამენტებისა და პროდუქტების შეგროვება.

დაიწყო და აღარ მორჩება, სანამ არ დამთავრდება...

რამდენი გინდა რომ ჩამოთვალო!..

ყველა ცდილობს საკუთარი იარაღი იპოვოს და ისე ებრძოლოს უჩინარ მტერს.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
აჭარა ინფექციის შესაძლო გავრცელების გამო განსაკუთრებული მზადყოფნის რეჟიმზე გადადის

ქართველი ერი ბედნიერია, რადგან ჩვენ შორის ყოველთვის იყვნენ გმირები. ჩვენს გმირებს კი მადლიერების ნიშნად საქართველომ ტაში დაუკრა. სამწუხაროდ, მაშინაც კი, როცა გული გულობს, მათთვის ცოტა რამ შეგვიძლია გავაკეთოთ, მაგრამ ახლა სახლში დარჩენა ის მცირედია, რაც დღეს ყველაზე ხმამაღალი ტაში და დახმარებაა.

#დარჩისახლში კუკუდამალობანას თამაში ან მორიგი გამოწვევა არ არის. დარჩი სახლში უდრის დარჩი სიცოცხლესთან, დარჩი ოჯახთან, დარჩი ადამიანთან.

სახლიდან ერთად გავალთ – დარაბებს მიღმა. იქ არ ვიცი წელიწადის რა დრო დაგვხვდება, მაგრამ ამას მნიშვნელობა აღარ ექნება… ჩვენ ისევ ვიპოვით ერთმანეთს და დავეხმარებით. ამაში დარწმუნებული ვარ. ახლა აჩვენებს ცხოვრება, ვის რა უპირატესობა აქვს.

კარანტინი. დეზინფექცია - Sputnik საქართველო
კარანტინის ზონები: სად არის დაშვებული მუშაობა და როგორ ხდება პროდუქტებით მომარაგება

საქართველომ ახალი კუთხით წარმოაჩინა თავი. ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ქართველები ძალიან ფრთხილი ხალხია, მაგრამ რეალურად ამას პირველად ვხედავ. საკუთარ ქვეყანას ვეღარ ვცნობ. დღეს გარეთ თბილისის ქუჩები თითქოს უფრო გრძელი და ფართოა – უფრო მეტი სასწრაფოს მანქანა დადის, ვიდრე ადამიანი.

თითქოს სამყარო ერთ პლატფორმაზე დაპაუზდა...

მე ჟურნალისტი ვარ და დღეს სახლში ვარ... დარაბებს მიღმა კი...

 

ყველა ახალი ამბავი
0