ფსიქოლოგები: სასოწარკვეთილი ფრაზების ტირაჟირება სოციალურ ქსელებში სიცოცხლისთვის საშიშია

© photo: Sputnik / Natalia Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშისოციალური ქსელები
სოციალური ქსელები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნეიროფსიქოლოგებმა და ბავშვთა ფსიქოლოგებმა სუიციდის პრევენციის თემასა და 15 წლის მოზარდის ლუკა სირაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ მწვავე რეაქციებზე ბრიფინგი გამართეს.

ბავშვთა ფსიქო-ემოციური მდგომარეობის მკვლევარებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ საჭიროა ფიქრი სხვა მოზარდების ემოციურ განწყობაზე და სასოწარკვეთილი ფრაზების ტირაჟირება დაუშვებელია.

სუიციდის პრევენციის თემაზე გამართული ბრიფინგი ეხებოდა 15 წლის მოზარდის ლუკა სირაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ მწვავე რეაქციებს.

ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშვილი საზოგადოებას მოუწოდებს, არ მოხდეს ტირაჟირება სასოწარკვეთილი ფრაზების, პერფორმანსირება უბედურების, რადგან ქულების ჩაწერა ამ უბედურებაზე არაეთიკური და სასიცოცხლოდ საშიშია.

„კიდევ ერთი არშემდგარი სიცოცხლე წავიდა, როდესაც ის შეიძლება ყოფილიყო ღირსეული, შემდგარი პიროვნება და ეს ჩვენი საზოგადოების ბრალია. დღეს ყველა ვიშვერთ ხელს ერთმანეთისკენ და ვკითხულობთ – რა მოხდა?! რა მოხდა, ძალიან ძნელი სათქმელია, რადგან პრობლემა სისტემურია… ჩვენ ემოციური ადამიანები ვართ, ემოციებს ძალიან რეაქტიულად გამოვხატავთ. გასაგებიც არის, ყველა შეგვძრა ამ ამბავმა, მაგრამ აუცილებლად უნდა ვიფიქროთ, ეს ემოცია რა შედეგს მოიტანს“, – განაცხადა გაგოშვილმა.

ლონდა თოლორაია - Sputnik საქართველო
სახელმწიფო ინსპექტორმა მოზარდის გარდაცვალებამდე მოვლენების სურათი აღადგინა

მისი თქმით, დღეს სასოწარკვეთილი ბავშვის ფრაზების ტირაჟირება მიდის, ეწყობა პერფორმანსები და არავინ ფიქრობს იმაზე, თუ როგორ რეაგირებენ ამაზე გარდატეხის ასაკში მყოფი მოზარდები.

ფსიქოლოგის განმარტებით, გარდატეხის და მოზარდობის ასაკის თავისებურებიდან გამომდინარე, ბავშვები არიან ძალიან რეაქტიულები ემოციურად და ძალიან ხშირად ხდება ემოციური მოვლენების ინდუცირება. ამიტომ ძალიან ფრთხილები უნდა ვიყოთ, რადგან ზედმეტი ფრაზებით, ასეთი ემოციური ტირაჟირებით, შეიძლება ჩვენ კიდევ უფრო უარესი შედეგები გამოვიწვიოთ.

„ჩვენ ყველანი ვყოფილვართ ბავშვები მოზარდობის ხანაში და ყველას გვქონია თავში სუიციდური აზრები და, იცით, რატომ? იმიტომ რომ ჩვენ გვინდოდა აღიარება. ჩვენ ყველას გვაქვს ეს აღიარების მოთხოვნილება და განსაკუთრებით დიდი მოთხოვნილება აქვს მოზარდს. და აღიარება თუ სიკვდილის მერე იქნება, მაგაზეც თანახმა არიან“, – თქვა ფსიქოლოგმა.

მან თხოვნით მიმართა საზოგადოებას, რომ იფიქრონ სხვა ბავშვებზეც, რომლებიც სკოლაში სწავლობენ და ზუსტად იგივე პრობლემები აქვთ.

„პერფორმანსებით ცხოვრება არ იცვლება… ნულოვანი ტოლერანტობა არ შველის ამ ამბავს. ამ ამბავს შველის ადამიანების გაზრდა. ჩვენ რომ ადამიანები გავზარდოთ, ჩვენ უნდა ვიყოთ ჯერ ადამიანები. პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვისწავლოთ პატივისცემა სხვა ადამიანების. ბავშვებს რა ადარდებთ? – პატივს არ სცემენ, ეს ადარდებთ პირველ რიგში, მათ ღირსებას ლახავენ, არ ზრდიან პასუხისმგებლიან ადამიანებად, ისინი ამას ჩივიან. შესაბამისად, აი, ეს მომენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველა დამნაშავენი ვართ, სამართალდამცველი ორგანოები, სკოლა, განათლების სისტემა, ოჯახი. ჩვენ ყველა ერთმანეთზე ვძალადობთ და შემდეგ გვიკვირს ბავშვები რატომ ძალადობენ… სხვათა შორის, მედიასაც აქვს ამაში დიდი როლი. დილა იწყება ძალადობით და ბავშვი მოდელირებას აკეთებს ამისას. აქედან გამომდინარე, საზოგადოებას პირდაპირ მოვუწოდებ, ნუ ხდება ასეთი ტირაჟირება სასოწარკვეთილი ფრაზების და ნუ ხდება, აი, ასეთი პერფორმანსირება უბედურების. ქულების ჩაწერა ამ უბედურებაზე, რბილად რომ ვთქვათ, არაეთიკურია. ჩვენ უნდა ვიფიქროთ დანარჩენი მოზარდების სიცოცხლეზე“, – განაცხადა ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშვილმა.

ციხის გალავანი - Sputnik საქართველო
მარიანა ჩოლოიანს პატიმრობა შეეფარდა

ფსიქოლოგ ნინო ოკრიბელაშვილის განმარტებით, ყოველი სიტყვა, რომელსაც ჩვენ დავწერთ, შეიძლება აღმოჩნდეს კრიზისის მაპროვოცირებელი საზოგადოებაში, მასმედიასა და სოციალურ ქსელებში.

„აღნიშნული ფრაზის გაზიარება ხშირ შემთხვევაში სპონტანურად, ემოციურად ხდება. როდესაც ბევრი იზიარებს ამ ფრაზას, ძნელია გაარკვიო ვის უჭირს რეალურად ამ შემთხვევაში. ამიტომ ყველას, ოჯახსაც და ჩვენი პროფესიის ადამიანებსაც უჭირთ ამოცნობა – ამ ძახილის ამოცნობა გვიჭირს“, – თქვა ფსიქოლოგმა.

მას მიაჩნია, რომ აუცილებელია მაქსიმალურად გამოვიყენოთ ის გამოცდილებები, რომლებიც პროგრესულ, წარმატებულ საზოგადოებებს აქვთ.

„მე არ ვამბობ, რომ ყველაფრის დუბლირება შეიძლება. დიახ, არსებობს გარკვეული ინსტრუქციები, გარკვეული რეგულაციები, რასაც თუ შევიტანთ სკოლაში და ამ რეგულაციების შესახებ ეცოდინება არა მარტო სკოლის დირექციას ან განათლების სამინისტროს, არამედ ეცოდინება საზოგადოებასაც, მაშინ საზოგადოება მოსთხოვს ამა თუ იმ რეგულაციის აღსრულებას როგორც კონკრეტულ ერთ სკოლას, ასევე კონკრეტულად პედაგოგსაც და ცოტა ზემდგომ ორგანოებსაც“, – განაცხადა ნინო ოკრიბელაშვილმა.

გარდა ამისა ფსიქოლოგი თვლის, რომ მსგავსი ფაქტების პრევენციის მიზნით ახალგაზრდებს უნდა მიეცეთ უფროსებთან, გაწონასწორებულ ადამიანებთან საუბრის საშუალება. სახელმწიფოს აქვს სუიციდის პრევენციის გარკვეული სტრატეგიები უკვე შემუშავებული და დამტკიცებული, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ეხება მხოლოდ და მხოლოდ პენიტენციურ სისტემას.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კალაძე: სუიციდის პროპაგანდის შემცველი ყველა წარწერა წაიშლება

„ასეთი ტიპის გაიდლაინების დაგეგმვა იქნება შემდეგი ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი. სწორედ ამაში გვჭირდება ბავშვთა ფსიქოლოგების, ბავშვთა ფსიქიატრების მხარდაჭერა და მე მგონია, რომ ყველანი ერთად, საზოგადოება შევძლებთ, რომ ეს პრობლემა დავძლიოთ“, – განაცხადა ფსიქოლოგმა ნინო ოკრიბელაშვილმა.

ფსიქოლოგი ურჩევს საზოგადოებას, თავი შეიკავონ სოციალურ ქსელში ისეთი განცხადებების ტირაჟირებისგან, რომელიც ხელს უწყობს ემოციური მდგომარეობის გამწვავებას.

„ყოველი სიტყვა, რომელსაც ჩვენ დავწერთ, შეიძლება აღმოჩნდეს კრიზისის მაპროვოცირებელი აბსოლუტურად ჩვენგან დისტანცირებულ ადამიანში“, – თქვა ნინო ოკრიბელაშვილმა.

ლუკა სირაძე, რამდენიმე დღის წინ მეცხრე სართულიდან გადმოხტომის შედეგად მიყენებული ტრავმების გამო, 17 დეკემბერს გარდაიცვალა. ძირითადი ვერსია თვითმკვლელობის მცდელობაა, თუმცა საქართველოს საპატრიარქო უბედურ შემთხვევას არ გამორიცხავს.

ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც პოლიციამ მოზარდი დაკითხა, რადგან, მათი ვერსიით, ის ღამით თავის ყოფილ „მწვანე სკოლაში" შეიპარა და სამასწავლებლოსა და სხვა კაბინეტების კედლებზე წარწერები დატოვა.

ყველა ახალი ამბავი
0