გააადამიანურეთ ადამიანური გრძნობები

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიკარლ მარქსი
კარლ მარქსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სინდისი ცოდნაზე და ადამიანის ცხოვრების სტილზეა დამოკიდებული. რესპუბლიკელს სხვანაირი სინდისი აქვს, ვიდრე მონარქისტს, ქონების მფლობელს სხვანაირი, ვიდრე უქონელს. მოაზროვნეს – სხვანაირი, ვიდრე მას, ვისაც აზროვნება არ შეუძლია...

კარლ ჰაინრიხ მარქსი (Karl Marx; 1818-1883) — გერმანელი ფილოსოფოსი, ეკონომისტი, ისტორიკოსი, პოლიტიკური თეორეტიკოსი, სოციოლოგი, კომუნისტი და რევოლუციონერი. კარლ მარქსი კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მოაზროვნეა. მისმა იდეებმა დიდი გავლენა მოახდინა ეკონომიკური და პოლიტიკური აზროვნების განვითარებაზე.

მისი ყველაზე ცნობილი თხზულებაა „კაპიტალი". ასევე მისი ნაშრომებია: „გერმანული იდეოლოგია", „დაქირავებული შრომა და კაპიტალი", „კომუნისტური პარტიის მანიფესტი" (თანაავტორი ფრიდრიხ ენგელსი) და სხვ.

სიორენ კირკეგორის ქანდაკება კოპენჰაგენში, დანია - Sputnik საქართველო
თავისუფლება, რომელიც გვაქვს, მაგრამ არ ვსარგებლობთ, და თავისუფლება, რომელსაც ვითხოვთ

ამ სამყაროს ამაოებაში მეგობრობა ერთადერთია, რომელსაც პირად ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობა აქვს.

ფული – ეს შუამავალია საჭიროებასა და საგანს, ადამიანის ცხოვრებასა და ცხოვრებისეულ საშუალებებს შორის.

ჩვეულებრივი არფა ნებისმიერ ხელში ჟღერს; ეოლური არფა – მხოლოდ მაშინ, როდესაც მათ სიმებს ქარიშხალი ურტყამს.

თუ ადამიანის ხასიათს გარემოებები ქმნის, როგორც ჩანს, საჭიროა, რომ გარემოებები ადამიანური გავხადოთ.

ზედმეტი სერიოზულობა – ეს ყველაზე კომიკურია, ხოლო ზედმეტი მორცხვობა – ყველაზე მწარე ირონია.

ადამიანს ამცირებს არა ათეიზმი, არამედ ცრუმორწმუნეობა და კერპთაყვანისმცემლობა.

მონა ხარ იმის, ვინც გიყვარს, მონა ხარ იმის, ვისაც უყვარხარ...>>

სირცხვილი – ეს უკვე თავისებური რევოლუციაა... მთელი ერი რომ ნამდვილად განიცდიდეს სირცხვილის გრძნობას, ის იმ ლომს დაემსგავსებოდა, რომელიც... ნახტომისთვის ემზადება.

ბუდას ქანდაკება - Sputnik საქართველო
თავისუფლება გზის ბოლოსაა, მანამდეა მოთმინების გზა

რელიგია – ხალხის ოპიუმია.

კაპიტალს ეროვნება არა აქვს.

იყო მგრძნობიარე, ნიშნავს იყო ტანჯული.

თითოეულის თავისუფალი განვითარება ყველას თავისუფალი განვითარების პირობაა.

არაფერია იმაზე საშინელი და დამამცირებელი, ვიდრე ის, რომ მონის მონა გახდე.

სიკვდილი უდიდესი მშვიდობისმყოფელია.

როგორ შეიძლება იქცეს აქსიომა პარადოქსად ან სარკაზმი ქადაგებად>>

სინდისი ცოდნაზე და ადამიანის ცხოვრების სტილზეა დამოკიდებული. რესპუბლიკელს სხვანაირი სინდისი აქვს, ვიდრე მონარქისტს, ქონების მფლობელს სხვანაირი, ვიდრე უქონელს. მოაზროვნეს – სხვანაირი, ვიდრე მას, ვისაც აზროვნება არ შეუძლია.

ახალი ერა ძველი ერისგან ძირითადად იმით განსხვავდება, რომ შოლტი იწყებს თავის გენიოსად წარმოსახვას.

სახელმწიფოს ხალხის მხრიდან ძალიან მკაცრი აღზრდა ესაჭიროება.

მირაჟები და სასწაულები - Sputnik საქართველო
ბედნიერება ფრთებით მოდის, მაგრამ ყავარჯნებით მიდის

ადვილია იყო წმინდანი, როდესაც არ გინდა – იყო ადამიანური.

სასჯელმა უფრო მეტი ზიზღი არ უნდა გამოიწვიოს, ვიდრე დანაშაულმა.

სირცხვილი – ეს თავისებური რისხვაა, ოღონდ ის შიგნით არის მიმართული.

ისტორია ორჯერ მეორდება – ჯერ ტრაგედიის სახით, მერე – ფარსის.

რევოლუცია ისტორიის ლოკომოტივია.

ცნობიერებას ყოფა განსაზღვრავს.

უმეცრება – ეს დემონური ძალაა და ვშიშობთ, რომ ის კიდევ მრავალი ტრაგედიის მიზეზი გახდება.

ნებისმიერ ერს შეუძლია და უნდა ისწავლოს კიდეც სხვებისგან.

აკრძალვა აკრძალულია, ანუ ცხოვრების აზრი, რომელიც არ არსებობს>>

თავისუფალი დრო სივრცეა პიროვნების განვითარებისთვის.

ყველაზე უანგარო მშობლის სიყვარულია.

ხელოვნება – ეს სარკე კი არა, ჩაქუჩია, რომლითაც სინამდვილეს ჭედავენ.

დარჩე მორიდებული მოურიდებლობის წინაშე – ეს არის კიდეც ყველაზე სერიოზული მოურიდებლობა სულისა.

ადამიანი ანთებული ნათურის თავით  - Sputnik საქართველო
ოქროს სტანდარტი: როგორ უნდა გადააბარო ძალაუფლება

საკუთრების თითოეულ საზოგადოებრივ ფორმას თავისი მორალი აქვს.

მხოლოდ სიმშვიდიდან შეიძლება აღმოცენდეს დიდი და შესანიშნავი საქმეები. ის იმ ნიადაგივითაა, რომელზეც მხოლოდ მწიფე ნაყოფი ამოიზრდება.

პოლიტიკაში ცნობილი მიზნისთვის კავშირი თვითონ ეშმაკთანაც შეიძლება დადო – მხოლოდ დარწმუნებული უნდა იყო, რომ შენ მოატყუებ ეშმაკს და არა ეშმაკი – შენ.

სიცოცხლე კი კვდება, მაგრამ სიკვდილმა არ უნდა იცოცხლოს.

ახალბედა პოლიტიკაში... იმ მხატვარს წააგავს, რომელმაც მხოლოდ ორი ფერი – თეთრი და შავი იცის...

მორალურ ძალას კანონის პარაგრაფებით ვერ შექმნი.

ტოტალური აზროვნების სიმარტივე და ტყუილში ჩამალული უდიდესი სიმართლე>>

გარემოებები ისევე ქმნიან ადამიანებს, როგორც ადამიანები – გარემოებებს.

წარმოსახვა ის დიდი ნიჭია, რომელმაც ამდენი რამ გააკეთა კაცობრიობის განვითარებისთვის.

ხანდახან განშორება სასარგებლოა, რადგან მუდმივი ურთიერთობა ერთფეროვნების განცდას წარმოშობს.

სიყვარული - Sputnik საქართველო
ბრმა სიყვარული და გენიალური ოკულისტი – ოჯახური ცხოვრება

აუცილებელია ადამიანის გრძნობების გაადამიანურება...

ნებისმიერი ეკონომია საბოლოოდ დროის ეკონომიამდე დადის.

არავის აიძულებენ ქორწინებას, მაგრამ, რადგან დაქორწინდა, ნებისმიერი უნდა დაემორჩილოს ქორწინების კანონებს.

პრივილეგირებულების სინდისი – ეს ხომ არის კიდეც პრივილეგირებული სინდისი.

ცალკეული მევიოლინე თვითონ მართავს თავის თავს, ორკესტრს კი დირიჟორი სჭირდება.

აღმზრდელი თვითონ უნდა იყოს აღზრდილი.

ყველა ახალი ამბავი
0