როგორ შეიძლება იქცეს აქსიომა პარადოქსად ან სარკაზმი ქადაგებად

CC0 / Public Domain / ედგარ ალან პო
ედგარ ალან პო - Sputnik საქართველო
გამოწერა
უზომო ცოდნით დამძიმებული სამყარო ნაადრევად დაუძლურდა, მაგრამ ბრბომ – კაცობრიობის ძირითადმა მასამ ეს ვერც კი შენიშნა, ან არ ისურვა ამის დანახვა...

აზრების ფოიერვერკი" წარმოგიდგენთ ედგარ ალან პოს გამონათქვამებს.

ედგარ ალან პო (Edgar Allan Poe, 1809-1849) – ამერიკელი პოეტი, ნოველისტი, რედაქტორი, კრიტიკოსი და ამერიკული რომანტიზმის ლიდერი. პო ერთ-ერთი პირველი ამერიკელი ნოველისტია. მიიჩნევა დეტექტიური და კრიმინალური ჟანრის ფუძემდებლად. მისმა ზოგიერთმა ნაწარმოებმა ხელი შეუწყო სამეცნიერო ფანტასტიკის ფორმირებასა და განვითარებას.

ნიკოს კაზანძაკისი - Sputnik საქართველო
ღმერთი ნებისმიერ ცოდვას პატიობს, გარდა...

ედგარ ალან პომ თავისი შემოქმედებით დიდი გავლენა იქონია როგორც ზოგადად აშშ-ის და მსოფლიო ლიტერატურაზე, ისე სპეციალიზებულ სფეროებზე, როგორიცაა კოსმოლოგია და კრიპტოგრაფია. მისი ნამუშევრები ფართოდაა წარმოჩენილი პოპ-კულტურაში, იქნება ეს ლიტერატურა, მუსიკა, ფილმები თუ ტელევიზია.

პოს ნაწარმოებებს შორისაა: „სუნთქვაშეგუბებული კაცის ამბავი", „ბოთლში ნაპოვნი ხელნაწერი", „პაემანი", „ამბავი სახელოვანი კაცისა", „მისტიფიკაცია", „ეშმა სამრეკლოზე", „ბრბოს კაცი", „ყორანი", „სფინქსი" და სხვ.

ყველა ახალი ამბავი
0