„აზრების ფოიერვერკი" წარმოგიდგენთ ედგარ ალან პოს გამონათქვამებს.
ედგარ ალან პო (Edgar Allan Poe, 1809-1849) – ამერიკელი პოეტი, ნოველისტი, რედაქტორი, კრიტიკოსი და ამერიკული რომანტიზმის ლიდერი. პო ერთ-ერთი პირველი ამერიკელი ნოველისტია. მიიჩნევა დეტექტიური და კრიმინალური ჟანრის ფუძემდებლად. მისმა ზოგიერთმა ნაწარმოებმა ხელი შეუწყო სამეცნიერო ფანტასტიკის ფორმირებასა და განვითარებას.
ედგარ ალან პომ თავისი შემოქმედებით დიდი გავლენა იქონია როგორც ზოგადად აშშ-ის და მსოფლიო ლიტერატურაზე, ისე სპეციალიზებულ სფეროებზე, როგორიცაა კოსმოლოგია და კრიპტოგრაფია. მისი ნამუშევრები ფართოდაა წარმოჩენილი პოპ-კულტურაში, იქნება ეს ლიტერატურა, მუსიკა, ფილმები თუ ტელევიზია.
პოს ნაწარმოებებს შორისაა: „სუნთქვაშეგუბებული კაცის ამბავი", „ბოთლში ნაპოვნი ხელნაწერი", „პაემანი", „ამბავი სახელოვანი კაცისა", „მისტიფიკაცია", „ეშმა სამრეკლოზე", „ბრბოს კაცი", „ყორანი", „სფინქსი" და სხვ.