თავისუფლება, რომელიც გვაქვს, მაგრამ არ ვსარგებლობთ, და თავისუფლება, რომელსაც ვითხოვთ

CC BY 2.0 / Sharon Hahn Darlin / Søren Aabye Kierkegaard, Copenhagen, Denmarkსიორენ კირკეგორის ქანდაკება კოპენჰაგენში, დანია
სიორენ კირკეგორის ქანდაკება კოპენჰაგენში, დანია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სიყვარულს განვითარება მხოლოდ თავისუფლებაში შეუძლია და მხოლოდ თავისუფლება განაპირობებს სასიამოვნო და მარად მხიარულ დროის გატარებას...

აზრების ფოიერვერკი" წარმოგიდგენთ სიორენ კირკეგორის მოსაზრებებს.

სიორენ კირკეგორი (1813-1855 Søren Aabye Kierkegaard) დანიელი ფილოსოფოსი, თეოლოგი, ფსიქოლოგი, მწერალი, კრიტიკოსი, პოეტი. ეგზისტენციალიზმის დამფუძნებელი.

ჯიბრან ხალილ ჯიბრანის ბიუსტი ბრაზილიაში - Sputnik საქართველო
მონა ხარ იმის, ვინც გიყვარს, მონა ხარ იმის, ვისაც უყვარხარ...

კირკეგორის ეგზისტენციალიზმის ძირითადი არსი ის იყო, რომ ყოველი ინდივიდი ვალდებულია გარკვეული მნიშვნელობა მიანიჭოს საკუთარ ცხოვრებას და ის მტკიცედ და ჭეშმარიტად განვლოს.

კირკეგორის ნაშრომები მეოცე საუკუნეში დანიურიდან სხვა ენებზე ითარგმნა და ამ საუკუნის შუა წლებიდან მისმა ნაშრომებმა დიდი გავლენა მოახდინა ფილოსოფიაზე, თეოლოგიაზე და, ზოგადად, დასავლურ კულტურაზე.

ადამიანები არასდროს სარგებლობენ იმ თავისუფლებით, რომელიც აქვთ, მაგრამ ითხოვენ იმ თავისუფლებას, რომელიც არა აქვთ.

ჩვენი ცხოვრება – ეს თამაშია, რომლის წესები ჩვენთვის უცნობია.

თავისუფლება გზის ბოლოსაა, მანამდეა მოთმინების გზა>>

არაფერია იმაზე მშვენიერი დრო ცხოვრებაში, ვიდრე სიყვარულის სულ პირველი დღეები, როდესაც თითოეული შეხვედრისას შეხედვითა და იმედით რამე ახალი და სასიხარულო სახლდება შენს სულში.

სიბერე, როგორც ცნობილია, სიჭაბუკის ოცნებებს ახორციელებს. ამის მაგალითია სვიფტი: ახალგაზრდობაში ჭკუასუსტებისთვის სახლი ააშენა, ხოლო სიბერეში თვითონ დასახლდა იქ.

მირაჟები და სასწაულები - Sputnik საქართველო
ბედნიერება ფრთებით მოდის, მაგრამ ყავარჯნებით მიდის

მოგვეცა მცნება: „შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი", მაგრამ სწორად რომ გავიგოთ ეს მცნება, მასში უკუმტკიცებაც შეიძლება წაიკითხო: „ვალდებული ხარ, საკუთარი თავი სათანადოდ გიყვარდეს".

ხანძარი თეატრში კულისებს მიღმა დაიწყო. კლოუნი სცენაზე გამოვიდა, რათა მაყურებელი საფრთხის შესახებ გაეფრთხილებინა. დარბაზმა გადაწყვიტა, რომ ეს ხუმრობაა და ტაში დაუკრა. კლოუნმა ვედრებით გაიმეორა გაფრთხილება – ამას დარბაზში ოვაცია მოჰყვა. იქნებ, ჩვენი სამყაროც ასე აღესრულოს: მაყურებლის აპლოდისმენტებით, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ეს მხოლოდ ხუმრობაა.

ჩემი შეხედულება ცხოვრებაზე ყოველგვარ აზრსაა მოკლებული – მეჩვენება, რომ რაღაც ბოროტმა სულმა ცხვირზე სათვალე დამკიდა, რომლის ერთი შუშა ყველაფერს ურჩხულის ზომამდე ადიდებს, ხოლო მეორე – ასეთივე ხარისხით ამცირებს.

ისწრაფვოდე წინ – ნიშნავს დაკარგო სიმშვიდე, დარჩე ადგილზე – ნიშნავს დაკარგო საკუთარი თავი.

სად ვარ „მე"? რას ნიშნავს თქვა „სამყარო"? რას ნიშნავს ეს სიტყვა? ვინ შემომიტყუა აქ და დამტოვა? ვინ ვარ „მე"? როგორ აღმოვჩნდი ამ სამყაროში? რატომ არ მკითხეს, რატომ არ გამაცნეს მისი წესები, არამედ, უბრალოდ, შემტენეს მასში, თითქოს სულების გამყიდველისგან მიყიდეს? როგორ აღმოვჩნდი ჩართული ამ უზარმაზარ საწარმოში, რომელსაც სინამდვილე ჰქვია? განა ეს არჩევნის საკითხი არ არის? ვის შევჩივლო?

ჩიტები ხის ტოტზე  - Sputnik საქართველო
თუ ვინმეს მართლა უყვარდი და გიღალატა, იცოდე, იგი ამას უშენოდ ვერ შეძლებდა…

არ მინდა, რომ ჩემზე სულიერად იყოს დამოკიდებული. ის სავსებით თავისუფალი უნდა იყოს: სიყვარულს განვითარება მხოლოდ თავისუფლებაში შეუძლია და მხოლოდ თავისუფლება განაპირობებს სასიამოვნო და მარად მხიარულ დროის გატარებას.

ბავშვებთან მირჩევნია საუბარი – ყოველ შემთხვევაში, არის იმედი, რომ მათგან გონიერი არსებები დადგებიან მაშინ, როდესაც ვისაც თავი ასეთად მიაჩნია... სამწუხაროა!

არ ენდო მას, ვინც ჭეშმარიტება იპოვა>>

ჩემი საუკეთესო მეგობარი ექოა, და რატომ? იმიტომ, რომ მიყვარს ჩემი სევდა, ის კი ამას არ მართმევს. მხოლოდ ერთი რწმუნებული მყავს – ღამის სიჩუმე... რატომ? იმიტომ, რომ ის მუნჯია.

ვარდნა - Sputnik საქართველო
სულელი, არიფი, ბანდიტი და ჭკვიანი – კარლო ჩიპოლას უნივერსალური კანონები

ცოლს მოიყვან – ინანებ, არ მოიყვან – ინანებ. ასე რომ, მოიყვან თუ არ მოიყვან, ნებისმიერ შემთხვევაში ინანებ. დასცინებ ამ სამყაროს სისულელეს – ინანებ, იტირებ მასზე – ასევე ინანებ. ასე რომ, გინდა იტირე და გინდა იცინე – ნებისმიერ შემთხვევაში ინანებ. თავს ჩამოიხრჩობ – ინანებ, არ ჩამოიხრჩობ – ასევე ინანებ. ასე რომ ჩამოიხრჩობ–არ ჩამოიხრჩობ, ნებისმიერ შემთხვევაში მაინც ინანებ. აი, ბატონებო, რა არის ცხოვრებისეული სიბრძნე... არის, არ არის, მაინც ინანებ.

არაფერი გამაჩნია, მაგრამ არც არაფერი მესაჭიროება.

რა არის სიჭაბუკე? – სიზმარი. რა არის სიყვარული? – სიზმრისეული ხილვა.

არავინ ბრუნდება სულთა სამეფოდან... არავინ ჩნდება ამ ქვეყნად ცრემლის გარეშე... არავინ გეკითხება, როდის გინდა გაჩნდე... ვერავინ უმკლავდება, როცა წასვლა გინდა...

რატომ თხოვდება ქალი მეორედ და რატომ ქორწინდება მეორედ მამაკაცი>>

რაც უფრო ცდილობ დამალვას, მით უფრო სასიამოვნოა, როდესაც შენს თავშესაფარში აღმოგაჩენენ.

ვერაფერი დავინახე, რადგან ზედმეტად გულისყურით ვუყურებდი.

ხანდახან მკვდარი ასო უფრო მოქმედებს, ვიდრე ცოცხალი სიტყვა.

შიში – ეს თავისუფლების თავბრუსხვევაა.

ყველა ახალი ამბავი
0