აკრძალვა აკრძალულია, ანუ ცხოვრების აზრი, რომელიც არ არსებობს

© AFP 2024ჟან-პოლ სარტრი
ჟან-პოლ სარტრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სანამ ცოცხლობ, არანაირი თავგადასავალი არ არსებობს. იცვლება დეკორაციები, ადამიანები მოდიან და მიდიან – სულ ეს არის... ცხოვრების აზრი არ არსებობს. თვითონ მომიწევს მისი შექმნა...

აზრების ფოიერვერკი" წარმოგიდგენთ ჟან-პოლ სარტრის გამონათქვამებს.

ჟან-პოლ სარტრი (ჟან-პოლ-შარლ-ელიმარ სარტრი, Jean-Paul Sartre, 1905-1980) ფრანგი ეგზისტენციალისტი ფილოსოფოსი, დრამატურგი, ნოველისტი, პოლიტიკური აქტივისტი, ლიტერატურის კრიტიკოსი, ბიოგრაფი, ესეისტი, მეოცე საუკუნის ფრანგული ფილოსოფიის, ეგზისტენციალიზმისა და მარქსიზმის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა. 1964 წელს მიიღო ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში, თუმცა ჯილდოზე უარი განაცხადა.

ნიკოს კაზანძაკისი - Sputnik საქართველო
ღმერთი ნებისმიერ ცოდვას პატიობს, გარდა...

სარტრის შემოქმედების მთავარი ხაზია ფილოსოფიური ფრაზა „არსებობა წინ უსწრებს არსს", ანუ ადამიანი თვითონ განსაზღვრავს თავის თავს. არ არსებობს არანაირი წინასწარ განსაზღვრული ადამიანური ბუნება ან ბედი. ადამიანი მარტოა სამყაროში და არანაირი დახმარების იმედი არ უნდა ჰქონდეს. ადამიანი „განწირულია თავისუფლებისთვის", რადგან იგი აბსოლუტურად თავისუფალია არჩევანში. ადამიანი ნებისმიერ შემთხვევაში აკეთებს არჩევანს, რადგან არჩევანის არგაკეთებაც არჩევანია.

სარტრის ნაწარმოებებია: „წარმოსახვა", „ეგოს ტრანსცენდენცია", „გულისრევა", „კედელი", „ემოციების თეორიის ესკიზი", „არსებობა და არარაობა", „ცხრაკლიტული", „ეგზისტენციალიზმი ჰუმანიზმია", „ჯაჭვი", „საუბრები პოლიტიკაზე" და სხვ.

 

ყველა ახალი ამბავი
0