კვირის ასტროპროგნოზი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები 4–10 ნოემბრის პერიოდში

CC0 / Julian Peters / IMG_2874ხომალდი ოკეანეში
ხომალდი ოკეანეში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ კვირაში ზოდიაქოს ნიშნების უმეტესობისთვის საკმაოდ აქტუალური იქნება სასიყვარულო და ფინანსური სფეროები. ასტროლოგების რჩევები ცხოვრების სხვადასხვა სარბიელზე წარმატებების მიღწევაში და პრობლემების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.

ის, რაც ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის არის საერთო, ეს ენერგეტიკული დაცვაა. საქმე ისაა, რომ ვარსკვლავებისა და პლანეტების მომატებული აქტიურობა ბევრს ნეტაგიურად განაწყობს. ეს, ძირითადად, ტოქსიკურ ადამიანებსა და ენერგოვამპირებს ეხება. თუ თქვენ გარემოცვაში არიან ასეთი ადამიანები, მოერიდეთ მათთან ურთიერთობებს.

2020 წლის ჰოროსკოპი - ვერძი

ვერძი

აჯობებს, თუ ამ კვირაში წინასწარ შემუშავებულ გეგმას მიჰყვებით და არ იმოქმედებთ ვითარებებიდან გამომდინარე. ძალზე არაპროგნოზირებადი და დინამიკური კვირაა, სწორედ ამიტომ ემოციები უნდა მოთოკოთ და საქმეები კარდინალურად შეცვლილი მეთოდით აკეთოთ.

 ფრანები ბათუმის თავზე: მზე, ზღვა და კარგი განწყობა - Sputnik საქართველო
რა გველოდება ნოემბერში - თვის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

მნიშვნელოვანია, რომ გონებას მოუსმინოთ და არა გულს. ემოციური, „ფეთქებადი“ ხასიათის ადამიანები ხართ და ხშირად აზრს მოქმედება უსწრებს ხოლმე წინ, ამიტომ ცოტა უნდა „დაამუხრუჭოთ“. ზოგიერთ შემთხვევაში გამოიყენეთ იმ ადამიანების რჩევები, ვისაც პატივს სცემთ.

კურო

ძალზე პოზიტიური კვირა გელოდებათ ნებისმიერ სფეროში. მისდიეთ ცხოვრების კანონებს და წარმატებასთან იოლად მიხვალთ. ეს იქნება დრო, როდესაც რუტინული სამუშაოც კი კმაყოფილებას მოგანიჭებთ, ასევე, ნეგატიური ემოციები და იმედგაცრუება რაღაც სასარგებლოს გასწავლით.

იღბალი 6 ნოემბერს გაგიღიმებთ. ამ პერიოდში პლანეტები და ვარსკვლავები ურთიერთჰარმონიულად განთავსდებიან. ამის წყალობით მოსალოდნელია წარმატებები სიყვარულშიცა და ფინანსურ სფეროშიც. შეგიძლიათ, აიღოთ შვებულება, იმოგზაუროთ. ნებისმიერი არჩევანი სწორი იქნება, თუ ამას გაცნობიერებულად და გონების კარნახით გააკეთებთ.

2020 წლის ჰოროსკოპი - კურო

ტყუპი

ამ კვირაში თქვენთვის უმნიშვნელოვანესი ფინანსური სფერო იქნება. თამამად შეგიძლიათ საყიდლებზე წასვლა, მაგრამ უსარგებლო არაფერი იყიდოთ – ასე ფულს ქარს გაატანთ. ეს რომ თავიდან აიცილოთ, საყიდლების სია წინასწარ შეადგინეთ. შეგიძლიათ, საყვარელ ადამიანებს სიურპრიზი მოუწყოთ.

ჩიტები ხის ტოტზე  - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ამ სამი ნიშნით ყველაზე ცოტა ადამიანი იბადება

სიყვარულისა და ურთიერთობების დავიწყება არ ღირს – სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს პლანეტები იაქტიურებენ. ეს კი მეტ მომხიბვლელობას შეგმატებთ, რაც დაგეხმარებათ ახალ ნაცნობობაში, ან უკვე არსებული ურთიერთობების გამტკიცებაში.

2020 წლის ჰოროსკოპი - ტყუპი

კირჩხიბი

კირჩხიბებმა ყურადღება უნდა გაამახვილოთ მიმდინარე მოვლენებზე და არა იმაზე, რაც უკვე მოხდა. წარსული ახლა თავის მნიშვნელობას კარგავს, ხოლო მომავალი ძალას იკრებს. ამ კვირაში არის დიდი ალბათობა იმისა, რომ შეხვდეთ სასიამოვნო ადამიანს, რომელიც თქვენი კარგი მეგობარი ან მეორე ნახევარი გახდება.

შესაძლებლობა გექნებათ, იპოვოთ ახალი გატაცება, შემოსავლის ახალი წყარო. თქვენი ცხოვრება გარდაიქმნება და უფრო საინტერესო გახდება. თუ უქმად არ ისხდებით, ეს კვირა (და მთლიანად, ნოემბერი) 2019 წლის საუკეთესო დრო შეიძლება გახდეს.

ლომი

ლომებმა მეტი დრო უნდა გაატაროთ სასიამოვნო ადამიანებთან. ადამიანების ამოცნობაში ინტუიცია დაგეხმარებათ. არ ენდოთ ნაკლებად ნაცნობებს და მათ საკუთარ გეგმებზე არ ესაუბროთ.

მზის ჩასვლა მთების ფონზე  - Sputnik საქართველო
რა გველოდება 2020 წელს აღმოსავლური კალენდრის მიხედვით

ხელსაყრელი კვირაა პირადი პრობლემების გადასაწყვეტად, საოჯახო საქმეებისთვის, მუშაობისთვის. ახლა დიდი შანსი იმისა, რომ მეორე ნახევარი იპოვოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მისი ძებნა უნდა შეწყვიტოთ. იღბალი იქნება მათ მხარეს, ვისაც უკვე ჰყავს პარტნიორი და შეუძლია პატიება და კომპრომისზე წასვლა.

ქალწული

ქალწულებისთვის დგება პერიოდი, როდესაც არ ღირს დიდად გარისკვა, ურთიერთობების გამორკვევა და ულტიმატუმების წაყენება. პრობლემების გადაჭრა მშვიდად, ზედმეტი ემოციების გარეშე სჯობს, სხვაგვარად, შესაძლოა, დიდი სირთულეები გაჩნდეს. ნოემბერი ის თვეა, როდესაც ადამიანებმა და სამყარომ, შესაძლოა, გაგაოცოთ. ყოველთვის სასიამოვნო არ იქნება, მაგრამ ამისთვის მზად უნდა იყოთ.

4–10 ნოემბრის პერიოდში წინაღობების გადასალახავად მეტი ძალა და ენერგია დაგჭირდებათ. დიდი ალბათობით, უბრალო დასვენება არასაკმარისი აღმოჩნდება. უნდა გამოიცვალოთ გარემო, თავი გაინებივროთ ახალი ნივთებით, შეიცვალოთ ვარცხნილობა და სხვა.

ზოდიაქოს ყველაზე „გულცივი“ ხუთი ნიშანი, რომლებიც სიყვარულს ვერ გამოხატავენ

სასწორი

შესაძლოა, სახლში უარყოფითი ენერგია დაგროვდა, ამიტომ იფიქრეთ მის გაწმენდაზე. რაც შეიძლება ნაკლები დრო უნდა გაატაროთ ოთხ კედელშუა. უქმეებზეც კი გადით სახლიდან, შეიძინეთ რამე, მიხედეთ საქმეებს, იმუშავეთ დამატებით, იარეთ პაემნებზე, დაეხმარეთ ახლობლებს, მოკლედ, იაქტიურეთ.

რა შორი მანძილია პაწაწინა, ბუთქუნა, უცოდველი თითებიდან დიდ, ბანჯგვლიან და ტლანქ თითებამდე - Sputnik საქართველო
როგორ ბერდებიან ზოდიაქოს ნიშნები

წარმატების გასაღები აქტიურობა იქნება. უნდა მეტი იაროთ ფეხით, გახვიდეთ სუფთა ჰაერზე, არ იზარმაცოთ და სიზარმაცეს ყველა საშუალებით ებრძოლოთ. ასეთ შემთხვევაში ეს კვირა საკმაოდ პროდუქტიული იქნება.

მორიელი

ამ კვირაში მიზიდულობის კანონი თქვენთვის იმოქმედებს – ფიქრობთ, ოცნებობთ კარგ რამეზე და ეს რეალობაში განხორციელდება. ეს მაგია არ არის, არამედ ფსიქოლოგიური განწყობისა და პოზიტიური ენერგეტიკის სიმბიოზია. გექნებათ შანსი, რომ ოცნებებს ხორცი შეასხათ.

თქვენი თანმდევი იქნება იღბალი საქმეებში, ფინანსურ სფეროში და სიყვარულში, ნებისმიერ საკითხში. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ გქონდეთ მკაფიო არაერთი მიზანი. ბევრი ამოცანა წარმატებას არ დააბრკოლებს, მაგრამ რამდენიმე საქმეს ერთდროულად ნუ შეეჭიდებით – არ გადაიღალოთ.

ზოდიაქოს ნიშნების კრიმინალური „ქრონიკა"

მშვილდოსანი

მშვილდოსნებს სიყვარულში გაგიმართლებთ. ეს ყველას ეხება – ვისაც უკვე ჰყავს პარტნიორი და ვინც ეძებს. მოსალოდნელია ბევრი ხელსაყრელი მოვლენა, განსაკუთრებით ამურულ სფეროში. ვინც უკვე შეყვარებულია, მათ ასტროლოგები ურჩევენ, მოვლენები არ დააჩქაროთ და მეტად იზრუნოთ საყვარელ ადამიანზე.

მზე - Sputnik საქართველო
თქვენი მფარველი პლანეტა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და მისი გავლენა თქვენზე

რაც შეეხება ფულსა და სამუშაოს. ვარსკვლავებმა აქაც შეიძლება სასიამოვნოდ გაგაკვირვონ. ძალზე ხელსაყრელი პერიოდია სამუშაოს შეცვლისთვის. ახალ პირობებთან შეგუება არ გაგიჭირდებათ, ადვილად იპოვით საერთო ენას გარშემომყოფებთან. ამ კვირაში ნუ იქნებით ზედმეტად ეგოისტი.

თხის რქა

თხის რქებს საკმაოდ დინამიკური და საინტერესო კვირა გელოდებათ, როდესაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ტემპის შენელება და საქმეების გაჭიანურება. მოდის ძალზე პოზიტიური დრო, რომლისთვისაც უნდა მოემზადოთ. დროა, ინიციატივა საკუთარ ხელში აიღოთ და შემთხვევითობების იმედი არ გქონდეთ.

თუ რამის სურვილი გექნებათ, ნუ დააყოვნებთ. 4–10 ნოემბრის განმავლობაში ვარსკვლავები განსაკუთრებულ ამტანობას მოგანიჭებენ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 8 ნოემბერი, რომელიც შესანიშნავი დღეა ახალი წამოწყებების, მნიშვნელოვანი საქმეების, შეხვედრებისა და ნაცნობობისთვის.

რეტროგრადული მერკური: 31 ოქტომბერი - 19 ნოემბერი - როგორ იმოქმედებს ზოდიაქოს ნიშნებზე

მერწყული

ამ კვირაში მერწყულებს სერიოზული აღმაფრენები ან ვარდნები არ გელოდებათ. იქნება ძალზე მშვიდი პერიოდი, როდესაც შეგიძლიათ გააკეთოთ ის, რაც გინდათ და რაც აუცილებელია. შესაძლოა, მეტი მოთმინება დაგჭირდეთ მეორე ნახევართან მიმართებით. ასტროლოგები გირჩევენ, არ აეჭვიანოთ საყვარელი ადამიანი, არ მოახდინოთ მისი პროვოცირება.

გულის ფორმის ვაშლი - Sputnik საქართველო
სიყვარულში უიღბლო ზოდიაქოს ნიშნები

საქმეებს რაც შეეხება, გააკეთეთ ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. გარისკვა არასასურველია, მაგრამ არც ჩრდილში მიმალვა ივარგებს. უნდა იმოქმედოთ ვითარებიდან გამომდინარე. იდეალური დროა თვითანალიზის, წარსულის შეცდომებში გარკვევისთვის, იურიდიული საკითხების გადაწყვეტისა და საყიდლებისთვის.

თევზები

თევზები ამ კვირაში, შესაძლოა, მცირე გაუგებრობებს წააწყდეთ სასიყვარულო სფეროში. შესაძლებელია კონფლიქტთა ინტერესები, ჩხუბი ოჯახსა თუ სამსახურში. საყვარელ ადამიანთან ერთობლივი საქმიანობისთვის არცთუ ხელსაყრელი დროა, მაგრამ მთლიანად განმარტოებასაც უნდა მოერიდოთ.

ფინანსურ სფეროში სწორხაზოვნება, პასუხისმგებლობა და სამართლიანობა წაგადგებათ. იფიქრეთ პოზიტიურად და გამორიცხეთ წარუმატებლობის შანსი. მოერიდეთ ადამიანებს, რომლებსაც საერთოდ არ ენდობით. მათთან საქმის დაჭერა სახიფათოა.

ყველა ახალი ამბავი
0