როგორ ბერდებიან ზოდიაქოს ნიშნები

CC BY 2.0 / Flickr/ Niko Knigge / რა შორი მანძილია პაწაწინა, ბუთქუნა, უცოდველი თითებიდან დიდ, ბანჯგვლიან და ტლანქ თითებამდე
რა შორი მანძილია პაწაწინა, ბუთქუნა, უცოდველი თითებიდან დიდ, ბანჯგვლიან და ტლანქ თითებამდე - Sputnik საქართველო
გამოწერა
განსხვავებული ხასიათის ნიშნები განსხვავებულად ბერდებიან... ზოგიერთი ნიშნის წარმომადგენლები ადვილად ეგუებიან ასაკს, ზოგიერთები იბრძვიან და ეწინააღმდეგებიან სიბერეს, ზოგიერთები - პირიქით, ახალგაზრდავდებიან და „სიმსუბუქე" ემატებათ, ზოგიერთები კი ნამდვილ სიბერემდე ბევრად ადრე უკვე ბებერია...

ხასიათის თავისებურებებიდან, ძლიერი და სუსტი მხარეებიდან გამომდინარე, ზოდიაქოს თითოეული ნიშანში ასაკი სხვადასხვაგვარად მჟღავნდება; ზოგიერთში კი… საერთოდ არ ვლინდება.

რა თქმა უნდა, საუბარი არ არის იმაზე, ვის როდის უჩნდება ნაოჭი ან თეთრი თმა, არამედ, პირველ რიგში, როგორი დამოკიდებულება აქვთ სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნებს „ცხოვრების შემოდგომის მიმართ" — განსხვავებული ხასიათის ნიშნები განსხვავებულად ბერდებიან…

ზოგიერთი ნიშნის წარმომადგენლები ადვილად ეგუებიან ასაკს, ხდებიან საყვარელი ბებიები და ბაბუები, ზოგიერთი ნიშნის წარმომადგენლები იბრძვიან და ეწინააღმდეგებიან სიბერეს — იყენებენ კოსმეტიკური საშუალებების მთელ არსენალსა და პლასტიკური ქირურგიის მიღწევებს, ზოგი — პირიქით, ახალგაზრდავდება, ზოგი კი ნამდვილ სიბერემდე ბევრად ადრე უკვე ბებერია…

ანდრომედას გალაქტიკა - Sputnik საქართველო
ვის როგორ უმართლებს სიყვარულში

ვერძებს ურჩევნიათ, არ შეიმჩნიონ ასაკი. ისინი ერთი მომენტით ცხოვრობენ და არ ფიქრობენ ხვალინდელ დღეზე. მათ სულიერ მხნეობაზე დგას ახალგაზრდული ენერგია ღრმა მოხუცებულობამდე. შესაძლოა, 60 წლის ვერძმა აღარ ჩაიცვას შავი მოკლე ტყავის ქურთუკი, მაგრამ მისი გატაცება მოტოციკლებით არ განელდება.

კუროებს გემრიელად ჭამა უყვართ, ხანდახან ზედმეტიც მოსდით, ამიტომ წლებთან ერთად ხშირად კილოგრამებიც ემატებათ. ასაკში უფრო ნაკლებად მოქნილი ხდებიან როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური მნიშვნელობით. მაგრამ მათ კარგი ფიზიკური ამტანობა აქვთ და ავადმყოფობების მიუხედავად, დიდი ალბათობით, დიდხანს სიცოცხლე უწერიათ.

ტყუპები ახალგაზრდობაში მიზანს ისახავენ და თანდათან წინ მიიწევენ და სულ არ აპირებენ, წლებთან ერთად სვლა შეანელონ. იმის იმედი არ უნდა გქონდეთ, რომ ტყუპი სამსახურიდან სახლში ადრე დაბრუნდება. უკვე ხანში შესულსაც ვერ ნახავთ, რომ დივანზე წამოწვეს და დაისვენოს. მათი კარიერული ზრდა პენსიამდე გაგრძელდება და თუ შესაძლებლობა იქნება, პენსიაზე გასვლის შემდეგაც.

კირჩხიბები ორი სახის არიან: ისინი, ვინც არასდროს გაიზრდებიან და ისინი, ვისაც სიბერეში უყვარს გარშემომყოფებზე ზრუნვა დედა ტერეზასავით. კირჩხიბებს ძალიან უყვართ, რომ ყველამ პატივი სცეს მათ „კეთილშობილ ჭაღარას". კირჩხიბებისგან შესანიშნავი „კლასიკური" ბებიები და ბაბუები დგებიან.

ქალი - Sputnik საქართველო
ასტროლოგები: ყველაზე ჭკვიანი ქალები და სუნთქვაშეკრული კაცები

ლომები თავისი ბუნებით შემწყნარებლები და მომთმენნი არიან და წლებთან ერთად ეს თვისება უფრო ძლიერდება. სიბერეში ეს ნიშანი უკვე საკმაოდ მშვიდი, გამოცდილი, "მეფური" პიროვნებები არიან. მათ უფრო მეტად უნდათ საყოველთაო პატივისცემა, ავტორიტეტი, ხანდახან თაყვანისცემაც კი, ასევე უნდათ, იყვნენ მისაბაძი მაგალითი — სწორედ ამ მიზეზით ისინი შეეცდებიან, მიაღწიონ მთავარ ცხოვრებისეულ მიზნებს.

ბევრი ქალწული ასაკთან ერთად უფრო ნეგატიურად აღიქვამს გარესამყაროს, განსაკუთრებით, თუ ნებას მისცემს ზედმეტი კრიტიკულობისადმი მიდრეკილებას, რომ კონტროლი დაკარგოს. ქალწულებს უყვართ, იყვნენ ფორმაში, ჯანმრთელად, მუდმივად იმყოფებოდნენ გონივრული სამუშაოს სრულყოფის გზაზე, ამიტომ სიბერეს ისინი, როგორც წესი, მკაცრი, მაგრამ ძალზე ჭკვიანი, თავაწეული ჯენტლმენივით ან ქალბატონივით ხვდებიან.

სასწორს მუდამ აღელვებს გარეგნობა, ამიტომ ნებისმიერ ზომას მიმართავენ, რომ რაც შეიძლება დიდხანს აღკვეთონ ზედმეტი კილოგრამებისა და სახეზე ნაოჭების გამოჩენა და როგორც წესი, ამას ახერხებენ. ოთხმოცი წლის სასწორი შეეცდება, გარშემომყოფები დაარწმუნოს, რომ ჯერ ორმოცისაც არ არის.

მორიელები სიბერეში ამაყნი და დიდებულნი ხდებიან. მათ უყვართ საკუთარ თავზე ფიქრი, თითქოს ფილოსოფოსები არიან და წლებთან ერთად სიბრძნე დააგროვეს. თუმცა, სინამდვილეში ასეცაა. მაგრამ, სამწუხაროდ, მოხუცი მორიელები ძალიან „ჩაციკლული" ხდებიან საკუთარ შეხედულებებსა და მიზნებზე და ხშირად მთელი სიჯიუტით გარშემომყოფთ თავს ახვევენ საკუთარ მოსაზრებებს.

წყვილი - Sputnik საქართველო
ყველაზე ერთგული მამაკაცების „კვარტეტი" ზოდიაქოს ნიშნით

მშვილდოსნებს, ვერძების მსგავსად, არ სურთ სიბერეზე ფიქრი. ეს ხანდახან მათთვის აკვიატებული აზრი ხდება და ყველას ეკითხებიან თავიანთი სავარაუდო ასაკის შესახებ იმის იმედით, რომ ვინმე რაიმე ქათინაურს ეტყვის. ისიც უნდა ითქვას, რომ ეს ქათინაურები, ჩვეულებრივ, სიმართლეს ასახავს, მშვილდოსნები ხომ, მიუხედავად იმისა, რომ თავის მოვლის სურვილი მაინცდამაინც არ აწუხებთ, ღრმა მოხუცებულობამდე ახერხებენ სექსუალურობისა და მიმზიდველობის შენარჩუნებას.

თხის რქა — ესაა ნიშანი, რომელიც ბევრ რამეში დროსთან ასოცირდება — მას ხომ სატურნი მართავს, რომელიც დროსა და მის დინებაზეა პასუხისმგებელი. მაგრამ საინტერესო ისაა, რომ თხის რქებისთვის დრო თითქოს საწინააღმდეგო მიმართულებით მიდის. ისინი უკვე იბადებიან „პატარა მოხუცებად", არიან სერიოზულები, ბრძენნი და პასუხისმგებლობით აღსავსენი, მაგრამ წლებთან ერთად ემატებათ ბავშვურობა, „სიმჩატე", იწყებენ სისულელეების კეთებას და სიბერეში ბავშვებივით იქცევიან.

მერწყულებზე საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს სატურნი, ამიტომ ბავშვობაში ისინი, თხის რქების მსგავსად, ძალზე სერიოზული არიან. წლების მატებასთან ერთად მერწყულები სულ უფრო ექსცენტრული ხდებიან, აღარ ფიქრობენ იმაზე, თუ რას იტყვიან გარშემომყოფები მათზე და 80 წლისები ისე იქცევიან, როგორც მოესურვებათ.

თევზებს სიბერის პანიკურად ეშინიათ — ჯერ იმდენი რამ არ გაუკეთებიათ, არ უცხოვრიათ, არ შეუსრულებიათ! სწორედ ამ მიზეზით ისინი ხშირად პოულობენ დროს, რომ შეაჯამონ საკუთარი ცხოვრების ეტაპები, დაითვალონ, რა აქვთ დაგროვებული. რაც უფრო ნაკლებს ინერვიულებენ ამასთან დაკავშირებით, უფრო დიდხანს და ბედნიერად იცხოვრებენ — ცხოვრებას ხომ ყველაზე მეტად მუდმივი შფოთვა თრგუნავს და ამოკლებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0