ვის როგორ უმართლებს სიყვარულში

© Pixabay / 12019ანდრომედას გალაქტიკა
ანდრომედას გალაქტიკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზოდიაქოს ზოგიერთი ნიშანი თვითონ ანადგურებს სიყვარულს და ამის მიზეზი მათი ხასიათის თვისებებია. სიყვარულის ჰოროსკოპი საკუთარი შეცდომების გაგებაში და დასკვნების გამოტანაში დაგეხმარებათ.

სიყვარულისა და ურთიერთობების თემა ზოგიერთი ნიშნისთვის ძალზე მტკივნეულია. მათ თითქოს სასიყვარულო წარუმატებლობების რიგი სდევს თან და მათი ურთიერთობები გარედან შესამჩნევი მიზეზის გარეშე ენგრევათ. თუმცა ასტროლოგები ზოგიერთ კანონზომიერებას აღნიშნავენ და ზოდიაქოს ამ ნიშნებს შეუძლიათ თავიანთი მდგომარეობის გაცნობიერება, პირადი ბედნიერებისა და ოჯახური კეთილდღეობის მოპოვება.

გაბრაზებული ქალი - Sputnik საქართველო
ყველაზე „მაწაკი" ადამიანები: შეშლილები და ცინიკურები

ვერძი

ვერძები ყველაზე იმპულსური და მოუთმენელი ნიშანია; მათი მოქმედება ყოველთვის უსწრებს აზრს და ამიტომ სწრაფი და მოკლევადიანი ურთიერთობებით რეკორდსმენებად არიან მიჩნეული. სამაგიეროდ, წლებთან ერთად ამ ნიშანსაც სწყალობს ბედი. მათი დიდი გამოცდილება და ბუნებრივი სექსუალობა ბევრს ხიბლავს.

კურო

კურო, პირველ რიგში, ფინანსური სამყაროს განუყოფელი ნაწილია, რაც ძალიან ხშირად ბედნიერი პირადი ცხოვრებისგან აცალკევებს. მათ ხელს უშლის ანგარება და სიხარბე, ამგვარი მისწრაფებები კი საზოგადოებაში პოპულარობით არ სარგებლობს. არავის სურს, თავისი რჩეული ძუნწი მამაკაცი ან მერკანტილური ქალი იყოს. თუმცა იმ შემთხვევებში, როდესაც ზოდიაქოს ეს ნიშნები ურთიერთობებს პრიორიტეტს ანიჭებენ, მათ სიყვარულში წარმატების მიღწევა შეუძლიათ.

ტყუპი

სწორედ ზოდიაქოს ეს ნიშნები რჩებიან ყველაზე ხშირად სიყვარულში ხელმოცარულები; არადა, ტყუპი ერთადერთი ნიშანია, რომელსაც იღბალი პრაქტიკულად ყველა სფეროში სდევს თან. მაგრამ ყველაფერში ვერ გაგიმართლებს, თუმცა ტყუპები ამაში დამნაშავე თავად არიან, რადგან ურთიერთობებსა და სიყვარულს სერიოზულად არ აღიქვამენ. მათთვის ეს თავისებური თამაშია, ამიტომ მათი უმრავლესობა ბედნიერებას ხელიდან უშვებს და მარტო რჩება.

მამაკაცი - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ყველაზე უიღბლო ნიშნები, ანუ ვინ მიიჩნევს თავს უბედურად?

კირჩხიბი

კირჩხიბების სერიოზული ზრახვები პირველივე პაემანზე ადამიანებს აფრთხობს. დროის უქმად დაკარგვას ისინი არ აპირებენ. მათ სწრაფად უნდათ ოჯახის შექმნა. ხშირად პირადი ბედნიერებისთვის რბოლაში ისინი მხოლოდ ნერვულ შეტევებს, ტანჯვასა და ცალმხრივ სიყვარულს იღებენ. მაგრამ თუ მათ შეხვდებათ ისეთი ადამიანი, რომელიც მათ ინტერესებს სრულად იზიარებს, მათი სასიყვარულო კავშირი აუცილებლად წარმატებული იქნება.

ლომი

ლომისთვის გზამკვლევი ვარსკვლავი მზეა. ამ ნიშნის წარმომადგენლებს შეუძლიათ უყვარდეთ და იყვნენ სიყვარულის ობიექტი. მათ კარგი გამოცდილება აქვთ — უყვართ საკუთარი თავი, რომელსაც საზღვრები არა აქვს. ლომი იშვიათად არის საწინააღმდეგო სქესის ყურადღებას მოკლებული. ასეთ დროს კი ლომები ხშირად აწყდებიან ვინმეს ტკივილით აღსავსე სიყვარულს, რასაც სერიოზული შედეგები მოჰყვება ხოლმე.

ქალწული

ქალწულებმა იციან სიყვარულისა და საკუთარი თავის ფასი და იციან, რისი ღირსი არიან. ეს ნიშანი რომანტიკულ ურთიერთობებში საკმაოდ წარმატებულად შეიძლება მივიჩნიოთ. თუმცა, ამ ნიშნის წარმომადგენლები ხშირად უგულებელყოფენ ამ წარმატებას და პასიური და გულგრილი ხდებიან. ეს აფრთხობს პარტნიორს მიუხედავად ქალწულის მაღალი ინტელექტისა და საშური გარეგნობისა.

წყვილი - Sputnik საქართველო
ყველაზე ერთგული მამაკაცების „კვარტეტი" ზოდიაქოს ნიშნით

სასწორი

სასწორი — იღბლიანი ზოდიაქოს ნიშნებს შორის. დიახ, უეჭველად ასეა. სასწორი სილამაზის, ჰარმონიისა და ბედნიერების ეტალონია. ისინი მყუდროდ ბუდობენ სიყვარულის ქალღმერთ ვენერას ფრთებქვეშ, მაგიურად ზემოქმედებენ ადამიანებზე და ხელისგულზე ატარებენ პარტნიორს, მუდმივად ქათინაურებით, საჩუქრებითა და ყურადღებით ანებივრებენ მათ. სასწორებს, როგორც წესი, არ ტოვებენ.

მორიელი

მორიელი მიმზიდველობით, სექსუალურობითა და სიბრძნით გამოირჩევა. ის საკმაოდ რომანტიკული და იდუმალებით მოცული ნიშანია. თუმცა, მორიელს თავად შეუძლია ყველაფერი დაანგრიოს, ამ ნიშანს ხომ თვალში ნაცრის შეყრა უყვარს; საქმეში კი გამოდის სუსტ, ხარბ, ბუტია" და ძალზე შურისმაძიებელ პერსონად, რომლისგანაც შორს გაქცევის დიდი სურვილი ჩნდება.

მშვილდოსანი

ასტროლოგები თანხმდებიან, რომ მშილდოსნებს ძალიან უმართლებთ სიყვარულში. სასიყვარულო შეთავსებადობით, არ არსებობს ზოდიაქოს ნიშანი, რომელთანაც ამ ნიშანს ნორმალური ურთიერთობების დამყარება არ შეეძლოს; მისი შეყვარება ნებისმიერს შეუძლია. მათში ყველაფერია: პატიების უნარი, იუმორის გრძნობა, რომანტიკულობა, ერთგულება, ზომიერი ეჭვიანობა, მგრძნობიარობა და სხვა. მისი სიყვარულისთვის ბევრი იბრძვის.

თანავარსკვლავედი - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნები: ყველაზე შეშლილი ყოფილები და მათი ვნებანი - სიგიჟიდან გულგრილობამდე

თხის რქა

თხის რქები ორ ბანაკად იყოფიან. პირველობა კი ძლიერი სქესის წარმომადგენლებს ერგოთ. სწორედ მამაკაცები არიან საკმაოდ წარმატებული სიყვარულში, ქალები კი ხშირად გულგატეხილნი რჩებიან. ეს ნიშანი მთელი სისავსით წარმოაჩენს მატერიალურ სტაბილურობას, მიზანსწრაფულობასა და დამოუკიდებლობას, რაც ძალზე ხიბლავს ქალებს, მაგრამ მამაკაცებს, სამწუხაროდ, აფრთხობს.

მერწყული

სასიყვარულო ჰოროსკოპის თანახმად, მერწყულები ყველაზე უარესი მეოჯახენი არიან. საქმე სულ არ ეხება მათი ხასიათის თვისებებს – უბრალოდ, ამ ნიშნის წარმომადგენლებს უყვართ თავისუფლება და ახრჩობთ" კონტროლი, მზრუნველობა და მეურვეობა. მათ ძალზე მსუბუქად შეუძლიათ გაჭიანურებული მარტოობის გადატანა მეგობრების, თაყვანისმცემლების კომპანიაში.

თევზები

თუ თევზები მოინდომებენ, ყველაფერს შეძლებენ, განსაკუთრებით სიყვარულში იღბლის მიზიდვას. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებმა იციან, როგორ წარმოადგინონ თავი, მათ ხომ საოცრად შეუძლიათ სხვისი გრძნობებით მანიპულირება. ისინი უანგარო, მზრუნველი და მგრძნობიარე ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ და ძირითადად იმიტომ, რომ ცოტა პასუხისმგებლობა მოიხსნან. ეს აწყობთ" ქალ–თევზებს, მაგრამ ძალიან უშლის ხელს მამაკაცებს, რომ ააგონ მტკიცე და ბედნიერი ურთიერთობები.

ყველა ახალი ამბავი
0