ლევ ტოლსტოის ნათქვამის პერიფრაზს თუ მოვიშველიებთ, ყველა ბედნიერი ადამიანი ერთნაირად ბედნიერია, ხოლო თითოეული უბედური — თავისებურად უბედური. მართლაც, თუ გარშემო მიმოვიხედავთ, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ზოგიერთი ადამიანი ბედნიერებისთვის არის გაჩენილი ამქვეყნად, ხოლო სხვები ამ ნიჭს მოკლებული არიან. იქნებ, ეს ვარსკვლავების გავლენის ბრალია? ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა რიგი სტატისტიკური კვლევა ჩაატარეს და ამის საფუძველზე სამი ყველაზე უიღბლო ნიშანი გამოყვეს.
მეცნიერების დასკვნებს კი ვენდობით, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ასეთმა სტატისტიკამ ადამიანის განწყობაზე შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს, თან ზოდიაქოს თითოეული ნიშნის თვისებებზე, ზოგად ხასიათთან ერთად, კიდევ მრავალი ფაქტორი მოქმედებს — პლანეტები, რასა, გენეტიკა, რომელ წელს, რომელ ქვეყანაში, რომელ ოჯახში დაიბადა, გაიზარდა და ა. შ. ასე რომ, ჩათვალეთ, ეს სტატია თქვენთვის მოცემული რჩევაა, რომ გადალახოთ ეს ნეგატიური განწყობები და ცხოვრების მშვენიერებით დატკბეთ.
მესამე ადგილზეა ქალწული
ეს საკმაოდ დაძაბული და კონცენტრირებული ნიშანია, რომელსაც ნამდვილად ესაჭიროება ცოტა მოდუნება, ზედმეტი ნევროზულობისა და პასუხისმგებლობის ტვირთის შემსუბუქება, რომელსაც თვითონ იღებენ საკუთარ მხრებზე. რომ არა მძიმე ხასიათი, ქალწულებს ნამდვილად შეეძლოთ ბედნიერი ყოფილიყვნენ, თუმცა თვითონ ირჩევენ მსხვერპლისა და დიდი წამებულის როლს, შემდეგ კი ამ ტვირთს მთელი ცხოვრება ზიდავენ. სამართლიანობისთვის უნდა დავძინოთ, რომ იღბალი ქალწულის ნიშნების წარმომადგენლებს იშვიათად უღიმის, ამიტომ, რასაც ეს ადამიანები იღებენ ცხოვრებაში, ყველაფერი მძიმე და დაძაბული შრომის შედეგია.
მეორე ადგილი — კირჩხიბი
კირჩხიბიც იშვიათად უწოდებს თავს ბედნიერ ადამიანს. მართლაც, ამ ადამიანებს ძალიან ბევრი ფსიქოლოგიური პრობლემა აქვთ, რაც ზედმეტ უნდობლობას უკავშირდება. კირჩხიბებს ხშირად ეპარებათ ეჭვი საკუთარ თავში, შესაძლებლობებსა და გარეგნობაშიც კი. ისინი ასევე ადვილად ექცევიან მავნე ჩვევების ტყვეობაში. დამყოლი ხასიათის გამო ადამიანების მართვა არ შეუძლიათ, პირიქით, თვითონ არიან დაქვემდებარებულის როლში, რაც, რა თქმა უნდა, მათ თავმოყვარეობაზე მოქმედებს და ბედნიერს ნამდვილად არ ხდის. ოჯახურ ცხოვრებაშიც ეს ადამიანები თითქმის ყოველთვის მეორე ადგილზე არიან, ესეც მათ ცხოვრებას სიხარულს არ ანიჭებს.
პირველი ადგილი — თევზები
10 000 ადამიანის გამოკითხვის შედეგად დამტკიცდა, რომ ყველაზე იშვიათად უწოდებენ თავს ბედნიერს თევზები. უმეტესად ეს ადამიანები ინტროვერტები არიან. არცთუ იშვიათად მათი თვითანალიზი თვითკრიტიკაში გადადის. აქ დიდ როლს ასრულებს ის, რომ თავდაჯერებული არ არიან. თევზებს გვერდით არ ჰყავთ ადამიანი, რომელიც გამუდმებით გაამხნევებდა მათ და ყველანაირად დაეხმარებოდა. თუ ასეთი ადამიანი არსებობს მათ ცხოვრებაში, უბედური ადამიანებიდან ისინი ბედნიერების კატეგორიაში გადაინაცვლებენ. ასევე, თევზების ძალიან ხშირად არ ესმით გარშემომყოფებს, განსაკუთრებით მათ, ვინც ძალიან "მიწიერად" აზროვნებს. ამ მიზეზით ასეთ პიროვნებები ძალიან იშვიათად ნახულობენ მონათესავე სულს, ეს კი ნიშნავს, რომ ბევრი თევზი მარტოობისთვის არის განწირული.