ასტროლოგები: ყველაზე ჭკვიანი ქალები და სუნთქვაშეკრული კაცები

გამოწერა
ხართ ჭკვიანი ქალების სიაში? თუ არა, გულს ნუ გაიტეხთ და ამას სხვა კუთხით შეხედეთ. ყველა ქალი თავისებურად ჭკვიანია და თან ასეთ ქალებს მამაკაცები ცხოვრების მეგზურად იშვიათად განიხილავენ.

ამბობენ, რომ ჭკვიანი და თავდაჯერებული ქალების დანახვაზე მამაკაცებს „სუნთქვა ეკვრებათ". ცხოვრების მეგზურის სახით ისინი ასეთ ქალებს იშვიათად განიხილავენ, მაგრამ ფაქტი, რომ ჭკვიანმა ქალებმა მიაღწიეს გარკვეულ წარმატებას პროფესიულ და ცხოვრებისეულ სარბიელზე, ძლიერი სქესის წარმომადგენლებში პატივისცემას იწვევს.

ზოდიაქოს ნიშნები - Sputnik საქართველო
დამიმტკიცე ლოგიკურად, რომ ერთმანეთისთვის ვართ შექმნილი

ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ ასეთ ქალებს მამაკაცური ცნობიერება აქვთ, თუმცა ეს მათთვის სრულებით კომფორტულია და სულ არ უშლის ხელს ცხოვრებაში.

ზოდიაქოს ნიშნის რომელი წარმომადგენელი ქალები არიან ყველაზე ჭკვიანი და მიზანსწრაფული?

ვერძი

ვერძი დაბადებით გამჭრიახია. ისინი ახალგაზრდობაში ცდილობენ თანატოლებში ნდობა და მონოპოლია მოიპოვონ. ამ ნიშნის ქალებისთვის ძალზე ადვილია ლიდერობის ხელში აღება. მათ ეს მოსწონთ, მაგრამ სულ არ ანაღვლებთ, ეს რომ მამაკაცების პატივმოყვარეობაზე მოქმედებს. ასეთი ქალები ძალზე ამტანნი არიან და მაღალი ცხოვრებისეული პოტენციალი აქვთ. მათ ახასიათებთ თვისება – მოეჭიდონ ისეთ მძიმე საქმეებს, რომლებიც ნამდვილად მამაკაცის საქმეა.

წყვილი - Sputnik საქართველო
ყველაზე ერთგული მამაკაცების „კვარტეტი" ზოდიაქოს ნიშნით

ერთადერთი ნაკლი ამ ქალებისა — ეს მიამიტობაა, თუმცა საკმაოდ აგრესიული არიან ირგვლივ მყოფთა მიმართ, უსამართლობისა და მრისხანების წინაშე მათ გაბრაზება რამდენიმე წამი შეუძლიათ, რადგან სიტუაცია მალევე გადაჰყავთ სწორი მიმართულებით. ვერძი ქალები დარწმუნებული არიან, რომ თუ ასეთი არ იქნებიან, მათ ადვილად მოტეხს საზოგადოებრივი აზრის დარტყმა, ამის უფლებას კი ისინი საკუთარ თავს ვერ მისცემენ.

მორიელი

მორიელი — ესაა ქალურობა მამაკაცური თვისებებით. ქალ მორიელს დაბადებიდან გაცნობიერებული აქვს, რომ მისი ბედი ქალის ხვედრია, თუმცა ისეთი არა, როგორიც სხვა ქალებისა. ისინი მიიჩნევენ, რომ ადამიანის ცხოვრება უფრო მარტივია, მიუხედავად იმისა, რომ მასში სხვადასხვა ქალური ეშმაკობა და ვერაგობა დევს.

ქალი - Sputnik საქართველო
მამაკაცებისთვის: ენდეთ ფსიქოლოგებს – იმსჯელეთ ქალზე მისი დაბადების თვის მიხედვით

ქალი მორიელისთვის ყველაფერი მარტივია. მათ აქვთ მაღალი ინტუიცია, რასაც უპირატესობად აქცევენ, რადგან მათთვის საჭიროა, რომ ადამიანს „გამჭოლად" ხედავდნენ, ადვილად „შიფრავდნენ". ასეთი ქალებისთვის თაღლითის გამოცნობა ძალზე ადვილია. მორიელ ქალებს საკმაოდ შურისმაძიებელი ხასიათი აქვთ და ზარალს არასდროს მოითმენენ.

თხის რქა

თხის რქა — განსაკუთრებული ყურადღებიანობა პატარაობიდან. ისინი არაბავშვურად მშვიდი და სერიოზული არიან. ცელქობა მათ არ ახასიათებთ, ურთიერთობები ვიწრო წრესთან აქვთ, სადაც მოხვედრა უბრალო მოკვდავს არ შეუძლია. ასეთი ქალები მშვენივრად პოულობენ საერთო ენას საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან. კონკურენციის გაწევა პროფესიულ დონეზე მხოლოდ სოლიდურ ასაკში შეუძლიათ.

ისინი ყოველთვის მშვენივრად აკონტროლებენ ემოციებს. მათ ვერასდროს იხილავთ წამქეზებლის როლში. ბუნებამ ისინი განსაკუთრებული სიჯიუტით დააჯილდოვა, ამიტომ მათ საწინააღმდეგო სქესის ნებისმიერი ნიშნის ნებისმიერი წარმომადგენლის მდგომარეობიდან გამოყვანა შეუძლიათ.

ყველა ახალი ამბავი
0