ჩუგოშვილი: ხელისუფლება საარჩევნო ცვლილებებს ოპოზიციის გარეშე ვერ გაიტანს

© Sputnik / Alexander Imedashviliთამარ ჩუგოშვილი
თამარ ჩუგოშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მმართველ პარტიას საარჩევნო სისტემის შესაცვლელად ოპოზიციის მხარდაჭერა სჭირდება, რადგან საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში არ გააჩნია.

თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა დაასახელა ის პოლიტიკური ძალები, რომლებთანაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემის შეცვლის შესახებ მოლაპარაკებებს გამართავს.

მმართველი პარტია „პროპოციული არჩევნები 2020“-ის პრეზენტაციისთვის ემზადება >>

მომიტინგეთა ზეწოლის შედეგად ხელისუფლება დათანხმდა – მომდევნო საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩაატაროს, ამასთან ნულოვანი გამსვლელი ბარიერის პირობებში. იქიდან გამომდინარე, რომ პარლამენტში შეიძლება იმაზე გაცილებით მეტი პარტია მოხვდეს, ვიდრე რაიმე ბარიერის არსებობის შემთხვევაში, მომდევნო მთავრობა შეიძლება კოალიციური გახდეს.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
პრემიერი: 2020 წელს საქართველოში კოალიციურ მთავრობას არ გამოვრიცხავ

მოქმედი კონსტიტუციით საარჩევნო სისტემის შეცვლა - შერეულის პროპორციულით ჩანაცვლება - მხოლოდ 2024 წლის არჩევნებისთვის უნდა მომხდარიყო. აქამდე 77 დეპუტატს პარტიული სებით ირჩევდნენ, 73-ს - ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში.

„ქართული ოცნება“ 1 ივლისს გამართავს პრეზენტაციას სახელწოდებით „პროპორციული არჩევნები 2020“, სადაც რეფორმის საკუთარ ხედვას წარმოადგენს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციური ძალაა და, რა თქმა უნდა, თუ მათ აქვთ ამ შეხვედრაზე მოსვლის ან საუბრის სურვილი, მათ პრობლემა არ ექნებათ... „ქართული ოცნება“ ამ საკონსტიტუციო ცვლილებას მარტო ვერ გაიტანს, ამისათვის მას საპარლამენტო ოპოზიციის ხმები დასჭირდება“, – განუცხადა ჟურნალისტებს ჩუგოშვილმა.

საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება - ივანიშვილის საგანგებო განცხადება >>

2016 წლის არჩევნების შედეგებით პარლამენტში სამი პარტია გავიდა - მმართველი „ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“ და „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“. არჩევნების შემდეგ „ნაცმოძრაობა“ დატოვა დეპუტატთა ნაწილმა, რომლებმაც შექმნეს პარტია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“.

ნიკა მელია სასამართლოს შენობასთან თავის მხარდამჭერებს მიმართავს - Sputnik საქართველო
ნიკა მელიას ადვოკატი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

ჩუგოშვილის თქმით, მისაღები საკონსტიტუციო ცვლილებების განსახილველად მოწვეულია ყველა პარტია. მმართველი პარტია არ გამართავს მოლაპარაკებებს მხოლოდ ცალკეულ პოლიტიკოსებთან, რომლებიც მთავრობის დამხობის მოწოდებებით გამოდიან.

ამასთან ვიცე-სპიკერმა არ გამორიცხა, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შორის იქნებიან ისეთებიც, ვინც არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ეწინააღმეგება.

ცვლილებები კონსტიტუციაში: „ქართული ოცნება“ ოპოზიციას  იწვევს >>

„ქართული ოცნების“ ინიციატივასთან დაკავშირებით წამყვანმა ოპოზიციურმა პარტიებმა შაბათს გამოთქვეს საკუთარი პოზიცია და წამოაყენეს სამი მოთხოვნა, რაც რეფორმას უკავშირდება.

Оригинал Конституции Грузии - Sputnik საქართველო
ცვლილებები კონსტიტუციაში: ოპოზიცია მზადაა, საკონსტიტუციო  ინიციატივის წარდგენას დაესწროს

პირველ რიგში მათ მოითხოვეს, რომ პარლამენტმა მათი საკანონმდებლო ინიციატივა „ქართული ოცნების“ ინიციატივასთან ერთად დაარეგისტრიროს. ოცმა ოპოზიციურმა პარტიამ შეაგროვა და ივნისის შუა რიცხვებში შეიტანა პარლამენტში მოქალაქეთა დაახლოებით 300 ათასი ხელმოწერა საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მხარდასაჭერად 3%-იანი ბარიერის პირობებში.

ოპოზიციონერებმა ასევე მოითხოვეს სახალხო კომისიის ან სპეციალური ფორმატის შექმნა კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად ოპოზიციისა და მმართველი პარტიის დიალოგისთვის. ამასთან ისინი მოითხოვენ, რომ კომისიაში შევიდნენ ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები, ცესკოს წევრები, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია და ასევე საპროტესტო აქციების მონაწილეები.

უცხოელთა რეაქცია: საელჩოები საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან >>

საარჩევნო სისტემის შეცვლა მომიტინგეთა ერთადერთი მოთხოვნა არ ყოფილა. საპროტესტო ტალღა აგორდა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ საქართველოს პარლამენტში დილიდან იმყოფებოდა რუსეთის სათათბიროს დეპუტატი სერგეი გავრილოვი და მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეას სპიკერის სავარძლიდან ხელმძღვანელობდა.

სერგეი გავრილოვი - Sputnik საქართველო
გავრილოვი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მომიტინგეების მხარეზე გადადის

ოპოზიციამ ხელისუფლებას სამშობლოს ღალატში დასდო ბრალი, რადგან ქვეყანაში არა მარტო შემოუშვეს ადამიანი, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას უჭერს მხარს, არამედ მას პარლამენტში საპატიო ადგილიც დაუთმეს. ხელისუფლებამ მომხდარს „პროტოკოლური შეცდომა“ უწოდა.

თავდაპირველად 20 ივნისის საპროტესტო აქცია მშვიდობიან ხასიათს ატარებდა, მაგრამ 22:00 საათისთვის აქციის მონაწილეთა ნაწილმა ძალის გამოყენებით და პოლიციელებზე თავდასხმით პარლამენტის შტურმით აღება სცადა. პოლიციამ ორი საათის მოგერიების შემდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. მოგვიანებით შინაგან საქმეთა მინისტრმა და პრემიერ-მინისტრმა პოლიციის მოქმედებას უწოდეს იძულებითი ზომა, რომელიც ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლის მცდელობის აღსაკვეთად გახდა საჭირო.

გიორგი გახარია: მე შემიძლია ხვალვე გადავდგე... >>

არეულობისა და აქციის შემდგომი დაშლის შედეგად დაშავდა 240 ადამიანი, მათ შორის 80 პოლიციელი, 30-ზე მეტი ჟურნალისტი. ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, საავადმყოფოებში ექვსი ადამიანი რჩება. რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: ყველაფერი, რაც ამ ღონისძიების დროს მოხდა, ჩემი პასუხისმგებლობაა

იმ ღამეს 300-ზე მეტი მომიტინგე დააკავეს.

საპროტესტო აქციები იმ დროიდან არ წყდება, თუმცა მშვიდობიან ხასიათს ატარებს. ხელსუფლებამ თითქმის ყველა მოთხოვნა შეასრულა – დათანხმდა საარჩევნო სისტემის შეცვლას, გადააყენა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, არეულობის დროს დაკავებული პრაქტიკულად ყველა პირი გაათავისუფლა და პოლიციის მიერ ძალის გადამეტებაზე გამოძიება დაიწყო. შეუსრულებელი რჩება მხოლოდ ერთი მოთხოვნა – შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა.

ყველა ახალი ამბავი
0