მმართველი პარტია „პროპოციული არჩევნები 2020“-ის პრეზენტაციისთვის ემზადება

© Sputnik / Alexander Imedashviliქართული ოცნების სათაო ოფისი
ქართული ოცნების სათაო ოფისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარება რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საკონსტიტუციო ინიციატივის – ,,პროპორციული არჩევნები 2020“-ის პრეზენტაცია 1 ივლისს გამართავს, იუწყება პარტია საკუთარ Facebook გვერდზე. 

აქცია - Sputnik საქართველო
„თავისუფლების მარში“ : აქციის მონაწილეების მოთხოვნა და ხელისუფლების პოზიცია

„როგორც რამდენიმე დღის წინ, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ გამოდის ფართომასშტაბიანი პოლიტიკური რეფორმის ინიციატივით, რომელიც გულისხმობს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში“, – ნათქვამია მმართველი პარტიის განცხადებაში.

პრეზენტაცია სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ ჩატარდება. პოლიტიკური გაერთიანება ღონისძიებაზე იწვევს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს.

2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარება რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეების ერთ–ერთი მოთხოვნა იყო.

ხელისუფლებამ 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით და თანაც ნულოვანი გამსვლელი ბარიერის პირობებში ჩატარების პირობა დადო.

თბილისში მომიტინგეებმა წვიმის დროს აქცია განაგრძეს - Sputnik საქართველო
თბილისში მომიტინგეებმა წვიმის დროს აქცია განაგრძეს

საპროტესტო აქცია, რომელიც 20 ივნისს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლის საპასუხოდ დაიწყო, ღამით არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. მომიტინგეები პარლამენტში შეჭრას ცილობდნენ. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა რაოდენობამ 240-ს მიაღწია, აქედან 80 პოლიციელია. სამართალდამცველებმა 305 ადამიანი დააკავეს.

დედაქალაქის ცენტრში საპროტესტო აქცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს.ამ ეტაპზე აქციის მონაწილეებს მხოლოდ ერთი მოთხოვნა დარჩათ – გახარიას გადადგომა. მანამდე თანამდებობა დატოვა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ; გარდა ამისა, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით და თან, ნულოვანი ბარიერით ჩატარდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0