პრემიერი: 2020 წელს საქართველოში კოალიციურ მთავრობას არ გამოვრიცხავ

© photo: Mamuka Bakhtadze / FBმამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთავრობაში ცვლილებები შეიძლება მოხდეს საპარლამენტო არჩევნების შედეგად, რომლის ჩატარებაზე პროპორციული სისტემით „ქართული ოცნება“ უკვე დათანხმდა

თბილისი, 24 ივნისი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შედეგად კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას არ გამორიცხავს.

საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება - ივანიშვილის საგანგებო განცხადება >>

მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, საარჩევნო სისტემის ცვლილება - მისი ჩატარება მხოლოდ პროპორციული სისტემით - იგეგმებოდა მხოლოდ 2024 წლის არჩევნებისთვის. ამჟამად პარტიული სიით საქართველოს პარლამენტში მხოლოდ 77 დეპუტატს ირჩევენ, 73-ს კი - ერთმანდატიან ოლქებში.

„ბოლო არჩევნების შედეგებით ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გვაქვს. შესაბამისად, დღევანდელი გადასახედიდან 2020 წლის ოქტომბრის არჩევნების შედეგების პროგნოზი არ იქნება რელევანტური, თუმცა იმის ალბათობა, რომ საჭირო გახდეს კოალიციური მთავრობა, ბუნებრივია, არსებობს. ეს მხოლოდ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია Imedi-ს პირდაპირ ეთერში.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა ასევე, რომ პოლიტიკაში ახალი ადამიანების გამოჩენა ქართული საზოგადოების დაკვეთაა.

ვახტანგ ხმალაძე - Sputnik საქართველო
რას ნიშნავს ნულოვანი ბარიერი და რა დეტალები რჩება დასაზუსტებელი

ორშაბათს მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ - დემოკრატიულმა საქართველომ“ წამოაყენა ინიციატივა, არჩევნები ჩატარებულიყო არა უბრალოდ პროპორციული სისტემით, არამედ ყოველგვარი საარჩევნო ბარიერის გარეშე. ბახტაძის სიტყვებით, ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა, რომლის წყალობითაც პარლამენტში ბევრი პარტია მოხვდება.

არჩევნების სისტემის შესაცვლელად საჭიროა კონსტიტუციური ცვლილებები, რასაც, სულ მცირე, 150-დან 113-მა დეპუტატმა უნდა დაუჭიროს მხარი. იმის გათვალისწინებით, რომ მმართველი პარტია გაზაფხულზე რვა დეპუტატმა დატოვა და კონსტიტუციური უმრავლესობა დაკარგა, ახლა საჭიროა ოპოზიციის მხარდაჭერა. ამასთან დაკავშირებით „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას კონსულტაციების ჩატარება შესთავაზა.

შსს იძიებს: „მოლოტოვის კოქტეილები" და გამოკითხვაზე დაბარებული პარტიების ლიდერები >>

დღევანდელი ინიციატივით საქართველოს ხელისუფლებამ შეასრულა მომიტინგეების მეორე მოთხოვნა. პირველი იყო პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის გადადგომა, რაც 21 ივნისს, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის დაშლის შემდეგ შესრულდა.

მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
საქართველოს პარლამენტთან აფეთქების მომზადებისთვის 70 წლის მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა

საპროტესტო ტალღა ამით არ დასრულებულა. მომიტინგეები ყოველდღე 19:00 საათზე იკრიბებიან პარლამენტის წინ და მრავალრიცხოვან აქციებს მართავენ.

ამჯერად ისინი ითხოვენ არეულობისას დაკავებულთა გათავისუფლებას, აქციის დაშლის დროს ძალის გადამეტებით გამოყენებაში დამნაშავე ყველა პირის დასჯას და შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას. ამ დროისთვის დაკავებულთა ნახევარზე მეტი გათავისუფლებულია. ზოგიერთი მათგანი დაჯარიმებულია, დანარჩენი კი - სიტყვიერად გაფრთხილებული. ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 121 ადამიანი.

როგორ დაიწყო ყველაფერი?

პროტესტი საქართველოს დედაქალაქში რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის ვიზიტს მოყვა. პოლიტიკოსი საქართველოში საპარლამენტთაშორისო მართლმადიდებლური ასამბლეის 26-ე სესიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა. იგი ასამბლეის პრეზიდენტია.

ილია მეორე: „ფრთხილად იყავით და არ დაუშვათ რამე შეცდომა“ >>

ასამბლეის პირველი სესია საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში დაიწყო. გავრილოვმა გახსნა სესია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან. ამან ოპოზიციონერი დეპუტატების უკმაყოფილება გამოიწვია. ღონისძიება ჩაიშალა და დაიწყო მასობრივი საპროტესტო აქციები.

თბილისში პროტესტი არ ცხრება - როგორ მიმდინარეობს აქციების მეხუთე დღე პარლამენტთან - Sputnik საქართველო
თბილისში პროტესტი არ ცხრება - როგორ მიმდინარეობს აქციების მეხუთე დღე პარლამენტთან

თავად გავრილოვმა განმარტა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელზე ის დასვა ქართულმა მხარემ, „მსგავსი ღონისძიებების პროტოკოლის თანახმად“. პოლიტიკოსმა აღნიშნა ასევე, რომ ასეთი საპატიო ადგილი უკვე ჰქონდა დაკავებული სხვა ქვეყნებში და ამას პრობლემები არასდროს მოჰყოლია.

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ დაწყებული არეულობა „ნაციონალური მოძრაობის აგრესიული მცდელობაა, რათა არიოს სიტუაცია ქვეყანაში“.

მოვლენები უფრო მკაცრად შეაფასა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. ის რუსეთს „მტერს და ოკუპანტს“ უწოდებს. მისი თქმით, პროტესტები კრემლის მიერ არის მართული.

გავრილოვი განმარტავს: რატომ აღმოვჩნდი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში >>

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მოსკოვი აღშფოთებულია რადიკალების მოქმედებით, რომლებმაც თბილისში მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის გენერალური ასამბლეის მუშაობა ჩაშალეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა აღნიშნა, რომ „რადიკალურმა პოლიტიკურმა ძალებმა გამოიყენეს მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორუმი, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს მართლმადიდებელ სახელმწიფოებს, თავისი ანტირუსული განწყობების გამოსახატავად“.

 

ყველა ახალი ამბავი
0