რას ნიშნავს ნულოვანი ბარიერი და რა დეტალები რჩება დასაზუსტებელი

© Photo: courtesy of Informational and political portal "Kvira"ვახტანგ ხმალაძე
ვახტანგ ხმალაძე - Sputnik საქართველო
ხმალაძის განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს პარლამენტი 150 დეპუტატს ითვლის, ერთი მანდატის მისაღებად საჭიროა ხმების დაახლოებით 0,7 პროცენტის, ან ოდნავ ნაკლების მიღება.

თბილისი, 24 ივნისი − Sputnik. კონსტიტუციონალისტმა და საქართველოს პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა ვახტანგ ხმალაძემ „პირველ არხთან“ საუბრისას განმარტა, რას ნიშნავს ნულოვანი ბარიერი. 

ზურა ჯაფარიძე - Sputnik საქართველო
ზურაბ ჯაფარიძე: პრორუსული ძალები პარლამენტში უნდა შევიდნენ, თუ აიღებენ 0.67%-ს

ყოფილი დეპუტატის თქმით, „ქართული ოცნების“ ინიციატივაში ჯერ კიდევ ბევრი დეტალია დასაზუსტებელი.

ხმალაძის განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს პარლამენტი 150 დეპუტატს ითვლის, ერთი მანდატის მისაღებად საჭიროა ხმების დაახლოებით 0,7 პროცენტის, ან ოდნავ ნაკლების მიღება.

„ეს იმას ნიშნავს, რომ მანდატი ყველა იმ პარტიას შეხვდება, ვინც ამდენ ხმას მიიღებს. მაგალითად, თუ არჩევნებში მონაწილეობა ორმა მილიონმა მოქალაქემ მიიღო, პარტიას, რომელიც 14 ათასამდე ხმას მიიღებს, ერთი მანდატი შეხვდება. ვინც ორჯერ მეტ ხმას მიიღებს, ორი მანდატი შეხვდება. ნულპროცენტიანი ზღურბლი ამას ჰქვია“, – განმარტა ხმალაძემ.

ამასთან ყოფილმა დეპუტატმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული წინადადება ჯერ კიდევ არ იძლევა ნათელ სურათს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი არჩევნები ჩატარდება საქართველოში. მისი თქმით, ჯერ არაერთი დეტალია დასაზუსტებელი, მათ შორის ერთ-ერთი საკითხია ბლოკების საკითხი.

„ბლოკებად გაერთიანებაზე არაფერი თქმულა, მხოლოდ ის ითქვა, რომ პროპორციულ სისტემაზე გადავდივართ და ნულპროცენტიანი ზღურბლი იქნება. რაც დღეს კონსტიტუციაში წერია, ამით ბლოკებად შექმნა შეუძლებელია. რაც გარდამავალ დებულებაში წერია, ბლოკებად გაერთიანება შესაძლებელია ერთჯერადად, ოღონდ შერეული სისტემის პირობებში. ანუ, მაშინ, როცა მაჟორიტარული არჩევნები რჩება და ზღურბლი არის სამი პროცენტი“, − განმარტა კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ.

„ქართული ოცნება“ დღეს გამოვიდა ინიციატივით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში. ამასთან დაკავშირებით განცხადება პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.

 

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური