ილია მეორე: „ფრთხილად იყავით და არ დაუშვათ რამე შეცდომა“

© Sputnik / Vladimir Umikashviliსრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე - Sputnik საქართველო
გამოწერა
იმედია, ღმერთი მშვიდობას მოგვცემს და დიდ წყალობას, ბრძანა საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა

თბილისი, 23 ივნისი – Sputnik. ძალიან რთულ დროში ვცხოვრობთ, ამიტომ მინდა მოგმართოთ თხოვნით, რომ ფრთხილად იყოთ და არ დაუშვათ რამე შეცდომა, ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას.

საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო
საპატრიარქო: ეს იყო ხელისუფლების შეცდომა

საქართველოში უკვე მეოთხე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. აქცია, რომელიც 20 ივნისს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლის საპასუხოდ დაიწყო, ღამით არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა რაოდენობამ 240–ს მიაღწია, აქედან 80 – პოლიციელია. ამჟამად საავადმყოფოებში 28 პაციენტი რჩება.

„ცუდი მოვლენებია ჩვენ გარშემო. ამიტომ მე მინდა მოგმართოთ თხოვნით, რომ ფრთხილად იყოთ და არ დაუშვათ რამე შეცდომა. იმედია, რომ ღმერთი მშვიდობას მოგვცემს და დიდ წყალობას. თქვენ იცით, რომ საქართველო ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ არის. განსაკუთრებით იფარავს საქართველოს“, – ბრძანა პატრიარქმა.

საპროტესტო აქციები ყოველდღე იმართება. მორიგი მიტინგი დღესაა დანიშნული. აქციებზე ითხოვენ შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას, არეულობების დროს დაკავებულების გათავისუფლებას და საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას.

ყველა ახალი ამბავი
0